Connect with us

სხვა

TikTok – პედოფილების მაგნიტია, ამტკიცებს უსაფრთხოების ექსპერტი

პოპულარული სოციალური ქსელი TikTok-ი ნამდვილ პედოფილების მაგნიტს წარმოადგენს, ამბობს ავსტრალიელი კიბერუსაფრთხოების საკითხების ექსპერტი სიუზან მაკლეინი. ეს აპლიკაცია პროფილის გაკეთების საშუალებას 13 წლის ასაკიადან იძლევა. მომხმარებელთან დაკავშირება ნებისმიერს შეუძლია. თუნდაც თავისი გვერდი პრივატულად აქციოს, მომხმარებლისთვის მის ფოტოსა და ვიდეო მასალაზე წვდომის მოთხოვნის გაგზავნას ნებისმიერი შეძლებს, მათ შორის ზრდასრული ადამიანიც, რომელიც თავს ბავშვად ასაღებს.

“TikTok – სულაც არ არის უსაფრთხო აპლიკაცია, ის ბევრ კითხვებს აჩენს, მათ შორის ბულინგისა და სექსუალური შევიწროვების კუთხითაც – ამბობს მაკლეინი, რომელიც 27 წელია ვიქტორიის შტატის კიბერუსაფრთხოების განყოფილებაში მუშაობს. – ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც მიმოწერის საშუალებას იძლევა, შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიმინალების მიერ.

ყველაზე სევდიანი ისაა, რომ TikTok საეჭვო ანგარიშის წაშლაზე უარს ამბობს. მათ ისეთი მკაცრი მოთხოვნები არ აქვთ როგორც უფრო ცნობილ აპლიკაციებს, რომლებიც რეგულარულად შლიან პოტენციურად საშშ ანგარიშებს. პედოფილებს სიამოვნებთ მოცეკვავე და მომღერალი ბავშვების ყურება. ისინი ამ ვიდეოებს ერთმანეთსაც უგზავნიან” – ამბობს მაკლეინი.

ბრიტანეთში ჩატრებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებთან რეგულარულად მოდის შეტყობინებები პედოფილებსგან. ზოგიერთი ბავშვი კი სულ რაღაც 8 წლის არის.

ამ დროს, აშშ-ში სოციალური ქსელი ბავშვთა მონაცემების შეკრებისა და გაყიდვისთვის იქნა დაჯარიმებული.

TikTok – ჩინური კომპანიაა, რომლის აპლიკაციითაც  500 მილიონ ადამიანზე მეტი სარგებლობს და ის 110 მილიარდ დოლარდ გახლავთ შეფასებული.

აპლიკაცია განსაკუთრებული პოპულარობით ბავშვებში სარგებლობს. 2018 წელს TikTok პოპულარობით მეოთხე ადგილზე იდგა და ინსტაგრამისა და სნეპჩატის ჩამოტოვებაც კი შეძლო.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.