Connect with us

ჯანმრთელობა

C ვიტამინის ძლიერი წყარო ძლიერი იმუნიტეტის, მაგარი ძვლებისა და იდეალური კანის მისაღებად

ადამიანს მკვებავი ნივთიერებები სჭირდება იმისთვის, რომ სხეულმა თავისი ფუნქციების სათანადოდ შესრულება შეძლოს.

C ვიტამინი წყალში ხსნად ვიტამინს წარმოადგენს, რომელიც ადამიანს ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდება. წყალში ხსნადი ნიშნავს, რომ წყალში იხსნება და ორგანიზმს შარდის დახმარებით ტოვებს. ამ ვიტამინის რეგულარული მიღება ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ადამიანის ორგანიზმი C ვიტამინს არ აწარმოებს და არ ინახავს. სწორედ ამიტომ, რაციონში C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები აუცილებლად უნდა ჩართოთ.

C ვიტამინი აუცილებელია ქსოვილების, სახსრების, მყესების და სისხლძარღვების ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე ძვლების აღსადგენად და გამძლეობის შესანარჩუნებლად.

თქვენი კანი თანაბარი და გლუვი გახდება, თუ C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს ხშირად მოიხმართ.

მარწყვი

ეს წითელი კენკრა ძალიან ბევრ C ვიტამინს, ასევე ბევრ უჯრედისს და ანტიოქსიდანტს შეიცავს. შედეგად სტრესი მცირდება და გულს არა სასურველი ქოლესტერინისგან დაიცავთ. მხოლოდ ერთი პორცია ორგანიზმს C ვიტამინის დღიური დოზით აავსებს.

წიწაკა

ის ბევრ C ვიტამინს შეიცავს. ასევე გულის დამცავი თვისებები გააჩნია. დამტკიცებულია, რომ რეგულარული მოხმარებით კატარაქტს, სისხლის შედედებას და გულის შეტევის რისკს აფერხებს.

ბროკოლი

ნედლი ბოსტნეული დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ასევე მკვებავი უპირატესობა გააჩნია და ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის ფართოდ გამოიყენება.

პომიდორი

დაფიქრებულხართ, რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ პომიდვრით მდიდარმა სალათმა? პომიდორი ბევრ C ვიტამინს შეიცავს. მხოლოდ 100 გრ პომიდორი 100 მგ C ვიტამინს შეიცავს, რაც დღიური ნორმის 170%-ს წარმოადგენს.

ყვავილოვანი კომბოსტო

მხოლოდ ერთი თავი ყვავილოვანი კომბოსტო დაახლოებით 46 მგ C ვიტამინს, ამასთან უჯრედისს, ფოლატს და K ვიტამინის დიდ რაოდენობას შეიცავს.

ციტრუსი

ციტრუსის ყველა სახეობა C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს. 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი 93 მგ C ვიტამინს შეიცავს.

4 რეცეპტი, რომლებიც C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავენ:

№ 1 რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • ფორთოხალი, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ½ გრეიფრუტი ან 2 მანდარინი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ თაფლი
  • ბანანი

წყალი დაუმატეთ და დააბლენდერეთ

№ 2 რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • ფორთოხალი, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ½ გრეიფრუტი ან 2 მანდარინი
  • პიტნის ფოთლები გემოვნებით
  • 2 ს/კ სეზამი ან ნუში
  • ბანანი

წყალი დაუმატეთ და დააბლენდერეთ.

№ 3 რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • ახალი, ტკბილი წიწაკა
  • რამდენიმე ღერო ბროკოლი
  • ცოტა ისპანახი, ასევე ნებისმიერი მწვანილი თქვენი გემოვნებით
  • მწიკვი ჰიმალაის მარილი

წყალი დააუმატეთ და დააბლენდერეთ.

№ 4 რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა მარწყვი (ახალი ან გაყინული)
  • ბანანი
  • 1 ს/კ თაფლი
  • რამდენიმე პიტნის ფოთოლი

წყალი დაუმატეთ და დააბლენდერეთ.

შედეგად თქვენი იმუნიტეტი გაძლიერდება და შეძლებთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების ახალ სამყაროში შეხვიდეთ.