Connect with us

ჯანმრთელობა

არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ ეს პროდუქტი მენსტრუაციის დროს

ქალბატონთა უმრავლესობისთვის, მენსტრუალური ციკლი რთულ გამოცდად შეიძლება იქცეს. მას თან ახლავს ტკივილი, სპაზმები, მუცლის შებერილობა და ხასიათის მკვეთრი ცვლილებები.

რეალურად, მენსტრუალური ტკივილის მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, არის საკვები, რომელსაც ქალბატონები მიირთმევენ. გაეცანით იმ პროდუქტის სიას, რომელიც მენსტრუაციის დროს არ უნდა მიიღოთ.

1. რძის პროდუქტი და კვერცხი

ყველი, რძე, კვერცხი, ნაღები, ხაჭო და სხვა პროდუქტი, რომელიც კალციუმს შეიცავს, ხელს უშლის მაგნიუმის შთანთქმას და აძლიერებს მენსტრუალურ ტკივილს.

2. კოფეინის შემცველი სასმელები

კოფეინის შემცველი პროდუქტი მოქმედებს განწყობაზე, რაც ქალს უფრო გაღიზიანებადს ხდის. გარდა ამისა, მას შეუძლია მკერდის მგრძნობელობის გაძლიერება. კვლევებით დადგინდა, რომ კოფეინი ბლოკავს ტვინის ნაწილს, სახელწოდებით “ქვედა” ნეიროტრანსმიტერი და ეს იწვევს შფოთვის გაძლიერებასა და გულის კუმშვების სიხშირის გაზრდას. ეს ყველაფერი ერთად აძლიერებს პმს-ის სიმპტომებს.

3. მჟავე პროდუქტი

მჟავე პროდუქტი, მაგალითად, ტყემალი, მარტივად იწვევს ენდოკრინული ფუნქციის დარღვევას, რის შედეგადაც იზრდება მენსტრუალური სისხლის მოცულობა, მისი ფერი კი მუქდება.

4. გაზიანი სასმელები

ქალები მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლს კარგავენ და დამატებით რკინას საჭიროებენ. გაზიანი სასმლის უმეტესობა შეიცავს ფოსფატს, რომელიც ართულებს რკინის ათვისებას.

5. ალკოჰოლი

ალკოჰოლის მოხმარება შეიძლება მენსტრუალური ტკივილის გახანგრძლივებისა და დისმენორეის მიზეზი გახდეს. ერთი კვლევის მსვლელობისას კი აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლი მენსტრუაციის დროს უძილობასაც კი იწვევს ღამის მეორე ნახევარში.

6. მარილიანი პროდუქტი

თუ ყოველთვე შეშუპება და მუცლის შებერილობა გაწუხებთ, იქნებ მარილიან საკვებზე უარის თქმა დაგეხმაროთ. ორგანიზმში მარილის ჭარბი რაოდენობა დაარღვევს წყლის ბალანსს, გამოიწვევს შეშუპებას, მომატებულ სისხლის წნევასა და მუცლის მტკივნეულ შებერილობას.