ჰოროსკოპი
მანიკიური ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: რომელი ფერი მოგიტანთ წარმატებას
ასტროლოგიის წყალობით შეგიძლიათ აირჩიოთ არა მხოლოდ პარტნიორი, სპორტის სახეობა, ჰობი ან შესაფერისი ვარცხნილობა. თითოეული ნიშნის ხასიათის თავისებურება მანიკიურის დიზაინის არჩევაშიც გამოიხატება. დაგვეთანხმეთ, სალონში წასვლამდე 1 საათით ადრე დიზაინის მოფიქრება და შემდეგ მობეზრებული ხორცისფერის გაკეთება ქალების უმრავლესობის მარადიული ისტორიაა.
კარგია, როცა იცით, რა გიხდებათ კონკრეტულად თქვენ და ყოველთვის იცავთ გარკვეულ სტილს. Аlltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ყველა ეჭვი მოიშოროთ და ვარსკვლავებს ენდოთ. გიამბობთ, როგორი მანიკიური შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მოიზიდავს სიყვარულს, წარმატებას და ჯანმრთელობას.
მანიკიური ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: ფერის და დიზაინის შერჩევა
საიდუმლო არაა, რომ ხარისხიანი მანიკიური ყველაზე პირქუშ დღესაც განწყობას გვიმაღლებს. თუ საფარის დიზაინს და ფერს სწორად შეარჩევთ, „განახლება“ დაგეხმარებათ წარმატების მოზიდვაში, ცხოვრების გაფერადებაში.
ვერძი
ვერძს შემოქმედებითი ბუნება აქვს. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი ხართ, ფერებით და ნახატებით თამამად ითამაშეთ, სხვადასხვა ნიმუში და ორნამენტი დაამატეთ. ფერადი და ორიგინალური მანიკიური ქალი ვერძისთვის იდეალური ვარიანტია. უმჯობესია, წითელ, ყავისფერ ან მწვანე ფერებს შორის აირჩიოთ. ფირუზისფერიც ასტროლოგიურ პატივშია.
კურო
შინაგანი მდგომარეობის ჰარმონიზაციისა და გარე სამყაროსთან ბალანსისთვის უფრო ნაზ ფერებს დააკვირდით. კერძოდ, ფერებს, რომელიც უკვე კლასიკა გახდა. ასეთია წითელი და რძისფერი. ნეიტრალური ფერი შესაფერისია მათთვის, ვინც იძულებულია დაიცვას დრესკოდი ან კაშკაშა ფერების გამოყენება არ შეუძლია.
ტყუპები
მხიარულ და უშუალო ტყუპებს მოეწონება ინფანტილიზმის ტრენდი. პოპულარულია მარტივი ნახატები, როგორიცაა ღიმილის ნიშანი, ყვავილი, მზე, ცისარტყელა. ერთი სიტყვით, ფრჩხილის დიზაინზე მოდურია ყველაფერი, რისი დახატვაც ბავშვებს მოსწონთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ნახატი ან ყველა ფრჩხილზე სხვადასხვა რამ დაიხატოთ. ასეთი დიზაინი თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებებს შესანიშნავად წარმოაჩენს.
კირჩხიბი
კირჩხიბმა ყურადღება უნდა მიაქციოს უფრო რომანტიკულ ფერებს: იასამნისფერი, ვარდისფერი ან წითელის ყველა ელფერი. მანიკიური შეიძლება იყოს ერთ ფერში ან რამდენიმე ფერის კომბინაცია. რაც შეეხება ფერს, აირჩიეთ ის, რომელიც უფრო მოგწონთ. ეს შეიძლება იყოს ნაზი იორდასალამისფერი, მზიანი ფუქსიისფერი ან კლასიკური ვარდისფერი.
ლომი
თამამი, კაშკაშა და თავდაჯერებული ლომი ნაცრისფერი ბრბოდან გამორჩევაზე გიჟდება, ამიტომ მინიმალისტური მანიკური შეუფერებელია. წელს ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ მანიკიური ბრჭყვიალებით. ეს შეიძლება იყოს დეკორი მოცულობითი ბზინებით ან თვლებით, სარკისებრი ელვარება ან მსუბუქი ბზინვარება. მთავარია, რომ ფრჩხილები ყურადღებას იქცევდეს და აღფრთოვანებას იწვევდეს.
