ჯანმრთელობა
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წითელი ღვინო და შოკოლადი სიბერეს აფერხებს
წითელი ღვინო და შოკოლადი ნატურალური ქიმიური ნივთიერების რესვერატროლის შემცველობის წყალობით ბევრ უპირატესობას ფლობს.
რესვერატროლი კონკრეტული მცენარეების მიერ წარმოებული ანტიოქსიდანტია.
კვლევამ აჩვენა, რომ რესვერატროლის ყველაზე ცნობილ წყაროს წითელი ღვინო წარმოადგენს, ხოლო ყველაზე გავრცელებულია წითელი ყურძნის კანი, ნედლი კაკაო და შავი კენკრა.
BMC Cell Biology ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ამტკიცებს, რომ რესვერატროლი შეიძლება უჯრედების გასაახალგაზრდავებლად გამოვიყენოთ.
ამ ნივთიერების მოქმედების შემდეგ უჯრედები არა მხოლოდ ახალგაზრდავდებიან, არამედ უფრო აქტიურები ხდებიან.
ასევე რესვერატროლი ბლოკავს კანცეროგენის მრავალ ეტაპიან პროცესს სხვადასხვა სტადიაზე: სიმსივნის დაწყება, განვითარება პროგრესია.
სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ შავი შოკოლადის და 1 ჭიქა წითელი ღვინით სიამოვნება მიიღოთ და რესვერატროლის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი სრულად შეიგრძნოთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.