Connect with us

ჯანმრთელობა

ეს 2 ინგრედიენტი დაგიამებთ სახსრების ტკივილს, ჩააცხრობს ანთებასა და შეშუპებას 1 ღამეში

რამდენი ნაბიჯი გადაგიდგამთ ცხოვრებაში, რამდენჯერ აუღია მუხლის სახსრებს თქვენი წონა საკუთარ თავზე. აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ დატვირთვებსა და ტრავმებზე. მუხლი – ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ნაწილია, ამიტომ ყველაზე მეტად ექვემდებარება ცვეთას. სახსრების ტკივილებს ასაკობრივი პრობლემა შეგვიძლია ვუწოდოთ: ისინი ჯერ კიდევ შუა ხნის ასაკში იწყება, ასაკოვნებში კი ძალიან ხშირად გვხვდება.

არაოფიციალური მონაცემებით, ყოველ მესამეს გამოუცდია სახსრების ტკივილი. თუ მუხლთან დაკავშირებული პრობლემები მცირე ან საშუალო სირთულისაა, არსებობს უსიამოვნო შეგრძნებებთან გამკლავების, ანთებისა და შეშუპების ჩასაცხრობი საშუალებები. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ნაცად ხალხურ საშუალებას.

სახსრების დახმარება

უცნობია, ვინ და როდის მოიფიქრა ორი აქტიური კომპონენტის – თაფლისა და ასპირინის შერევა, თუმცა, აშკარად გამოუვიდა იაფი, მარტივი და ეფექტური საშუალება მუხლების ტკივილის წინააღმდეგ.

ტკივილი – ეს უბედურების სიგნალი, დახმარების თხოვნაა. გაგიკვირდებათ, თუმცა ხრტილზე, მენისკსა და სინოვიალურ გარსზე(სასახსრე ჩანთის შიდა ფენა) არ გვხვდება ტკივილის რეცეპტორები. სახსრის ამ მონაკვეთის პრობლემებს თან ახლავს ალგეტიკების გამომუშავება. სწორედ ისინი აღიზიანებს ტკივილის რეცეპტორებს, რომლითაც ძალიან მდიდარია სახსართან ახლომდებარე ქსოვილები.

აი, რატომაა კომპრესები ასე ეფექტური. მართალია, ისინი უშუალოდ არ მოქმედებს ღრმა მექანიკურ დაზიანებებზე და ვერ განკურნავს ართროზს(სახსრის დეფორმაციას) უფრო მძლავრი პრეპარატების დახმარების გარეშე, თუმცა, ართროზი, ხშირად – გართულებული ართრიტია, ხოლო ართრიტი, თავის მხრივ, ანთებაა, იგი, შესაძლოა, სახსართან არც იყოს უშუალოდ დაკავშირებული, თუმცა, თუ მას არ ჩააცხრობთ, უფრო სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევთ.

ასპირინი – მძლავრი ტკივილგამაყუჩებელია, რომელსაც თავის ტკივილის დროს ვიღებთ ხოლმე. თუმცა, ეს ძლიერი ადგილობრივი ანალგეტიკიცაა. ანუ, თუ მას სახსართან ახლომდებარე ქსოვილებზე შეიზელთ, ტკივილს მოგიხსნით. მთავარია, მან მაქსიმალურად ღრმად შეაღწიოს ისე, რომ გაღიზიანება არ გამოიწვიოს. სწორედ ამისთვისაა საჭირო თაფლი.

თაფლი – ბიოაქტიური ნივთიერებაა. იგი ხელს უწყობს სახსართან ახლომდებარე ქსოვილების მიერ სახსრის საპოხის გამოყოფას, უზრუნველყოფს ღრმად შეღწევას. ასპირინიანი თაფლის სარგებელი არამხოლოდ ტკივილს მოგიხსნით, არამედ შეშუპებასაც ჩააცხრობს.

ასპირინიანი თაფლის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 2 აბი ასპირინი
  • 1 ს.კ. თაფლი

ეს ერთი კომპრესისთვის გეყოფათ, ამიტომ, თუ პროცედურის განმეორებას აპირებთ, გაზარდეთ ინგრედიენტების რაოდენობა პროპორციულად. აბები უნდა დააფქვიოთ, შეურიოთ თაფლს, დააფაროთ ცელოფანი და დადგათ თბილ ადგილას 10 დღით.

როცა წამალი მზად იქნება, შეიზილეთ პრობლემურ ზონაზე, შეიხვიეთ პოლიეთილენით და ზემოდან ქსოვილით. უმჯობესია შალის შარფი: თბილი კომპრესი უკეთ მოქმედებს, სიცივე კი მდგომარეობას აუარესებს.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ხრტილების ცვეთა, მიირთვით უფრო მეტი კოლაგენური პროდუქტი, განსაკუთრებით – “ხოლოდეცი” და ჟელე. მოერიდეთ სიცივეს: გაციება ანთებითი პროცესების ხელშემწყობია. და, რაღა თქმა უნდა, ნუ მიიყვანთ თავს იმ მდგომარეობამდე, რომ კომპრესებმა ვერ გიშველოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!