ჯანმრთელობა
D ვიტამინის დეფიციტის 7 სახიფათო ნიშანი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება
ადამიანებს შორის ვიტამინების დეფიციტი ძალიან გავრცელებული მოვლენა გახდა. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მოზარდებისთვის. D ვიტამინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც ძვლებს ზრდასა და გაძლიერებაში ეხმარება.
საკმარისი რაოდენობის D ვიტამინის გარეშე ძვლები თხელი და მტვრევადი გახდება. რთულ შემთხვევაში D ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში რაქიტს და ზრდასრულებში ოსტეომალიაციას იწვევს.
აი, რამდენიმე ნიშანი, რომლებიც D ვიტამინის ნაკლებობას მიუთითებს.
1. დეპრესიის გრძნობა
კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში D ვიტამინის დაბალი დონე ტვინში სასარგებლო ქიმიური ნივთიერებების მიწოდებაზე გავლენას ახდენს, რომლის დეფიციტიც პრეტენზიულს და გაღიზიანებულს გვხდის.
2. ქრონიკული ტკივილი
ესაა რეგულარული ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე და სახსრების ტკივილი. D ვიტამინის დაბალი დონის დროს ადამიანი ტკივილს განიცდის.
3. მუდმივი დაღლილობა
ცნობილია, რომ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ენერგიის დონეს და კუნთოვან ფუნქციებს ზრდის. მის გარეშე თავს უფრო დაღლილად იგრძნობთ.
4. ოფლიანი თავი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი, რომელიც D ვიტამინის დეფიციტზე მიგანიშნებთ.
5. დღისით ძილიანობა
ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანებს დღისით ძილის სურვილი და ძილის სხვა დარღვევები აწუხებთ.
6. სურდოს და რესპირატორული ინფექციების ხშირი შეტევები
D ვიტამინი ანთების შემცირებასა და იმუნურ სისტემაში უჯრედების ფუნქციის დარეგულირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
7. ღრძილების დაავადება
სისხლდენა, სიწითლე და ღრძილების შეშუპება შეიძლება D ვიტამინის დაბალ დონეზე მიგითითებდეთ.
ეს ვიტამინი ჩვეულებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების კანზე მოხვედრის დროს იწარმოება. ზოგჯერ ზოგიერთი საკვებიც შეიცავს.
აი, პროდუქტები, რომლებიც D ვიტამინს ყველაზე უფრო მეტად შეიცავენ (მე 100 გრამზე):
- ცხიმიანი თევზი (ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია) – 200-400
- ვირთევზას ღვიძლი – 50-მდე
- კარაქი 80%-იანი ცხიმით – 35-მდე
- კვერცხის გული – 25-60
- ძროხის ხორცი – 13
- სიმინდის ზეთი – 9
- რძე 3,5%-იანი ცხიმით – 0,3-4
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.