Connect with us

საკითხავი

ბედი და დაბადების თარიღი: გაიგეთ როგორია თქვენი ბედისწერა

დაბადების თარიღს თითოეულ ჩვენთაგანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია…
ჩვენს ბედს არა მარტო ვარსკვლავები არამედ, დაბედების რიცხვიც ახდენს, მაშ ასე:

1. თქვენ ბუნებით ლიდერი და გამბედავი ხართ. თავის დამცირება ან სხვაზე დაქვემდებარება ნამდვილად არ შედის თქვენს წესებში. კარგი ორგანიზატორი ხართ და ადვილად შეგიძლიათ ხალხის აყოლიება. კარგი იქნება თუ საკუთარი ბიზნესს დაიწყებთ და არ იმუშაოთ როგორც დაქვემდებარებული ქვეშევრდომი. თქვენ არც თვითდაჯერებულობა გაკლიათ, ასე რომ გაბედულად დაიწყეთ ნებისმიერი საქმე და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

2. თქვენ შესანიშნავი გუნდური მოთამაშე ხართ, რომელსაც ყველაზე გაბედული მიზნების განხორციელებაც კი შეუძლია. როგორც წესი 2 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ნაზი და გულღია ადამიანები არიან, ისინი  ადვილად შედიან ადამიანებთან კონტაქტში და გუნდის ლიდერობისთვის უფრო შესაფერის კანდიდატი ძნელად მოიძებნება.  ორ რიცხვში დაბადებული ადამიანები პასუხისმგებლობით სავსე და მიზანდასახული ადამიანები ხართ.

3. თქვენ ძალიან პოპულარული და კონტაქტური ხართ, ადამიანებს  თქვენს მიმართ დადებითად განაწყობთ და მათ ნდობას იოლად იმსახურებთ. ეს ყველაფერი კი თქვენი მჭევრმეტყველებისა და თანდაყოლილი შარმის დამსახურებაა. თავშეყრის დროს თქვენ ყოველთვის ექცევით ყურადღების ცენტრში, ხართ ძალიან ნიჭიერი და კრეატიული, მოკლედ ნამდვილი – „ადამიანი მიგნება“ ხართ!

4. ამ რიცხვში დაბადებულბს ყველა სერიოზულ და რესპექტაბელურ ადამიანებად თვლის. ისინი ურთულეს სიტუაციაშიც კი ინარჩუნებენ საღ გონებას და სიმშვიდეს, მათ შესწევთ ძალა სხვებსაც დაეხმარონ და მუდმივად დაკავებულნი არიან სამსახურით, ეწევიან აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. როგორც წესი პრაქტიკულები და რაციონალურები არიან. ასე რომ ოცნება თქვენი ჰობი ნამდვილად არაა, თქვენ მოქმედების პიროვნება ხართ.

5. “სიმშვიდე”-ს თქვენ მხოლოდ სიზმარში თუ ნახავთ: ძალიან მოძრავი ადამიანი ხართ, გიყვართ ცვლილებები და მრავალფეროვნება. რასაც არ უნდა აკეთებდეთ -აკეთებთ იოლად, სწრაფად, ეფექტურად და 5+ -ზე. ამ დღეს დაბადებული ადამიანები ხელოვნების მოყვარულნი არიან, უყვართ რაღაც ახალის, განსაკუთრებულისა და განუმეორებელის შექმნა. მათ ყველაფერი არაბუნებრივი და ექსცენტრული აინტერესებთ.

6. არასოდეს ჩქარობთ, ფიქრობთ თითოეულ ნაბიჯზე და არ იმეორებთ წარსულის შეცდომებს.
6 რიცხვში დაბადებულები ოჯახის და მეგობრების მიმართ ძალიან ერთგულები არიან. მათთვის ყველაზე დიდი ბედნიერება საყვარელი ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაა. პასუხისმგებლობით სავსეები ყოველთვის ასრულებენ დანაპირებს!

7. ძალიან მშვიდი, მშვიდობიანი და არამომაბეზრებელი ადამიანი ხართ. ხშირად ფიქრობთ ცხოვრებაზე, ცდილობთ გაიგოთ მისი ღრმა აზრი. როგორც წესი, ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არც კი აქცევენ.
ცნობილი ხართ როგორც სერიოზული ადამიანი. სინამდვილეში ძალიან ცოტა თუ გიცნობთ, რადგან არასდროს ამჟღავნებთ თქვენს გრძნობებს. ძალიან სულიერი ადამიანი ხართ და არ ხართ დამოკიდებული მატერიალურ მხარეზე.

8. თუ რამე დაგეგმეთ, აუცილებლად განახორციელებთ მას. გაქვთ ორგანიზატორული ნიჭი, შეგიძლიათ სხვებს მოტივაცია მისცეთ და უხელმძღვანელოთ მათ.
ოჯახი და მეგობრები თქვენთან თავს დაცულად გრძნობენ, იციან, რომ ყოველთვის დაეხმარებით და მხარს დაუჭერთ მათ.

