Connect with us

ჯანმრთელობა

B7 ვიტამინის 7 ნატურალური წყარო თქვენი თმის, კანისა და ფრჩხილებისთვის

ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. საბედნიეროდ, მათი მიღება კვების პროდუქტებიდან შეგვიძლია. რაში გვჭირდება ბიოტინი, B7 ვიტამინი?

B7 ვიტამინი B ჯგუფის ვიტამინების ნაკრებში შედის. ის სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებების სინთეზით არის ცნობილი, რომელიც ორგანიზმს ენერგიით ავსებს.

B7 ვიტამინი მნიშვნელოვანია:

  • ზრდისთვის, კუნთოვანი ქსოვილის აღსადგენად და მხარდასაჭერად;
  • კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის;
  • ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ცვლისთვის;
  • გულის ჯანმრთელობისთვის, სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად;
  • ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად.

ამ ვიტამინის დეფიციტი ისეთ პრობლემებს და სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა:

  • დაღლილობა და სისუსტე
  • კუნთების ტკივილი
  • დეპრესია
  • ანემია
  • თავის კანის სიმშრალე და ქერტლი
  • თმის ცვენა
  • დერმატიტი
  • მადის დაქვეითება

„ყველაზე უფრო სერიოზულ პრობლემად ითვლება ბავშვის ზრდის შეფერხება და ნევროლოგიური აშლილობა.“

არ ინერვიულოთ. B7 ვიტამინის დეფიციტის თავიდან აცილების მეთოდები არსებობს. თქვენ რაციონი შემდეგი პროდუქტებით უნდა გაამდიდროთ:

1. კაკალი

არაქისი ამ ვიტამინით მდიდარია. თუ ყოველდღე ¼ ჭიქა მიწისთხილს შეჭამთ, თქვენ B7 ვიტამინის დღიური ნორმის 88%-ს მიიღებთ. ამავე რაოდენობის ნუშის და ნიგვზის მიღება შესაბამისად დღიური დოზის 49% და 19% მოგცემთ.

2. ტკბილი კარტოფილი

1 თეფში ტკბილი კარტოფილი ამ ვიტამინის დღიური დოზის 29 %-ს შეიცავს. ტკბილი კარტოფილი უჯრედისის და A ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც თვალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სხვა მკვებავი ნივთიერებები, რომელსაც ტკბილი კარტოფილი შეიცავს: მანგანუმი, სპილენძი, კალიუმი, პანტოტენური მჟავა და C ვიტამინი.

3. კვერცხი

ერთი მოხარშული კვერცხი თქვენ ორგანიზმს B7 ვიტამინის დღიური დოზის 27%-ით აავსებს. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ კვერცხი მდიდარია ცილებით, რომელიც კუნთოვანი მასის გასაზრდელად აუცილებელია. კვერცხში შემავალი სხვა მკვებავი ნივთიერებები: სელენიუმი, მოლიბდენი, იოდი, ფოსფორი და A, B2, B12 და D ვიტამინები.

4. ხახვი

1 ჭიქა ხახვი B7 ვიტამინის დღიური დოზის 27%-ს შეიცავს. ანტიოქსიდანტები, ბიოტინი, მანგანუმი, სპილენძი და C ვიტამინი – სხვა მიზეზები, რომლის გამოც ხახვი დღიურ რაციონში უნდა ჩართოთ. შეგიძლიათ უმი ან სხვა კერძებთან ერთად მომზადებული მიიღოთ.

5. შვრია

¼ ჭიქა შვრიის მარცვლები B7 ვიტამინის დღიური ნორმის 26%-ს შეიცავს. შვრია ასევე მდიდარია უჯრედისით, რომელიც ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას აფერხებს.

6. პომიდორი

1 ჭიქა პომიდორი ამ ვიტამინის დღიური დოზის 24%-ს შეიცავს. გარდა ამისა, პომიდორი შეიცავს მოლიბდენს, კალიუმს, სპილენძს, მანგანუმს, C ვიტამინს და ლიკოპინს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან.

7. სტაფილო

1 ჭიქა დაჭრილი სტაფილო B7 ვიტამინის დღიური დოზის 20%-ს შეიცავს. სტაფილო ასევე A ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც თვალს აძლიერებს. თუ ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნეთ, აი სტაფილოს რამდენიმე სასარგებლო კომპონენტი: C და K ვიტამინები, მოლიბდენი, მანგანუმი, პანტოტენურის მჟავა და უჯრედისი.

Advertisement
ჯანმრთელობა17 hours ago

შესანიშნავი “6 ბალახის ჩაი” მათთვის ვისაც გახდომა სურს

სხვა19 hours ago

დედამ სამი იდენტური ტყუპი გააჩინა: ამის შანსი 200 მილიონიდან ერთია

ჯანმრთელობა19 hours ago

“ოქროს რძე” – სასმელი რომელიც ყველა 40 წელს გადაცილებული ქალისთვის აუცილებელი სასმელია

ჯანმრთელობა19 hours ago

4 საშუალება საჭმლის მომნელებელი სისტემის გასააქტიურებლად, შებერილობის და შეშუპების მოსაშორებლად

ჯანმრთელობა19 hours ago

სუსტი გულის ადამიანებმა სჯობს პომიდორი არ შეჭამონ. აი, რატომ

მოდა და სტილი2 days ago

2019 წლის მოდური საშემოდგომო პალტოს ვარიანტები

სხვა2 days ago

ახალი iPhone 11 ტრიპოფობიის მქონე ხალხში შიშს იწვევს!

ჰოროსკოპი2 days ago

თუ ასტროლოგიას დავუჯერებთ, ეს ფერები ბედნიერებას მოგიტანთ

სხვა2 days ago

35 ნიმუში, როცა დიზაინერებმა ჩვეულებრივი ნივთები ნამდვილ შედევრად აქციეს

ჯანმრთელობა2 days ago

„ქლოროფილიპტის“ ხსნარი ყველაფერს კურნავს: ანგინით დაწყებული ფეხის სოკოთი დამთავრებული

საკითხავი1 week ago

ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს კუთხე მოაჭერით. ამ ხრიკის შესახებ თითქმის არავინ იცის

საკითხავი4 weeks ago

ასპირინის საიდუმლოებები: 6 ხრიკი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა4 weeks ago

მარილმა ახალგაზრდობა დამიბრუნა! დამავიწყა ნაოჭებისა და ძვირადღირებული კოსმეტიკის შესახებ

ჯანმრთელობა2 weeks ago

უკვე 30 წელია, ქუსლის დეზი აღარ მაწუხებს – იგი 14 დღეში განვიკურნე

ჯანმრთელობა4 weeks ago

ბებიას მალამო: 82 წლის განმავლობაში, მას სახსრების ტკივილი არ გამოუცდია

სახლი და დიზაინი5 days ago

როგორ გავწმინდოთ ქურის სახელურები 2 წუთში

თავის მოვლა4 weeks ago

დაიტანეთ ეს კრემი საჭირო ადგილას და არასასურველი თმები უკვალოდ გაქრება

ჯანმრთელობა2 weeks ago

თუთიის მალამო ნამდვილი მხსნელი. იაფი საშუალება, რომელიც ყოველთვის გვშველის

საკითხავი4 weeks ago

თქვენ იცოდით? დიასახლისის საპნის გამოყენების 17 წარმოუდგენელი მეთოდი

ჯანმრთელობა5 days ago

რატომ მიდევს აფთიაქში დაფნის ფოთოლი? ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ

ტრენდული