Connect with us

საკითხავი

ასე უნდა დაიცვათ თავი ტკიპებისგან. ისინი კილომეტრის რადიუსზეც ვერ მოგეკარებიან

საზაფხულო დასვენების მოყვარულებმა იციან, რომ ბუნებაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ რჩევებსა და ეფექტური საშუალების რეცეპტს ტკიპებისგან თავის დასაცავად.

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან

1. პიკნიკისთვის შეარჩიეთ წიწვოვანი ტყეები(ასეთი გადაწყვეტილება სრულად გამორიცხავს ტკიპასთან შეხვედრის ალბათობას). ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში ყურადღება უნდა გაამახვილოთ მშრალ და მზით კარგად განათებულ მინდორზე. მოერიდეთ მაღალ ბუჩქებს, მცენარეებს, ჭაობებსა და მაღალ ბალახს.

2. ბუნებაში გასვლამდე უნდა იზრუნოთ შესაფერის ჩაცმულობაზეც: მოკლე შორტები და ტოპები შეინახეთ უფრო შესაფერისი შემთხვევებისთვის. უპირატესობა სპორტულ ტანსაცმელსა და მაღალ წინდებს მიანიჭეთ.

3. სტატისტიკის მიხედვით, ტკიპები ყველაზე ხშირად სხეულის ისეთ ნაწილებზე იკბინებიან, როგორებიცაა კისერი, მუცელი და საზარდული. უფრო დიდი დრო დაუთმეთ ამ მონაკვეთების დაფარვას.

4. სანამ დასასვენებლად წახვიდოდეთ, კარგად გაჟღინთეთ ტანსაცმელი სპეციალური რეპელენტით და დაიტანეთ ეს პრეპარატი კანის ღია ნაწილებშიც.

5. ასევე, იყიდება სპეციალური კოსტუმები “ენცეფალტიტკის” სახელწოდებით. იგი წარმოადგენს დამცავ ტანსაცმელს სქელი, ელასტიური მანჟეტებით სახელურებსა და შარვალზე.

6. შინ დაბრუნებისთანავე გაიხადეთ ტანსაცმელი და დაათვალიერეთ სხეული. ტანსაცმელი დაფერთხეთ აივნიდან და გარეცხეთ ცხელ წყალში.

7. სახლში ტკიპა დანახვისთანავე უნდა მოკლათ! მყარი ბაქნის გამო, ამ მავნე მწერის გაუვნებელყოფა ძალიან რთულია, ამიტომ არ მოტყუვდეთ.

თუ ქიმიური რეპელენტების მომხრე არ ხართ, მოამზადეთ საშუალება თქვენივე ხელით.

ინგრედიენტები

  • 2 ჩ.კ. ნემსიწვერას ეთერზეთი
  • 2 ჩ.კ. სამედიცინო სპირტი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება

1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი პატარა, შხეფიან ფლაკონში.

2. კარგად შეანჯღრიეთ და შეიშხეფეთ ეს საშუალება კანის ღია მონაკვეთებზე ყოველ ერთ საათში.

თუ არ გაგიმართლათ და ტკიპამ მოასწრო კანში თავისი მარწუხების ჩავლება, იხილეთ ეს ვიდეო იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა მოიცილოთ ეს საშინელი არსება სხეულიდან

 

კარგ დასვენებას გისურვებთ!