9. ძალიან მგრძნობიარე, გულუხვი და შემწყნარებელი ხართ. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ  შაბლონურად არ ფიქრობთ და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ. ამავე დროს, მისტიკის და სულიერი ნიშნების გწამთ. როგორც წესი, ხშირად მოგზაურობთ ხანგრძლივად, რაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ.

10. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ცვლილების არ ეშინია და ყოველგვარ სიტუაციაში იოლად ადაპტირდება. მსოფლიოში ცოტა ადამიანია, ვისაც ბედისგან მიღებული ლიმონის სურნელოვან და გემრიელ ლიმონათად ქცევა შეუძლია, თქვენ კი სწორედ ერთ-ერთი მათგანი ხართ! ნეგატივს წარმოუდგენელ სიკეთედ აქცევთ. სხვათა შორის, ხალხი გეთაყვანებათ – ასე რომ, თქვენ მათ მარტივად შეგიძლიათ ასწავლოთ მათ რაც შეგიძლიათ და წარუძღვეთ წინ.

11. თქვენ აუხსნელი, ჯადოსნური მიზიდულობა გაქვთ. განვითარებული გაქვთ ინტუიცია. თერთმეტ რიცხვში  დაბადებულები თხილივით ამტვრევენ ცხოვრებისეულ პრობლემებს, ეს ალბათ იმიტომ, რომ ისინი სურათს მთლიანობაში ხედავენ.მათი ერთადერთი პრობლემა სწორი პარტნიორის პოვნაა.

12. ძალიან მიმზიდველი ხართ, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც. სავარაუდოდ, ეს იმის გამო ხდება, რომ სილამაზე შიგნიდან მოდის. ძალიან წესიერი და პატიოსანი ხართ. ხალხი ამას გრძნობს – ისინი თქვენკენ მოილტვიან. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ცხოვრება, მაგრამ, სიფრთხილე უნდა დაიცვათ: გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი გულწრფელი და უბოროტო არაა, ამიტომ დარწმუნდით, რომ ინტრიგანი ადამიანები თქვენს პატიოსნებას ბოროტად არ იყენებენ.

13. ვინ არის ჭეშმარიტი მშრომელი?! თქვენ! ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში, ყველა გააკვირვეთ: როგორ შეიძლება ბავშვი იყოს ასეთი თავდაუზოგავი და შრომისმოყვარე?! ასეთი ბავშვები ყოველთვის იძლევიან კარგ მაგალითს. როდესაც ისინი იზრდებიან, შესანიშნავი ლიდერები ხდებიან. აქედან გამომდინარე, მომავალი პროფესიის არჩევის დროს ყურადღებით იყავით – თქვენ ბევრად მეტი შეგიძლიათ, ვიდრე სხვებს.

14. ყველაფერზე მეტად სიმართლესა და პატიოსნებას აფასებთ. მაშასადამე, ტყუილს, როგორი ლამაზი და უვნებლიც არ უნდა იყოს, ორგანულად ვერ ეგუებით. თქვენ ყოველთვის პირდაპირ და ღიად ამბობთ ყველაფერს, რასაც ფიქრობთ და არ გეშინიათ უმცირესობის მხარდაჭერის. თქვენ ინდივიდუალურობისა და ესთეტიკის განსაკუთრებული გრძნობა გაქვთ და ყველაფერი რასაც აკეთებთ განსაკუთრებულია.
ცოტა ფრთხილად იყავით მუდმივ ცვლილების წყურვილთან და ადგილის შეცვლის ტენდენციასთან, ამან შეიძლება დაგაზარალოთ.

15. თქვენ გიყვართ ხალხი და იცით მათთან ურთიერთობა. ამიტომ, ყოველთვის ახლოს გყავთ მეგობრები და ახლობლები, თუმცა საჭიროა დაიცვათ გარკვეული დისტანცია: მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენზე, შეგზღუდონ რაღაცაში და რადგან მათი წყენინება არ გსურთ, არ გაუწევთ წინააღმდეგობას.
პასუხისმგებლობის გრძნობა მშვენიერია, მაგრამ დროდადრო აკუთარი თავის გახსენება ნამდვილად არ გაწყენთ! საბოლოო ჯამში, თქვენ ყოველთვის მარტო ხართ, არ დაგავიწყდეთ ეს.

16. საინტერესო, ყოვლისმომცველი და ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ. ამ რიცხვში დაბადებულებს საოცარი ძალა კარგავთ აქვთ, რომლითაც მათ სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, მომენტებში, როდესაც თქვენ, საკუთარ თავზე კონტროლს კარგავთ- შეგიძლიათ ყველაფერი გააფუჭოთ. ამიტომ, იყავით უფრო მეტად ფრთხილი: აკეთეთ მედიტაცია ან დაკავდით იოგით.

