კულინარია
ვაშლის მწნილის იდეალური რეცეპტი! სხვადასხვა ნიუანსების მომზადების დრო არ იყო
ჩემს სახლში ვაშლის მწნილის მომზადება უკვე აუცილებელ ტრადიციად იქცა. საქმე არა მხოლოდ იმაშია, რომ მისი გემო ყველას ძალიან მოსწონს, არამედ ის ოსტეოპოროზისა და ორგანიზმში მოხვედრილი ნებისმიერი ინფექციის დროს საუკეთესო პროფილქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი ვაშლის მწნილში დიდი რაოდენობით შემავალი კალციუმისა და ასკორბინის მჟავით არის გამოწვეული.
მთავარი საკვების მიღების წინ ამ ხილით პირის ჩატკბარუნება კარგია, რადგან ის მადას აღვიძებს და საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს.
რაც მთავარია, მომზადება ბევრ დროსა და ენერგიას არ წაგართმევთ, რადგან „alltime”-ს რედაქცია ყველაზე მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.
ვაშლის მწნილი
ინგრედიენტები:
- 2 კგ მცირე ზომის ვაშლი
- 3 ლ წყალი
- 150 გრ შაქარი
- 150 გრ თაფლი
- 2 ს/კ მარილი
- ყურძნის და მოცხარის ფოთლები
მომზადება:
1. ვაშლი კარგად გარეცხეთ და დიდ ემალის თასში ჩაყარეთ.
2. ქვაბში მარილი, შაქარი და თაფლი წყალთან ერთად აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და ადუღეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და იმწამსვე წყალი ვაშლს დაასხით.
3. ყურძნის და მოცხარის ფოთლები დაუმატეთ.
4. ზემოდან თეფში და სიმძიმე დაადეთ. 2 კვირა, ოთახის ტემპერატურაზე ვაშლი ასე გააჩერეთ, რომ დუღილის პროცესი გამოიწვიოთ.
5. ბოლო ეტაპზე ვაშლი სტერილურ მინის ქილაში მოათავსეთ და გაფილტრული მწნილი დაასხით.
ვაშლის მწნილი ქილებში თვეობით ინახება, ასე რომ შეგიძლიათ 10 კგ, თუნდაც 100 კგ თამამად შეინახოთ და გაფუჭების არ შეგეშინდეთ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.