Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ ვაქციოთ სუფთა გაზქურა თქვენი სამზარეულოს მთავარ შტრიხად

სამზარეულო გაზქურის გარეშე სამზარეულო არაა, თუმცა დიასახლისებთან ბრძოლა გვიწევს, რომელთაც საჭმლის მომზადების შემდეგ გაზქურის გაწმენდა უწევთ. თუ გსურთ, რომ გაზქურამ თავდაპირველი გარეგნობა მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს, უმჯობესია დაბინძურებისთანავე გაწმინდოთ. ცხიმიანი, ჩამჯდარი ლაქის მოშორებას ორი კვირის შემდეგაც შეძლებთ, თუ იცით რა გამოიყენოთ.

როგორ გავწმინდოთ გაზქურა

ის, რაც სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ, სახეხია. ასეთი საშუალება გაზქურის ზედაპირზე ნაკაწრებს ტოვებს. სჯობს რბილ ბეწვიანი ღრუბელი გამოიყენოთ. დღეს 4 ეფექტური მეთოდის შესახებ გიამბობთ, რომლებიც ჭუჭყიანი გაზქურის მარტივად გაწმენდაში დაგეხმარებათ.

საკვები სოდა

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 150 მლ ცხელი წყალი
  • 30 გრ სოდა
  1. სოდის დახმარებით გაზქურა რომ გაწმინდოთ, საკმარისია ზედაპირს სოდა მოაყაროთ და ცოტა ცხელი წყლით დაასველოთ.
  2. 5 წუთის შემდეგ ჭუჭყი ღრუბელის დახმარებით მოაშორეთ. ნატურალური საწმენდი საშუალება ემალის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირს ნაზად წმენდს, ნაკაწრებს არ ტოვებს და შესანიშნავად ირეცხება.

სილიკატის წებო

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 200 მლ ცხელი წყალი
  • 3 ს/კ სოდა
  • 2 ჩ/კ სარეცხი ფხვნილი
  • 2 ს/კ სილიკატის წებო
  1. პატარა ბოთლი წყლით აავსეთ, სოდა, სარეცხი ფხვნილი და წებო დაუმატეთ და კარგად შეანჯღრიეთ.
  2. სითხე გაზქურის ჭუჭყიან ზედაპირზე გადაანაწილეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ ცხიმის ნარჩენები და ჭუჭყი ღრუბელით მოაშორეთ.

საპნიანი ხსნარი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ლ მდუღარე წყალი
  • 20 გრ დიასახლისის საპონი
  • 1 ვაშლი
  1. წყალი დიდ ქვაბში აადუღეთ.
  2. საპონი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და მდუღარე წყალი დაასხით.
  3. მსხვილ სახეხზე ვაშლი გახეხეთ და საპნიან ხსნარს დაუმატეთ. ვაშლის მჟავა ცხიმიანი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ.
  4. როცა ნარევი ოდნავ გაგრილდება, გაზქურის ზედაპირზე დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ღრუბელით გაამშრალეთ. ასეთი ხსნარით შეგიძლიათ უჟანგავი ფოლადის ქვაბებს ან თუჯის ტაფებს ჟანგი მოაშოროთ.

ნიშადური-ანისის წვეთები

თქვენ დაგჭირდებათ:

  • რეზინის ხელთათმანები
  • ბამბის დისკები
  • 25 მლ ნიშადური-ანისის წვეთები
  1. ბამბის დისკები ხსნარში დაასველეთ და ჭუჭყიანი ზედაპირი გადაწმინდეთ. ეს საშუალება გაზქურის სახელურებს შესანიშნავად გაწმენდს.
  2. ზედაპირი სველი ჩვრით გაწმინდეთ.

რედაქციის რჩევა

გაზქურის სადგამის გაწმენდა მარტივი საქმე არაა. ამისთვის უნდა იცოდეთ, თუ სადგამი რისგან არის დამზადებული. თუჯის სადგამი შეგიძლიათ ღია ცეცხლის საშუალებით გაწმინდოთ. სხვა შემთხვევაში სარეცხ საშუალებაში დალბობა გამოგადგებათ. ემალი სჯობს ცხელი წყლის და სოდიანი ხსნარის დახმარებით გარეცხოთ ან დიდი პაკეტი ნიშადური დაასხათ და მთელი ღამე გააჩეროთ. დილით წყალი გადაავლეთ. ამ მეთოდების გამოყენებით გაზქურის სადგამს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაწმენდთ.

ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოაშოროთ გაზქურას ჩამჯდარი ლაქები და ცხიმი. სამზარეულოში სისუფთავის შექმნა გაცილებით მარტივია და ჭუჭყიანი გაზქურის გაწმენდაზე დიდი დრო აღარ დაგეხარჯებათ.