ქალწული
რაციონალური ქალწული ყველაფერში წესრიგზე და სტაბილურობაზე გიჟდება. ენერგეტიკულად რომ გაძლიერდეთ შეარჩიეთ რბილი ფერები: თეთრი, მარგალიტისფერი, ნაცრისფერი, ასევე ოდნავ კაშკაშა, როგორიცაა ღია მწვანე და თბილი ყავისფერი. სიგრძეზე და ფორმებზე ექსპერიმენტებს მოერიდეთ. მოკლე ან საშუალო სიგრძის ფრჩხილი შესაფერისია.
სასწორი
მეოცნებე, მოაზროვნე და მოფარფატე სასწორი მუდმივად საკუთარი თავის ძიებაშია. მისთვის იდეალურია ბუნებრივი ან პასტელური, მშვიდი ფერები. ამ ჰაერის ნიშნის წარმომადგენლისთვის ლავანდისფერი მანიკიური შესაფერისია. დიზაინიდან მინიმალიზმი აირჩიეთ (ფრენჩი, ფოლგა).
მორიელი
მორიელს ახასიათებს იდუმალება და გარკვეული გულდახურულობა. გულში კი ძლიერი ემოციების ქარიშხალს განიცდის. ამ ნიშნისთვის შესაფერისია შინდისფერი, მუქი ყავისფერი, შავი და სხვა მისტიკური ფერი.
მშვილდოსანი
ქარიზმატული და კომუნიკაბელური მშვილდოსანი თანდაყოლილი ლიდერის თვისებებით ნებისმიერს იზიდავს. ამ ნიშნის ქვეშ ბევრი ინსპირატორი და უბრალოდ აქტიური შემოქმედებითი ადამიანი იბადება. ქალი მშვილდოსნისთვის შესაფერისია კაშკაშა მანიკური ნაზ ფერში ან ყავისფერში. იმ რამდენიმე ნიშანს შორისაა, რომელსაც გრძელი ფრჩხილი მხოლოდ უხდება. თამამი გადაწყვეტილებების არ შეგეშინდეთ.
თხის რქა
გონიერ, მოწესრიგებულ და პრაქტიკულ თხის რქას ძვირფასი დროის რაღაც დიზაინერულ დახვეწილობაზე დახარჯვა არ უყვარს. ჩვეულებრივ ირჩევს საბაზისო ლაქებს, რომ ერთ ადგილზე დიდხანს არ გაჩერდეს. ამ ნიშნის წარმომადგენელმა ქალებმა უნდა შეარჩიონ ნაზი ფერები, შეავსონ ფერადი ბაზა ბზინებით, ქვებით, ოქროს ფოლგით.
მერწყული
მერწყული ექსცენტრიული, ზოგჯერ ეგოცენტრული, დამოუკიდებელი და საკმარისად ჭკვიანია. გატეხილი მინის სტილის მანიკიური შთაგონებას ანიჭებს. ფრჩხილის ფირფიტაზე სპეციალური ფირის ჰოლოგრაფიული ნაჭერი იფინება, რომელზეც ფერები გადადის, ზემოდან გამჭვირვალე ბაზა ისმება. ამ ნიშანს არ უნდა შეეშინდეს ნეონის და კაშკაშა ფერები. ეს მათი ნიჭის გამოვლენას მხოლოდ გააძლიერებს.
თევზები
თევზებს ყველაზე უკეთ განვითარებული ინტუიცია და შემოქმედებითი ნიჭი აქვს. ამ თვისებების გაძლიერებაში თეთრი და მარგალისტისფერი დაგეხმარებათ. დროდადრო წაისვით კაშკაშა ფერები: ვარდისფერი, მწვანე, მუქი ლურჯი და ფირუზისფერი მარმარილოს დიზაინის დამატებით. თევზების შემთხვევაში ფრჩხილის სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს.
ამ მარტივი რჩევების დაცვით მანიკიურის სალონში გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივდებათ. სცადეთ, ექსპერიმენტები ჩაატარეთ და იგრძნობთ, როგორ მოაქვს ახალ მანიკიურს სიახლე და სიხარული თქვენს ყოველდღიურობაში.