ჯანმრთელობა
თეთრი აკაციის ჩაი – კურნავს ყველა ქალურ დაავადებას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს
ხალხური მედიცინა თვლის, რომ აკაციის ყვავილები სასარგებლოა ქალის ორგანიზმისთვის. ამ მცენარეს იყენებენ სხვადასხვა ქალური დაავადების(უნაყოფობა, კანდიდოზური სტომატიტი, საშვილოსნოს მიომა, საკვერცხეების ანთება და ა.შ.) სამკურნალოდ. ეს არომატული ყვავილები შეიცავს გლიკოზიდებსა და ფლავანოიდებს, რომლებიც განაპიტობებს მის სამკურნალო გავლენას ქალის ორგანიზმზე.
აკაციის ყვავილები
აკაცია უნაყოფობის წინააღმდეგ
ლეგენდის თანახმად, ძველი ეგვიპტის ქალღმერთმა, ისიდამ, თავისი შვილი, ღმერთი გორი აკაციის წყალობით გააჩინა(ჩასახვა მაშინ მოხდა, როცა ასირისი უკვე მკვდარი იყო). ალბათ, ძველმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ აკაციას შეეძლო ქალის უნაყოფობის მკურნალობა. ბიოენერგოთერაპევტები აცხადებენ, რომ პარტნიორებისთვის ძალიან სასარგებლოა დროის გატარება თეთრი სურნელოვანი აკაციის ბუჩქის ჩრდილში, რამდენადაც იგი უნაყოფობისგან არამხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც ათავისუფლებს. ქალებში უნაყოფობის სამკურნალო ნაყენი: 10 გ უმ ყვავილებს დაასხით 10 გ სპირტი და დააყენეთ 10 დღით. 20 წვეთი ნაყენი გააზავეთ ერთი ჭიქა წყალში და დალიეთ დღეში სამჯერ.
ანთების მკურნალობა აკაციის ყვავილებით
ქალური ანთების სამკურნალოდ შემდეგ ნაყენს იყენებენ: 200 გ აკაციის ყვავილებს ასხამენ 0.5 ლ არაყს, აჩერებენ 2 კვირით და იღებენ 1 ს.კ. ოდენობით, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე(ეს დოზა განკუთვნილია ზრდასრული ქალბატონებისთვის, გოგონებისა და მოხუცებისთვის კი 1 ჩ.კ. საკმარისია).
აკაცია საშვილოსნოს მიომის წინააღმდეგ
მიომის სამკურნალოდ იყენებენ აკაციისა და კალენდულას ნაყენს: აიღეთ 3 ცალი 0.5-ლიტრიანი ქილა, თითოეულში ჩაყარეთ 2 ს.კ. თეთრი აკაციის ყვავილები, დაასხით 300 მლ სპირტი და 100 მლ გაციებული ადუღებული წყალი. დაახურეთ და დააყენეთ ბნელ ადგილას 10 დღით. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, დააყოლეთ წყალი. მკურნალობა იქამდე უნდა გააგრძელოთ, სანამ სამივე ქილა არ გაიცლება. ამის შემდეგ კი 10 დღით ისვენებენ და 30 დღის განმავლობაში იღებენ კალენდულას ნაყენს: 1 ს.კ. კალენდულას ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ მთელი ღამით. საუზმემზე და სადილამდე მიიღეთ 1/2 ჭიქა ნაყენი.
აკაციას გარეგანადაც იყენებენ: მისი ნაყენით უნდა დაიმუშავოთ კანი ჭრილობების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ოსტეოქონდროზის, ჩალურჯებების და სხვ. დროს. გაავსეთ ლიტრიანი ქილის 3/4 აკაციის ყვავილებით, პირთამდე დაასხით არაყი და დააყენეთ 2 კვირით ბნელ ადგილას.
აკაციისგან წამლების მომზადებისას მკაცრად უნდა დაიცვათ დოზირება, რამდენადაც ეს შხამიანი მცენარეა. ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ აკაციისგან დამზადებული ნებისმიერი საშუალება.