Connect with us

ტესტები

IQ-ს ყველაზე მარტივი, სამკითხვიანი ტესტი: ჰარვარდის სტუდენტებსაც კი გაუციათ არასწორი პასუხები

სულის სიღრმეში, საკუთარი თავი ყველას ჭკვიანად მიგვაჩნია. შეიძლება, ამიტომაც ვუყურებთ ასეთი სიამოვნებით ინტელექტუალურ შოუებს და გვიხარია, როცა მეტ ცოდნასა და წარმოსახვის უნარს ვამჟღავნებთ, ვიდრე შოუს მონაწილეები.

რა თქმა უნდა, არსებობს საკუთარი გონების შეფასების სხვა საშუალებებიც. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მათ შორის – ინტელექტის კოეფიციენტის განსაზღვრის ტესტია. თუმცა, უმეტესად, ამაზე ბევრ დროს ვხარჯავთ, ათობით და ასობით კითხვას ვპასუხობთ, რის გამოც ამ ტესტის ჩატარებაზე ბევრი უარს ამბობს.

ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ IQ-ტესტს, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტმა შეიმუშავა. იგი სულ 3 მარტივ შეკითხვას მოიცავს, რომლებზეც იშვიათად თუ პასუხობენ სწორად.

ინტელექტის ტესტი პასუხებით

აღნიშნულ ტესტს ახალს ვერ ვუწოდებთ, რადგან მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა, შეინ ფრედერიკმა იგი 15 წლის წინ შეიმუშავა. ამ დროის განმავლობაში, ტესტი 3 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა და მათემატიკოსებიც არაერთხელ დაარწმუნა თავის ეფექტურობაში.

იელსისა და ჰარვარდის უნივესიტეტების სტუდენტებიც კი შეცდნენ. გამოკითხულთაგან მხოლოდ 17%-მა შეძლო ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა. ვნახოთ, რამდენად გაუმკლავდები შენ.

კითხვები

  1. ბეისბოლის ბურთი და ჯოხი, ერთად, 1 დოლარი და 10 ცენტი ღირს, ამასთან, ჯოხი ბურთზე ზუსტად 1 დოლარით ძვირია. რა ღირს ბურთი?
  2. თუ 5 მანქანას, 5 წუთის განმავლობაში, 5 დეტალის დამზადება შეუძლია, მაშინ რა დრო დასჭირდება 100 მანქანას 100 ნაკეთობის დასამზადებლად?
  3. ტბა სწრაფად იფარება შროშნებით: ყოველდღე, შროშნის რაოდენობა ორმაგდება. დათვლილია, რომ 36 დღეში შროშანი მთლიანად დაფარავს ტბას. რამდენი დღე დასჭირდება შროშანს იმისათვის, რომ ტბის ნახევარი დაფაროს?

და, მიუხედავად იმისა, რომ დავალებები მარტივი ჩანს, ისეთივე მარტივი პასუხებიც აქვს, თუმცა, ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ პირველ რიგში არასწორ პასუხს გასცემს. შეძლებთ თუ არა ყველა დავალებასთან სწორად გამკლავებას? ნებისმიერ შემთხვევაში, ქვემოთ გთავაზობთ სწორ პასუხებს, თავისი ახსნებით.

პასუხები

1. ყველაზე ხშირად პასუხობენ, რომ ბურთი 10 ცენტი ღირს. თუმცა, ეს არასწორი პასუხია, რადგან გამოვა, რომ ჯოხი 1 დოლარით კი არა, 90 ცენტით იქნება ძვირი.

ბეისბოლის ჯოხი 1.05, ხოლო ბურთი – 0.05 დოლარი ღირს.

2. პასუხობენ, რომ საჭიროა 100 წუთი. თუმცა, არც ესაა მართალი. თუ 5 მანქანას 5 დეტალის შესაქმნელად 5 წუთი სჭირდება, ესე იგი, ერთი ნაკეთობის დასამზადებლად 5 წუთი სჭირდება. ამიტომაც, 100 მანქანას 100 დეტალის დასამზადებლად ისევ 5 წუთი დასჭირდება.

3. ხშირად, 18 დღეს პასუხობენ. თუმცა, ესეც ეშმაკური ილუზიაა. შროშრნის რაოდენობა ხომ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ორი ნიშნულით, ამიტომაც, თუ 36-ე დღეს ტბა 100%-ით დაიფარება, წინა დღით 50% იქნება დაფარული. ამ კითხვის პასუხი 35 დღეა.

აბა, როგორ გაიარეთ ეს ტესტი?