17. თქვენ ძალიან ამბიციური, ამაყი და ენერგიული ხართ. თუ რაიმე გიყვართ ან რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტთ – აუცილებლად შეასრულებთ და მიიყვანთ ბოლომდე – ძალიან რთულ პროექტსაც კი! იმის გამო, რომ პერიოდულად განმარტოვება გჭირდებათ, ადამიანებმა შესაძლოა „უცნაურ ადამიანად“ ჩაგთვალონ. იმის გამო, რომ სხვებისთვის რაიმეს ახსნა არ მოგიწიოთ და ვინმეზე დამოკიდებული არ იყოთ, ყველაფრის მარტო კეთბას ამჯობინებთ.

18. თქვენ ძალიან სამართლიანი და უკიდურესად წესიერი ადამიანი ხართ. გაშინებთ ხმაური და ხალხმრავლობა, ამიტომ უპირატესობას მარტოობას ანიჭებთ. საყვარელი საქმიანობა ბუნებაში და სიმშვიდეში გასეირნებაა. სწორედ ამიტომ პირველივე შესაძლებლობისას ტოვებთ ქალაქს და გადიხართ ქალაქგარეთ.
გიყვართ უბრალო ცხოვრება, არ ეტრფით სიმდიდრეს და მიმზიდველ ილუზიებს, ძალიან ხშირად ვერ გიგებენ, რასაც ძალიან განიცდით. თუმცა ამ ყველაფერს შეიძლება გაექცეთ და საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ.

19. ძალიან მომთმენი და პრინციპული ხართ. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ – ასიათასჯერ დაფიქრდებით და მის დადებით და უარყოფით მხარეებს აწონით, გადაწყევილების მიღების შემდეგ კი მიზნის მისაღწევად დაუღალავად იშრომებთ, ვერავინ და ვერაფერი გადაგახვევინებთ აღებული გეზიდან.
როგორც წესი, ლოდინი შეგიძლიათ და ნაწილობრივ ამის დამსახურებაცაა ის, რომ სულსწრაფი ადამიანებზე გაცილებით ბევრს აღწევთ.

20. საზოგადოებაში თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში. თქვენ უყვარხართ და სიხარულით გიღებენ ყველგან. გაქვთ კარგი იუმორის გრძნობა და გადამდები სიცილი.
ამ რიცხვში დაბადებულებს ცხოვრება უხარიათ და მისი ყოველი წამიდან იღებენ სიამოვნებას. ხანდახან ეს თვისება ზიანის მომტანიც კია თქვენთვის, მაგალითად, მაშინ როცა რაღაც ზედმეტად გიტაცებთ და უყურადღებოდ გრჩებათ მთავარი მიზანი. ასე რომ, ხშირად დახედეთ „კომპასს“.

21. გაინტერესებთ აბსოლიტურად ყველაფერი. განსაკუთრებით ის რაც ჯერ არაა შესწავლილი და არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას. გიყვართ ახალი „გალაქტიკის“ გახსნა სხვა ადამიანებისთვის და ყველა საიდუმლოს ამოხსნა. მთელ ცხოვრებას ცოდნის შეძენასა და სიმართლის ძიებაში გაატარებთ. ურიგო არ იქნება თქვენი სფერო აღმოაჩინოთ და იმ სფეროში გააკეთოთ რაღაც არაცვეულებრივი. დაწეროთ წიგნი, სიმფონია, ააშენოთ რაიმე წარმოუდგენელი, მნიშვნელობა არ აქვს რა, მთავარია შეძლოთ თქვენი ნიჭის რეალიზება.

22. თქვენ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება და როგორც წესი გეშინიათ ცვლილებების. შეიძლება მიზეზი ისაა რომ ძალიან ხართ კონცენტრირებული მატერიალურ სამყაროზე და გავიწყდებათ,რომ სულიერი სამყაროც არსებობს. ეს ძალიან გიშლით ხელს განავითაროთ თქვენი ინტელექტუალური პოტენციალი. თუ თქვენ შეძლებთ და მოერევით საკუთარ თავს – გრანდიოზული ნაბიჯების გადადგმას და ისტორიის შეცვლასაც კი შეძლებთ.

23.თქვენ ხართ დაბადებული დიადი საქმეებისთვის ასეთია თქვენი ბედისწერა. მაგრამ ციდან არაფერი ცვივა: საჭიროა მოინდომოთ და იშრომოთ, რომ შეასრულოთ თქვენი მისია დედამიწაზე.
თქვენი პოტენციალი -უდიდესია. ნუ დახარჯავთ მას წვრილმანებზე, რომ მერე არ იყოს გვიან. იმუშავეთ საკუთარ თავზე და წარმატება გარანტირებული გაქვთ.

