Connect with us

ჯანმრთელობა

გაიკეთეთ იოდის ბადეები რეგულარულად. ის 20-ზე მეტი დაავადებისგან განგკურნავთ

იოდის ბადის გაკეთება საკმარისია, რომ ადამიანმა მდგომარეობის შემსუბუქება იგრძნოს.

იოდის ბადის დახმარებით შესაძლებელია:

  • ორგანიზმში იოდის დეფიციტის განსაზღვრა;
  • ხველის განკურნება;
  • სურდოს და გაციების მოშორება;
  • ნაკაწრების შეხორცების დაჩქარება;

როგორ უნდა გააკეთოთ იოდის ბადე?

კანზე იოდის ბადეს კოსმეტიკური ჩხირის დახმარებით იკეთებენ. ჩხირი 5%-იან იოდის ხსნარში დაასველეთ და სხეულზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებით ბადე დახატეთ.

იოდის ბადის უჯრედების იდეალური ფართობი – 1 სმ 1 სმ-ზე.

იოდს კანიდან კუნთის ქსოვილებსა და სისხლძარღვებში შეღწევა და დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურება შეუძლია.

ბადის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ „უჯრედების“ წყალობით ბაქტერიების ჯგუფი ერთმანეთს შორდება და იღუპება.

იოდი შესანიშნავად უმკლავდება იმ ბაქტერიებს, რომლებიც ორგანიზმში კანის ფორებიდან ხვდება.

იოდის ბადე ორგანიზმში იოდის დეფიციტის დროს

სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი იოდის დეფიციტით იტანჯება, რაც პათოლოგიური ფარისებრი ჯირკვლის მიზეზი ხდება, ხოლო ორსული ქალებისთვის კი შეიძლება ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის დაბადების მიზეზი გახდეს.

ორგანიზმში იოდის რაოდენობა რომ განსაზღვროთ, ანალიზის ჩატარება აუცილებელი არაა – საკმარისია იოდის ბადე გაიკეთოთ.

  1. სჯობს იოდის ბადე დუნდულის შიდა მხარეს გაიკეთოთ. თუ 3 საათში იოდის კვალიც არ დარჩება, ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმს იოდი აკლია. ამ შემთხვევაში ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.
  2. თუ იოდი ორგანიზმში 6-8 საათში შეიწოვება, ეს იმაზე საუბრობს, ორგანიზმს იოდის დეფიციტი აქვს, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას ყოველდღიურ რაციონში ზღვის თევზების, ზღვის პროდუქტების, ზღვის კომბოსტოს და სხვა იოდით მდიდარი საკვების დამატებით შეძლებთ.
  3. თუ იოდის დეფიციტი არ გაქვთ, იოდის კვალი მხოლოდ ერთი დღის შემდეგ გაქრება.

რით არის სასარგებლო იოდის ბადე სურდოს და გაციების დროს?

ასეთი ბადე სურდოს სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში ცხვირის კუთხეებსა და ფუძეზე თხლად და ნაზად წაისვით. ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რადგან სახის და კისრის კანი ძალიან თხელია და იოდმა შეიძლება დაწვას. გაციების დროს იოდის ბადე ტერფებსა და წვივის კუნთების არეში დაიხაზეთ.

იოდის ბადე ნატკენზე

იოდი ჩალურჯების და სისხლჩაქცევების სწრაფად გაქრობაში დაგეხმარებათ. თუმცა დაზიანების პირველ საათებში მისი გამოყენება არ ღირს: რეკომენდებულია ეს დაზიანების მიღებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ გააკეთოთ. საქმე იმაშია, რომ მცირე დაზიანებასაც კი ქსოვილების შეშუპება ახლავს, ხოლო იოდის გამაღიზიანებელი მოქმედება მის აღდგენას ხელს არ შეუწყობს.

სწორი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ დაზიანებული ადგილი ცივი მეთოდით (ქსოვილში გახვეული ყინულის კუბებით) უნდა დაამუშაოთ. და მხოლოდ მეორე დღეს შეგიძლიათ იოდით მკურნალობა დაიწყოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.