ტესტები
ბევრი ფიქრის გარეშე აირჩიეთ 4-დან 1 ნახატი – აი, რა სჭირდება თქვენგან თქვენს მფარველ ანგელოზს
ნიშნები ყველგან გვხვდება, ამგვარად ანგელოზები ჩვენთან კომუნიკაციას ამყარებენ. თუმცა ნიშნების სწორად წაკითხვა და მფარველი ანგელოზის დახმარების მიღება უნდა იცოდეთ.
ახლა სურათს კარგად დააკვირდით, ყურადღება მოიკრიბეთ და ერთ-ერთი ბარათი აირჩიეთ.
პირველი ბარათი
ანგელოზი თქვენით ამაყობს. ის ხედავს ყველა დაბრკოლებას, რომელიც თქვენ გადალახეთ. ამ დროს ყოველთვის თქვენს გვერდით იმყოფებოდა.
დიახ, ახალ გზას ახლახანს დაადექით და მთელი ყურადღება ამაზე გაამახვილეთ. არ ინერვიულოთ, ყველა თქვენი მოთხოვნილება საჭირო დროს დაკმაყოფილდება.
გარშემომყოფებს ყურადღება მიაქციეთ და არასაჭირო ხალხი მოიშორეთ. ასე სიმშვიდეს მოიპოვებთ. წინსვლა გააგრძელეთ და უკან არ მოიხედოთ. თქვენს გზაზე ნიშნების შემჩნევა ისწავლეთ.
მეორე ბარათი
ანგელოზი ხედავს, თუ როგორ ებრძვით დამოკიდებულებას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმა: ნარკოტიკი, ალკოჰოლი, საკვები, სიგარეტი, ქცევა, წონა. ის ამ დამოკიდებულების მოშორებაში გეხმარებათ.
ხვდებით, თუ რამდენად ძლიერი გახდა თქვენი ნებისყოფა ბოლო პერიოდში. ახლა მომავალს ოპტიმიზმით აღსავსე უყურებთ და ახალ რეალობას ცხადად ხედავთ.
ანგელოზი ყოველთვის თქვენს გვერდითაა, უბრალოდ დახმარება სთხოვეთ და ანგელოზი აუცილებლად დაგეხმარებათ. თქვენი შრომის სანაცვლოდ ჯილდო გელოდებათ.
მესამე ბარათი
ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ, ისინი მიგანიშნებენ, თუ ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელოთ. თუ გონებას დაიმშვიდებთ და განეწყობით, დაინახავთ ისინი ცხოვრებაში როგორ გაბრუნებენ.
იგრძნობთ, თუ ვინ გჭირდებათ ცხოვრებაში, და ვინ არა. გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი იყავით, რადგან ისინი, უდაოდ, ყოველთვის თქვენს ყველა კითხვას პასუხს სცემენ.
მეოთხე ბარათი
თუ მარტოსული ხართ და მეგობრები არ გყავთ – ანგელოზი უკვე ამ საკითხზე მუშაობს. თქვენ უბრალოდ საკუთარი თავი და სამყაროს სიყვარული უნდა დაიწყოთ.
სურვილების რუკა შექმენით და მერწმუნეთ, ისინი აუცილებლად ახდება. შესაძლებლობებზე უარი არ თქვათ, სიახლეების მიმართ გულახდილი იყავით.
თუ გეჩვენებათ, რომ სიყვარული ყოველდღიურ რუტინაში გაცვდა, უბრალოდ გაიხსენეთ ყველა ის ბედნიერება, რომელიც სიყვარულმა მოგიტანათ. ცეცხლი კვლავ გაჩაღდება. უბრალოდ ამისთვის ცოტა უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
თქვენ რომელი ბარათი აირჩიეთ?