Connect with us

ჯანმრთელობა

D ვიტამინის დეფიციტის 4 ძირითადი ნიშანი

თქვენს სხეულს უნდა მოუსმინოთ, რომელიც სიგნალიზაციის წარმოუდგენელ უნარს ფლობს, როცა რაღაც აკლია. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას D ვიტამინის, ე.წ „მზის ვიტამინის“ მიღების სირთულე წარმოადგენს, რადგან მას ძირითადად მზისგან ვიღებთ.

საკმაოდ ხშირად შემოდგომა-ზამთრის პერიოდის დადგომისთანავე ორგანიზმს ამ აუცილებელი ვიტამინის დეფიციტი აწუხებს. აი, რამდენიმე მთავარი ნიშანი, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ რომ დეფიციტი დროულად განსაზღვროთ.

1. ტკივილის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა

თითოეულ ადამიანს ტკივილის შეგრძნების თავისი დონე აქვს, მაგრამ D ვიტამინის დეფიციტის დროს მცირე ჩალურჯებაც კი ნამდვილი პრობლემა ხდება. ძვლების ტკივილი შეიძლება ვიტამინის დეფიციტის ნიშანი იყოს. ის ორგანიზმში ფოსფორის დონის შენარჩუნებას ხელს უწყობს და კალციუმის ათვისებაზეა პასუხისმგებელი, რომელიც ძვლოვანი ქსოვილისთვის მნიშვნელოვანია.

2. ქრონიკული დაღლილობა

დაღლილობა შეიძლება ვიტამინების სრული კომპლექსის ნაკლებობასთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ ექიმთან კონსულტანცია ზედმეტი არ იქნება. თუმცა, სავარაუდოდ, წლის ცივ პერიოდში ამას D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს. მისი დეფიციტის დროს სისუსტე და დაღლილობა ვლინდება მიუხედავად იმისა, კარგად გძინავთ თუ არა. საქმე იმაშია, რომ D ვიტამინი კუნთების განვითარებას ხელს უწყობს, რის წყალობით კარგი ტონუსი გვაქვს. ვიტამინის დეფიციტის დროს ყველაზე ელემენტარული მოძრაობაც კი სისუსტეს იწვევს.

3. მაღალი წნევა

D ვიტამინი გულის მუშაობაზე უშუალო გავლენას ახდენს, ამიტომ მისმა დეფიციტმა შეიძლება ჰიპერტონია გამოიწვიოს.

4. მდგრადი ალერგიული რეაქცია

როგორც სამედიცინო კვლევები აჩვენებს, როცა D ვიტამინის დონე დაბალია, ორგანიზმი ალერგიული რეაქციების მიმართ უფრო მგრძნობიარეა. თუ შეამჩნიეთ, რომ ალერგიული ხასიათის პრობლემები ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაქვთ, ეს შეიძლება მზის ვიტამინის დეფიციტით იყოს გამოწვეული.