კულინარია
ბავშვები გაიხარებენ: საშინაო პლომბირი შოკოლადში, განსაკუთრებული მოწყობილობების გარეშე
ზაფხული კარს მოგვდგომია და, პირველი, რაც მის გაგონებაზე მოგვდის თავში – ესაა გემრიელი ნაყინით პირის ჩატკბარუნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მადისაღმძვრელი, შინ მომზადებული ნაყინის რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 300 მლ შედედებული რძე
- 300 მლ ცხიმიანი არაჟანი ან ნაღები
- 100 გ შავი შოკოლადი
მომზადება
1. ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ შოკოლადის ნატეხები.
2. ჩაასხით ქაღალდის ჭიქებში თითო კოვზი შოკოლადი და ეცადეთ, ჭიქის კედლებს წაუსვათ.
3. შედგით ჭიქები მაცივარში 10 წუთით.
4. ცივი ნაღები ათქვიფეთ მყარი ქაფის კონსისტენციამდე და დაუმატეთ შედედებული რძე. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. მოათავსეთ მიღებული მასა შოკოლადიან ჭიქებში და შედგით საყინულეში 10 წუთით.
6. ჩადეთ თითოეულ ჭიქაში ხის ჯოხი და გააჩერეთ საყინულეში 5 საათით.
გემრიელად მიირთვით!