თავის მოვლა
უცნაური ხრიკები თვალების ქვეშ შეშუპების და ნაოჭების მოსაშორებლად
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი საკუთარ გარეგნობაზე უფრო მეტად ზრუნავს. კოსმეტოლოგთან პროცედურებს იტარებს ან პრობლემის მოგვარებას სახლის პირობებში ცდილობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, როგორ მოიშოროთ თვალების ქვეშ შეშუპება და ნაოჭები.
როგორ მოვიშოროთ ნაოჭები თვალების ქვეშ
სახლში ნაოჭების მარტივად მოშორება რომ შეიძლებოდეს, კოსმეტოლოგებს საქმე აღარ ექნებოდათ. ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. შეგიძლიათ შეშუპების მოშორებით დაიწყოთ. შეშუპებული სახით ხშირად ვიღვიძებთ და მისი მოშორება სახლის პირობებში შესაძლებელია.
გიზიარებთ საინტერესო ხრიკს ფოლგით თვალების ქვეშ შეშუპების შესამცირებლად. ფოლგიდან ორი პატარა ნაჭერი გამოჭერით და საყინულეში 10 წუთით შეინახეთ.
შემდეგ ცივი ფოლგები ორივე თვალზე დაიდეთ. ზედა და ქვედა ქუთუთოები მთლიანად უნდა დაიფაროს. ფოლგა საკმაოდ ელასტიურია, ამიტომ თვალებზე დასაკრავებს ადვილად გამოჭრით. ფოლგა მხოლოდ თვალების ქვეშ დაიდეთ. ერთგვარი ბიუჯეტური პატჩია. 15 წუთით გაიჩერეთ.
ამ დროში ფოლგა გათბება და ეფექტს დაკარგავს. ბევრისთვის უცნაური მეთოდია, მაგრამ საკმაოდ საინტერესო. გირჩევთ, სცადოთ და თავად დარწმუნდეთ, რამდენად ეფექტურია.
სახლის პროცედურები ნაოჭების და შეშუპების წინააღმდეგ
ჩვეული მეთოდებიდან ნაოჭების და შეშუპების წინააღმდეგ გუაშის მასაჟი საუკეთესოა. ჩინური უძველესი მეთოდი, რომელიც კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.
თვალების ქვეშ კანი ნაზია, ამიტომ კუთხეებში ნაოჭების მოშორება ძალიან რთულია. პირველ რიგში, მასზე სწორად იზრუნეთ. თითებით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი წაისვით და შემდეგ დაიმასაჯეთ. ასე ეფექტი გაძლიერდება. ქოქოსის და ზეითუნის ზეთის სასარგებლო ნივთიერებები კანს აძლიერებს და რეგენერაციას აჩქარებს.
ბოლო დროს პოპულარულია ფეისბილდინგი. ასეთი ვარჯიშებით სახის კუნთები ძლიერდება და ტონუსი იზრდება. მეთოდი 1: თითები თვალის გარე კუთხეს დააჭირეთ. წინ გაიხედეთ და ქუთუთო დახუჭეთ, კუნთები დაჭიმეთ. 3-5-ჯერ გაიმეორეთ.
მეთოდი 2: საჩვენებელი და შუა თითები თვალის გარე და შიდა კუთხეებზე დაიდეთ. ქვედა ქუთუთოს დაჭიმვა სცადეთ, ხოლო ზედას – მოდუნება. 5–ჯერ გაიმეორეთ.
სახლის ნიღბები ნაოჭების წინააღმდეგ
ნაოჭების საწინააღმდეგო სახლის ნიღბების ბევრი რეცეპტი არსებობს. უმი კარტოფილით ერთ–ერთი საუკეთესოა. უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, ცოტა ცხიმიანი ნაღები დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი თვალების ირგვლივ კანზე ან მთელ სახეზე 15 წუთით წაისვით. ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მარწყვის ნიღაბიც ეფექტურია. დაჭყლეტილ რამდენიმე კენკრას ჩაის კოვზი თაფლი აურიეთ. მასა მარლას წაუსვით, თვალები დახუჭეთ და მარლა დაიფინეთ. 15 წუთში ჩამოიბანეთ.
თუ გარეგნობის გაუმჯობესება გსურთ, ცხოვრების წესი შეცვალეთ. ჯანსაღი ძილი, კვება, წყლის ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია, რომ პირველი ნაოჭები რაც შეიძლება გვიან გამოჩნდეს.
მავნე ჩვევები დაივიწყეთ. ეს კანზე ცუდად აისახება. ჯანსაღი ცხოვრების მთავარი წესები დაიცავით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიღბები და მასაჟი საქმეს ვერ უშველის.