Connect with us

ჯანმრთელობა

გსურთ ორგანიზმის გაწმენდა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება?! ეს გასაოცარი საშუალება გარანტირებულად დაგეხმარებათ!

ზეთი – უძველესი საშუალებაა პირის ღრუს ჰიგიენისა და დეტოქსიკაციისთვის რომელსაც აიურვედაშიც წააწყდებით. სუფთა ზეთები აგენტების მსგავსაც მოქმედებენ, რომლებსაც პირის ღრუდან, კბილებიდან, ღრძილებიდან, ენისა და ყელიდან მავნე ბაქტერიები გამოჰყავთ. ეს სტატია მარტივ მაგრამ ნამდვილად ეფექტურ მეთოდს გასწავლით რომელიც ზეთების დახმარებით ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ. ამისთვის მხოლოდ ნატურალური საშუალებები და მინიმალური ძალისხმევა დაგჭირდებათ!

როგორ ხდება ზეთით გაწმენდა?

გასაწმენდად ყველაზე ეფექტურად ცივი დაწურვით მიღებული სეზამის ზეთი ითვლება. პირის ღრუს გასაწმენდად სულ რაღაც 1 სუფრის კოვზი ზეთიც საკმარისია, ის პირის ღრუში უნდა გაიჩეროთ და ამავდროულად ენით პირის ღრუს მასაჟი უნდა გაიკეთოთ – 10-15 წუთის მანძილზე.

შეგიძლიათ სხვა ნატურალური ზეთებიც გამოიყენოთ, მაგალითად ქოქოსის, ზეითუნის ან მზესუმზირის, თუმცა უმჯობესი იქნება თუ ზეთებს დრო და დრო ერთმანეთს შეუნაცვლებთ ხოლმე. ასე უკეთეს სამკურნალო ეფექტს მიიღებთ!


რა ხდება პირის ღრუში როდესაც იქ ზეთი ხვდება? ზეთი ერევა ნერწყვს და მას თეთრ ნაზ სითხედ აქცევს. ზეთის ლიპიდები აქტიურად იწყებენ ნერწყვიდან ტოქსინების გამოყვანას. კბილებს, ღრძილებსა და ენას ევლებიან და აგრძელებენ მავნე ნივთიერებების შთანთქმას. ამასობაში ზეთი სქელდება. როდესაც ზეთი კონსისტენციას იცვლის – ე.ი. გაწმენდის პროცესი დასრულდა და შეგიძლიათ პირი ზეთისგან გამოინთავისუფლოთ (ზეთს არ ყლაპავთ).

ზეთით წმენდვის საიდუმლო

ზეთის ლიპიდები დამცავი ბარიერის მსგავსაც მუშაობენ რომელბიც ხელს უშლიან მავნე ნივთიერებების ენასა და ღრძილებთან მიკვრას. მცენარეული ცხიმი – ნატურალური ემულგატორია, ის განსაკუთრებულ გარემოს ქმნის პირის ღრუში. ასეთ გარემოში სოკოვანი დაავადებების განვიტარების შანსი ნულამდეა დაყვანილი, ის ასევე ხელს უწყობს ლიმფურ სისტემას და შედეგად შინაგანი ორგანოებიც უკეთ იწყებენ მუშაობას.

პირის ღრუს ზეთით გაწმენდის შემდეგ მალევე შენიშნავთ შედეგებს:

  • კბილებისა და ღრძილების გამაგრება
  • პირის ღრუში უსიამოვნო სუნის პროფილაქტიკა
  • არანაირი სისხლდენა ღრძილებიდან
  • გაქრება ტუჩების, პირის და ყელის სიმშრალე
  • გაძლიერდება ყბის სახსარი

ზეთი სასწაულებრივად მოქმედებს არა მარტო პირის ღრუზე. როგორც პრაქტიკა აჩვენებს ის მთელს ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. ლიმფურ სისტებმას დამატებითი დაცვა მიეწოდება ზეთებში შემავალი ნივთიერებების წყალობით!

  • ქრება თავის ტკივილი რომელსაც ხშირად ინტოქსიკაციაც იწვევს
  • ხდება ჰორმონების დაბალანსება
  • მცირდება და საერთოდ ქრება ანტებითი პროცესები
  • კუჭ-ნაწლავის სიტემა საათივით იწყებს მუშაობას
  • ბრონქიტის სიმპტომები იხსნება ლორწოს შერბილების ხარჯზე
  • თირკმელები იწყებენ უკეთ ფუნქციონირებას
  • ორგანიზმის სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ ქრება უძილობა
  • სუფთავდება ღვიძლი
  • მცირდება ტკივილები სხვადასხვა დაავადებების დროს
  • სხეული ძლიერდება სხვადასხვა ორგანული მჟავებით გამოკვების წყალობით

სეზამის ზეთი – უდიდესი ანტიოქსიდანტია. ის შეცავს დიდი რაოდენობით Е ვიტამინსა და პოლიუჯერ მჟავებს. მავნე ქოლესტერინი რომელიც ღვიძლშია იოლად ნადგურდება ასეთი ანტიოქსიდანტის წყალობით რასაც უდიდესი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.

სეზამის ზეთის ანტიოქსიდანტური თვისებები კარიესთან და სხვადასხვა სახის სტომატიტებთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ. 45 დღიანი გამოყენების შემდეგ მავნე ნივთიერებები სრულად განადგურდებიან.