Connect with us

ჯანმრთელობა

1400 კალორია დღეში – თქვენი ახალი ნორმა. მენიუ, რომელიც წონას გარანტირებულად დაგაკლებინებთ

გასახდომად აუცილებელია, საკვებით იმაზე ნაკლები ენერგია მიიღოთ, ვიდრე დღის განმავლობაში ხარჯავთ. სწორედ კალორიების დეფიციტი იწვევს წონაში კლებას.

მნიშვნელოვანია არამხოლოდ საკვების რაოდენობის შეზღუდვა, არამედ სასარგებლო ნივთიერებების მიღებაც მასთან ერთად, რაც სულაც არაა მარტივი. ორგანიზმი გახდომის დროსაც კი საჭიროებს ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მინერალებს ნორმალური ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად.

დიეტური მენიუს დღიური კალორიულობა 1400-ს უნდა შეადგენდეს, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების პროპორცია კი დაახლოებით 40/20/40 უნდა იყოს. ასეთი მენიუ ითვლება ოპტიმალურად გახდომისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. როგორ შევადგინოთ იგი სწორად?

მენიუ საშინაო პირობებში გასახდომად

გთავაზობთ სრულყოფილად დაბალანსებული რაციონის მაგალითებს ორი დღისთვის, რათა საქმე გაიმარტივოთ. ისინი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც შინ იკვებებიან და თვითონ ამზადებენ საკვებს.

პირველი დღე

1. საუზმე: 30 გ შვრიის ფაფა, 1 კვერცხი, 25 გ უცხიმო ხაჭო ან ყველი, 1 ნაჭერი სრულმარცვლოვანი პური(30გ). შვრიის წონას მომზადებამდე ვთვლით.

2. წახემსება: 100 გ მაწონი უშაქროდ, 30 გ ნებისმიერი თხილი.

4. სადილი: 150 გ წიწიბურა, 200 გ მოხარშული ქათმის ფილე, 200 გ ბოსტნეული ან ბოსტნეულის სალათი(შეზავებული ზეითუნის ზეთით).

4. მეორე წახემსება: 1 ვაშლი, 25 გ თეთრი ყველი, 1 ნაჭერი სრულმარცვლოვანი პური.

5. ვახშამი: 150 გ უცხიმო ხაჭო.

მეორე დღე

1. საუზმე: 200 გ ხაჭოს ბლინები, 1 კვერცხი. ბლინებს ვამზადებთ უცხიმო ხაჭოს, ბრინჯის ფქვილისა და 1 მუჭქა ქიშმიშისგან.

2. წახემსება: 150 გ ხილის სალათი.

3. სადილი: 200 გ ბრინჯი, 150 გ შემწვარი, გამომცხვარი ან მოხარშული თევზი, 200 გ ბოსტნეულის სალათი.

4. მეორე წახემსება: 150 გ მაწონი, 1 ნაჭერი სრულმარცვლოვანი პური.

5. ვახშამი: 200 გ ბოსტნეულის რაგუ, 150 გ მოთუშული ქათამი. რაგუს მზესუმზირის ზეთზე ვამზადებთ.

მნიშვნელოვანია საკვების მიღება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს და ერთი და იმავე დაშორებით, ყოველ 3-4 საათში. ასე ორგანიზმი შიმშილს არ იგრძნობს და არ გადადებს მარაგში საკვებს.

თუ ამ ინფორმაციას გაითვალისწინებთ, წონის დაკლება სირთულესთან ნამდვილად აღარ იქნება დაკავშირებული. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ კვების ამ მენიუს შესახებ, რომელიც წონის კლების გარანტიაა, თანაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.