Connect with us

ჯანმრთელობა

გამწმენდი კისელი ბრტყელი მუცლისთვის: ჭარბ წონას მოგაშორებთ და ნივთიერებათა ცვლას დაარეგულირებს

გამწმენდი კისელი ჯანმრთელი და ლამაზი სხეულის ფორმების მისაღებად თქვენი მოკავშირე გახდება. ის არა მხოლოდ ჭარბ წონას მოგაშორებთ, არამედ ნაწლავებს კარგად გაწმენდს და ნივთიერებათა ცვლას დაარეგულირებს.

გამწმენდი კისელი ვახშმიდან 2 საათის შემდეგ, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე დალიეთ და ამის შემდეგ არაფერი შეჭამოთ. 2-3 კვირაში შედეგს აუცილებლად იგრძნობთ. თუ კისელის მიღებას ბრტყელი მუცლის ვარჯიშს და ცხიმისმწველ კარდიოვარჯიშს დაუმატებთ, შედეგი უფრო თვალშისაცემი იქნება!

კისელის რეცეპტი ძალიან მარტივია. სასურველია, ყოველ ჯერზე ახალი კისელი მოამზადოთ და დალიოთ იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ.

გამწმენდი კისელის ინგრედიენტები:

  • 50 შვრიის ფანტელები
  • 100 გრ შავქლიავი
  • 150 გრ უმი ჭარხალი
  • 1,5 ლ მდუღარე წყალი

მომზადება:

1. პროდუქტები გაასუფთავეთ. ჭარხალს ქერქი მოაშორეთ, შავქლიავი გარეცხეთ.

2. ჭარხალი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

3. შავქლიავი საშუალო ზომაზე დაჭერით.

4. შვრიის ფანტელები, ჭარხალი და შავქლიავი ქვაბში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით.

5. დაახლოებით 15 წუთით, თავდახურულ ქვაბში სუსტ ცეცხლზე ხარშეთ.

6. მიღებული გამწმენდი კისელი საწურში ან მარლაში გადაწურეთ. გაგრილება აცადეთ და დალიეთ. რეკომენდებულია, რომ დარჩენილი ჩენჩო საუზმეზე მიირთვათ.

უფრო გამოხატული და სწრაფი შედეგის მისაღებად კვირაში ერთხელ გამწმენდი დღე მოიწყვეთ და დღის განმავლობაში მხოლოდ კისელი დალიეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.