Connect with us

ჯანმრთელობა

“LED-ნათურები თვალის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.” – საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი

საფრანგეთის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, შუქდიოდური ნათურები იწვევს თვალის შეუქცევად დაზიანებას. უწყებამ 400-გვერდიანი მოხსენება მოამზადა ასეთი ნათურების მავნებლობის შესახებ.

სააგენტო იწვევს შესაბამის პირებს, გადახედონ იმ შუქდიოდური ნათურის წარმოებას, რომლებიც უფრო მეტ ცისფერ შუქს ასხივებს, ვიდრე განათების სხვა ტიპები.

ახლა ასეთი ნათურები ბაზარზე არსებული ნათურების 50%-ს შეადგენს, 2020 წლის ბოლოსთვის კი 60%-ს მიაღწევს.

კვლევებით დადგინდა, რომ ცისფერი შუქის ზემოქმედებას შეუძლია ადამიანის თვალის ფიტორეცეპტორების დაზიანება, საბოლოო ჯამში კი – მხედველობის დაკარგვა.

ორგანიზმზე, ასევე, ცუდად მოქმედებს ცისფერი შუქი, რომელსაც ელექტრო მოწყობილობები ასხივებს, განსაკუთრებით კი სიბნელეში.

შუქის ეს ორი სახეობა არღვევს მეტაბოლიზმის გამომუშავებას, რაც აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას(დიაბეტი, გულის დაავადებები და კიბოც კი). ყველაზე მეტად, რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან მოხუცები და ბავშვები.

რამდენიმე რჩევა თვალების დასაცავად

  • ფრთხილად შეარჩიეთ განათება: სახლისთვის შეიძინეთ ე.წ. “თბილი თეთრი” ნათურები;
  • შეზღუდეთ ცისფერი შუქის ზემოქმედება;
  • შეამცირეთ მოწყობილობების ეკრანის განათება;
  • ფრთხილად იყავით მზისგან დამცავი სათვალეების შერჩევისას: შეარჩიეთ მხოლოდ ხარისხიანი სათვალე;
  • მიირთვით მეტი ფერადი ბოსტნეული – ეს მხედველობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.