Connect with us

ჯანმრთელობა

ბავშვთა კვების ნიმუშების 95% ტოქსიკურ ლითონებს შეიცავს

ნამდვილად ისეთი უსაფრთხოა ბავშვთა კვება როგორც ვფიქრობდით? სამწუხაროდ, ასე არაა.

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და აშშ-ს პოპულარული მწარმოებლების პროდუქტები გაანალიზეს.

არაკომერციული ორგანიზაცია Healthy Babies Bright Futures ცდილობს, რომ ცხოვრების პირველ თვეებში ნეიროტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება შეამციროს. სწორედ ამიტომ, ამ საკითხით პირადად დაკავდნენ. აღმოჩენამ შოკში ჩააგდოთ.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვთა კვება მძიმე ტოქსიკურ ლითონებს შეიცავს, რასაც ბავშვის ტვინის განვითარების გაუარესება შეუძლია.

დეტალურად კვლევის შესახებ

168 შემოწმებული ბავშვთა კვების პროდუქტი 4 მძიმე ლითონს შეიცავდა. 95%-ს ტყვია, 73%-ს დარიშხანი, 75%-ს კადმიუმი და 32%-ს ვერცხლისწყალი ჰქონდათ.

ყოველ მეხუთე შემოწმებული კვების ნიმუშს ტყვიის მაჩვენებელი გადაჭარბებული ჰქონდა (10-ჯერ უფრო მეტად). ექსპერტები თანხმდებიან, რომ არც ერთი დონე უსაფრთხო არაა.

რომელი პროდუქტებია ყველაზე სახიფათო?

ანალიზმა აჩვენა, რომ მაღალი ნეიროტოქსიკური ზიანის მქონე პროდუქტებია – ბრინჯი, ტკბილი კარტოფილი და ხილის წვენი.

ხანგრძლივი ზემოქმედება

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აღმოჩენილ მავნე ნივთიერებებს ბავშვის კოგნიტური ფუნქციების გაუარესება და განვითარების შეფერხება შეუძლიათ. ნეგატიური ზემოქმედება საკვების ყოველი მიღებით გროვდება.

ბრინჯის პროდუქტები

ბრინჯზე დაფუძნებული ბავშვთა კვების პროდუქტები ყველაზე ტოქსიკური პროდუქტების სიაში პირველია. ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი ოთხივე მძიმე ლითონს, ასევე არაორგანულ დარიშხანს (ყველაზე მეტად ტოქსიკური ფორმა) შეიცავს.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დარიშხანის დაბალი დონეც კი ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებაზე გავლენას ახდენს. კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ შარდში დარიშხანის გაზრდილი დონე 50%-ით 5-დან 15 წლამდე ბავშვის IQ მაჩვენებლის 0,4 პუნქტით შემცირებასთან კავშირშია.

ბრინჯი წყალში იზრდება, ამიტომ დარიშხანს კარგად შთანთქავს. ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, თუ ბავშვს ყავისფერ და ველურ ბრინჯს აჭმევთ.

ორგანულ პროდუქტებსაც ვერავინ დაეყრდნობა. 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავისფერი ბრინჯის სიროფიც (ორგანულ პროდუქტებში ხშირი დამატკბობელი საშუალება) დარიშხანის მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს.

კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ სურსათის პროდუქტების და მედიკამენტების უვნებლობაზე პასუხისმგებელი პირები შესაბამის ზომებს მიიღებენ. რა თქმა უნდა, ჩვენს დროში დარიშხანის და სხვა ნივთიერებების დონე უფრო დაბალია, ვიდრე 10 წლის წინ, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ და შესაბამისმა ორგანოებმა სურსათის მწარმოებლებს მოთხოვნები წაუყენონ.

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს:

ბრინჯის ფანტელები

ბრინჯის ფანტელები, ჰაეროვანი ბრინჯი და სხვა ბრინჯის წასახემსებელი დარიშხანის მაღალ დონეს შეიცავს. მათზე უარი თქვით. შვრიის და მარცვლეულების ნაკრების ფანტელები ბრინჯის გარეშე შეიძინეთ.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ მარცვლელულის (შვრია, ქერი, ხორბალი და კინოა) მოხმარება გაზარდოთ. პატარებისთვის საუკეთესო პროდუქტებია – ავოკადო, ბოსტნეულის პიურე არაქისის კარაქით და ორაგული.

თითოეული ეს პროდუქტი ბავშვისთვის მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, განვითარებას ხელს უწყობს და საკვებით ალერგიას ამცირებენ.

ხორცი ბავშვებისთვის რკინის და თუთიის უფრო კარგი წყაროა, ვიდრე ბრინჯის ფანტელები. ამიტომ, ექიმები გირჩევენ, რომ ბავშვს რამდენიმე წელი მთავარ კერძად არ მიაწოდოთ.

თუ 1-დან 3 წლამდე ბავშვისთვის ბრინჯის მოხარშვა გადაწყვიტეთ:

„შეიძინეთ ბრინჯი ბასმათი, რომელიც კალიფორნიაში, ინდოეთსა და პაკისტანშია წარმოებული. თეთრი ბრინჯი უფრო ნაკლებ დარიშხანს შეიცავს, ვიდრე ყავისფერი ბრინჯი. ამ პროდუქტის მომზადების დროს ქვაბს ბევრი წყალი დაუმატეთ. შემდეგ მოხმარების წინ გადაასხით. ზოგიერთი ბრინჯს ღამით ალბობს. ასე დარიშხანის შემცირებას შეძლებთ.

პროდუქტები კბილების ამოჭრისთვის

ორცხობილები კბილების ამოჭრისთვის შეიძლება ტყვიას, დარიშხანს და კადმიუმს შეიცავდნენ. მათ ნაცვლად ტკივილის გასაყუჩებლად გამოიყენეთ:

  • გაყინული ბანანი
  • გასუფთავებული და გაგრილებული კიტრი
  • სუფთა სველი ჩვარი

სასმელები

შაქრის მაღალი შემცველობის მქონე წვენი უჯრედისს არ შეიცავს და შეიძლება კარიესს და მომავალში გასუქებას ხელი შეუწყოს. ვაშლის, მსხლის, ყურძნის და სხვა ხილის წვენი ასევე დარიშხანს და ტყვიას შეიცავს.

წყალი და რძე საუკეთესო არჩევანია. 6 თვემდე ჩვილს მხოლოდ დედის რძე და რძის ნარევი სჭირდება. ცხოვრების მეორე წლისთვის წყალი და რძე მთავარი სასმელი უნდა იყოს. 2-5 წლის პერიოდში წყალზე, უცხიმო რძეზე ან დაბალი ცხიმიანობის რძეზე გადადით.

ნებისმიერ ასაკში წვენის მიღება მინიმალური უნდა იყოს. ერთი რჩევა: დარწმუნდით, რომ სასმელი 100% წვენს შეიცავს, ასევე წყალში გააზავეთ.

ხილი და ბოსტნეული

ტკბილი კარტოფილი და სტაფილო A ვიტამინის და სხვა მკვებავი ნივთიერების შესანიშნავი წყაროა, მაგრამ ისინიც ბევრ ტყვიას და კადმიუმს შეიცავენ. ბავშვს ეს ბოსტნეულები მიაწოდეთ, მაგრამ მათი რაციონი სხვა ხილით და ბოსტნეულითაც გაამდიდრეთ.