ჯანმრთელობა
ეს მარცვლები ბოლომდე აღადგენს მყესებსა და იოგებს, სამუდამოდ გვავიწყებს სახსრების ტკივილს
მუხლების ტკივილი, მყესების დაჭიმულობის გამო, ნებისმიერ ასაკში, მრავალი ფაქტორის შედეგად შეიძლება გაჩნდეს. მისი გამოწვევა შეუძლია ტრავმას, ჭარბ წონას, ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვასა და სხვ. მნიშვნელოვანია ის, რომ, თუ ამ მდგომარეობას არ უმკურნალებთ, ტკივილი და დისკომფორტი სულ უფრო ინტენსიური გახდება.
თუ ექიმთან უკვე იყავით და საუბარია მყესის უბრალო დაჭიმულობაზე, გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალება მუხლში ტკივილისგან გასათავისუფლებლად და მყესის რეგენერაციისთვის.
სეზამის მარცვლები
სეზამის მარცვლები შეიცავს E, A, B1, B6, B9 ვიტამინებს, მიკროელემენტებს: კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, მარგანეცს, თუთიას, სპილენძსა და რკინას. მასში შედის სასარგებლო ამინომჟავები, ცილები და ცხიმები. ამ მარცვლებში არსებული ყველა მიკროელემენტი მარტივად აითვისება ორგანიზმის მიერ.
სეზამის მარცვლები კალციუმის ერთ-ერთი საუკეთესო ბიოლოგიური წყაროა, რამდენადაც 100 გრამი 1200 მგ კალციუმსა და 500 მგ მაგნიუმს შეიცავს. ამ მარცვლების რეგულარული მოხმარება შეამცირებს ოსტეოპოროზის რისკს, განსაკუთრებით ქალებში.
მუხლებისა და მყესების სამკურნალო საშუალება
ინგრედიენტები
- 4 ს.კ. სეზამის მარცვლები
- 2 ს.კ. მშრალი ჟელატინი
- 8 ს.კ. სელის თესლი
- 200 გ თაფლი
- 40 გ გოგრის მარცვლები
- 3 ს.კ. ქიშმიში
მომზადება და გამოყენება
- გაარჩიეთ მარცვლები.
- მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ათქვიფეთ პასტის კონსისტენციამდე.
- მოათავსეთ პასტა თასში და შეინახეთ მაცივარში.
- მიირთვით 1 ს.კ. საუზმემდე და სადილამდე.
მალე არამხოლოდ ტკივილის გაქრობას შეამჩნევთ, არამედ იგრძნობთ, როგორ ძლიერდება თქვენი ხრტილები და მყესები. ეს ბუნებრივი საშუალება ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და გააუმჯობესებს როგორც მყესების, ისე კანის, თმისა და სახსრების მდგომარეობას.