Connect with us

სხვა

6 ძალიან მარტივი და ნელ ტემპში შესასრულებელი ვარჯიში, რომელიც ლიმფური დრენაჟის ხარჯზე შეშუპებასა და ყველაფერ ზედმეტს მოგაშორებთ

ლიმფური სისტემა ადამიანის სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ სისტემის მუშაობის დარღვევა პირდაპირ ადამიანის გარეგნობასა და განწყობაზე აისახება.

თუ დიდი ხნის განმავლობაში ამჩნევთ, შეშუპებას, გამოხატულ ცელულიტს და კანის პრობლემებს, ექიმს აუცილებლად მიმართეთ და შეამოწმეთ, თუ რამდენად კარგი ლიმფური მიმოქცევა გაქვთ.

ლიმფური სადრენაჟო მასაჟის ტექნიკა

როცა ლიმფა ორგანიზმში ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტს, ნივთიერებათა ცვლა ფერხდება, ხოლო უჯრედებში საკმარისი რაოდენობით ჟანგბადის მიწოდება არ ხდება. ამ დესტრუქციული პროცესების შედეგად კანი უარესდება, ხოლო ორგანიზმში ტოქსინები გროვდება.

ლიმფური სადრენაჟო მასაჟი უნიკალური ტექნიკაა, რომელიც მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ექიმი პასკალიუ კოშუს წყალობით გაჩნდა. მან მასაჟი ოპერაციის შემდგომი შეშუპების თავიდან აცილების შექმნა.

მასაჟი უსაფრთხო და შედეგების მომცემი ტექნოლოგიაა, რომელიც ლიმფურ კვანძებსა და მათში ლიმფურ ნაკადებზე მოქმედებს.

გთავაზობთ ყველაზე ეფექტური ლიმფური სადრენაჟო მასაჟის მეთოდებს, რომლებიც ცელულიტის და შეშუპების მოშორებაში დაგეხმარებათ.

ლიმფური სადრენაჟო ტექნიკა თვითმასაჟი

1. ტერფების მასაჟი

ეს მარტივი ვარჯიში ფეხებსა და ტერფებზე ლიმფების მიმოქცევას სტიმულირებს. ვარჯიშის შესასრულებლად სწორად დადექით, ხელები სხეულის გასწვრივ, ხოლო ფეხები ერთმანეთის პარალელურად დადგით. ოდნავ თითის წვერებზე აიწიეთ და ტერფებზე ისრიალეთ. ეს მოძრაობა ნელი ტემპით 20-ჯერ შეასრულეთ.

2. ლავიწქვეშა მასაჟი

ზურგზე დაწექით, ხელები მოხარეთ და მარცხენა ხელის თითის წვერებით მარჯვენა ლავიწს შეეხეთ, ხოლო მარჯვენა ხელით – მარცხენა ლავიწს. ჩაისუნთქეთ. იდაყვები ისე ასწიეთ, რომ თითები ოდნავ ლავიწქვეშა ღრუმლში ჩაიკარგოს. ვარჯიში 2 წრე 20-ჯერ შეასრულეთ.

3. იაპონური ლიმფური სადრენაჟო სისტემა

ზურგზე დაწექით, ხელები და ფეხები ზემოთ ასწიეთ. მოდუნებულად, ნახევრად მოხრილად გააჩერეთ. ხელები და ფეხები 1-3 წუთის განმავლობაში შეანჟღრიეთ. საკუთარ შეგრძნებაზე ორიენტაცია გააკეთეთ და დაისვენეთ, თუ დაღლას იგრძნობთ.

4. მზის წნულის ზონის მასაჟი

კომფორტული პოზა მიიღეთ. სჯობს მასაჟი მჯდომარე ან ლოტუსის პოზაში შეასრულოთ. თითები ისე დაიჭირეთ, რომ თითოეულ ხელში მწიკვი მარილი გეკავოთ. ჩასუნთქვაზე თითებით ნეკნების ქვეშ წერტილებს დააჭირეთ, ამასთან ზურგი მოხარეთ. ფრთხილად უნდა დააჭიროთ, მცირე ტკივილის შემთხვევაში – დაისვენეთ. ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ.

5. ფეხების მოღუნვა

ზურგზე დაწექით და ფეხები გამართეთ. ამოსუნთქვაზე ფეხები მკერდისკენ მისწიეთ, ჩასუნთქვაზე საწყის პოზას დაუბრუნდით. ეს ტექნიკა ოდნავ სწრაფ ტემპში შეასრულეთ. 20-ჯერ გაიმეორეთ. ეს ტექნიკა თეძოსა და დუნდულების არეში ლიმფური მიმოქცევის აღდგენაში დაგეხმარებათ.

6. “ბაყაყი“

დაჯექით და ტერფები შეაერთეთ. ხელები მუხლებზე დაიდეთ და ოდნავ სწრაფი ტემპით დააჭირეთ. საშუალო ამპლიტუდა დაიცავით. 30-ჯერ გაიმეორეთ.

ასევე, სახის ლიმფური სადრენაჟო სისტემა არსებობს, რომელიც კანის ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ყოველ დილით სახე ცენტრიდან საფეთქლებისკენ რბილად დაიმასაჟეთ. დაღლილობის ნიშნები გვიან ღამემდე უხილავი იქნება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.