24. იმისთვის ხართ დაბადებული, რომ ადამიანებს სიხარული მიანიჭოთ. აქედან გამომდინარე თქვენთვის, გართობასთან დაკავშირებული, ნებისმიერი საქმიანობის სფერო იქნება წარმატებული.
მოგწონთ მსუბუქი და კომფორტული ცხოვრება თუმცა საბედნიეროდ, იმის გამო, რომ პერიოდულად ფინანსური პრობლემებ გექმნებათ – არ გეძლევათ ჰედონიზმში ჩაძირვის საშუალება. ისწავლეთ სიბრაზესთან გამკლავება და გამოთქვით ის რასაც გრძნობთ – ნუ ჩაიკლავთ გრძნობებს გულში.

25. თქვენი ცხოვრება 3 სიტყვით შეიძლება ავხსნათ – „ სამართლის მუდმივი ძიება“. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ. სულში მთელი სამყარო გაქვთ, რომელიც საერთოდ არ გავს თქვენს გარშემო არსებულ რეალურ სამყაროს. ამიტომ თქვენი მოწოდება ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიებია.

26. ძალიან ენერგიული ხართ, ყველაფერს იოლად ითავისებთ, ნებისმიერ პროექტს ძალიან სწრაფად უღებთ ალღოს და ცოტახანში იგებთ, რომ თქვენ ხელმძგვანელობთ მას, ასე რომ თქვენ კარიერული პრობლემები ნამდვილად არ გემუქრებათ! ოჯახი ქვენთვის ყველაფერია. არ იშურებთ არც დროს და არც ენერგიას იმისთვის, რომ თქვენი ახლობლები კარგად იყვნენ. დაეხმაროთ გარშემომყოფებს – აი ეს არის თქვენი ნამდვილი მოწოდება.

27. გიყვართ ხალხმრავლობა და მუდმივად გარშემორტყმული ხართ მეგობრებით, რომლებსაც ძალიან უყვარხართ. ამ რიცხვში დაბადებულებს ქარიზმატულობასა და მიმზიდველობაში ბადალი არ ჰყავთ. სწორედ ამიტომ ისეთი პროფესიები როგორიცაა მსახიობობა და მუსიკოსობა ნამდვილად თქვენია. რა თქმა უნდა ძალიან მგრძნობიარე ხართ, სხვაგვარად კარგი მსახიობი ან მომღერალი წარმოუდგენელია. ეცადეთ არ იფრინოთ ღრუბლებში რაგდან, დედამიწაზეც ძალიან ბევრი რამაა საინტერესო.

28. თქვენ თვით ცხოვრება ხართ. ყოველთვის ენერგიული ხართ და მხნედ გამოიყურებით. წუწუნი და დეპრესია თქვენთვის ნამდვილად არაა. ცდილობთ სულიერი და მატერიალური სამყარო გააერთიანოთ და ამიტომ ისეთი პროფესიები რომლებიც ჰუმანიტარულ მისიებს მოიცავს ნამდვილად თქვენია.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ კრეატიულობა გუნდური საქმიანობისას უკეთ ვლინდება და ყველა მისიას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ.

29. თქვენი ძლიერი შინაგანი ენერგია აბსოლუტურად ყველას იზიდავს. ადამიანები მომენტალურად ხედავენ თქვენში ლიდერს და მზად არიან ნებისმიერ რთულ გზაზე გამოგყვენ. ეს ნიჭი სასიკეთოდ გამოიყენეთ: გაუკეთეთ ორგანიზება, შექმენით, გამოიგონეთ, უბრალოდ ნუ დაგავიწყდებათ, რომ გუნდური მუშაობის გარეშე არაფერი გამოგივათ.

30. ბუნებით ნაზი და კეთილი ხართ და ამას ცინიზმის უკან მონდომებით მალავთ, თუმცა მთავარს ვერ დამალავთ – თქვენ გიყვართ ადამიანები და ისინი ამას გრძნობენ. როგორც წესი, იოლად იზიდავთ ადამიანებს და მათში უარყოფით თვისებებს არ ეძებთ, თუმცა დროდადრო საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და დასვენება გესაჭიროებათ. სხვების მხრიდან კრიტიკაზე მტკივნეულ რეაგირებას ნუ მოახდენთ, რადგან კრიტიკა ზოგჯერ კონსტრუქციულია.

31. ყოველთვის სავსე ხართ ახალი იდეებით, ბევრი მათგანი ძალიან საინტერესო და კარგია, მაგრამ, რატომღაც მათ რეალიზებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ. იდეის განსახორციელებლად თქვენთვის მეგობრები, კოლეგები და რჩევებია აუცილებელი…
თუმცა უთქვენოდ მათაც არაფერი გამოუვათ, რადგან რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ!