Connect with us

ჯანმრთელობა

დიეტოლოგები თვლიან, რომ ბანანი ყოველდღე უნდა მიირთვათ და აი, რატომ

როგორი საყიდლების სიითაც არ უნდა წავიდე ბაზარში ან სუპერმარკეტში, სახლში ყოველთვის ბანანის შეკვრით მოვდივარ. ბავშვები უმი სახით ან მაფინებში მის ჭამაზე გიჟდებიან, მე კი უკვე მეორე წელია ბანანის პურით ვერ ვნაყრდები. დიახ, მარტივი გამოსაცხობი არაა, მაგრამ მომწონს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბანანი და კუჭ–ნაწლავის ტრაქტი საუკეთესო მეგობრები არიან.

ბანანით მშვიდად რომ წაიხემსოთ, Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გავლენა აქვს მას ადამიანის ორგანიზმზე. ახლახანს ავსტრალიელმა მეცნიერების ჯგუფმა ამ თემაზე კვლევა გამოაქვეყნეს.

ჰიპოალერგიული პროდუქტი

ბანანი პლანეტაზე ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ის ხელმისაწვდომია და ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ალერგიულ რეაქციას ძალიან იშვიათად იწვევს. სწორედ ამიტომ, ჯერ მეძუძურე დედების, შემდეგ უკვე ბავშვების რაციონში რთავენ.

ბანანი – კალიუმის მთავარი წყარო

კალიუმი ღვიძლის, გულის, ტვინის, ძვლების, კბილებისა და კუნთებისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტია.ზრდასრულ ადამიანს დღეში მინიმუმ 3-4 გრ კალიუმი სჭირდება, ხოლო ბავშვს – 1 კგ წონაზე 15-35 მგ. კალიუმი ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას ხელს უწყობს. თუ შეშუპება გაწუხებთ, ჩაინიშნეთ!

უჯრედისის წყარო

კალიუმის გარდა, ბანანი უჯრედისის წყაროა. ეს კომპონენტი ხილს ყაბზობის საწინააღმდეგო და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელ საშუალებად აქცევს. ბანანი კუჭ–ნაწლავის ტრაქტში საჭმლის მოძრაობას ამარტივებს.

რა სარგებელი აქვს ბანანს კუჭზე

არსებობს მოსაზრება, რომ ბანანი კუჭის წყლულის დროს ტკივილს აქრობს. არის ვერსია, რომ ბანანი კუჭისა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენაზე დადებით გავლენას ახდენს. ბანანში შემავალი პექტინი და სახამებელი კუჭში გადაკვრის ეფექტს ქმნის. სწორედ ამიტომ, ექიმები გასტრიტის და კუჭის ზოგიერთი სხვა პრობლემის დროს ბანანის მიღებას გირჩევენ.

ბანანი გულძმარვის წინააღმდეგ

გულძმარვის დამარცხებაში ბანანი დაგეხმარებათ. საქმე იმაშია, რომ ბანანის რბილობი კუჭის წვენს იწოვს და მას კუჭიდან გამოდევნის. გახსოვდეთ, რომ ხილი მხოლოდ სიმპტომებს და მტკივნეულ შეგრძნებებს ამცირებს, მაგრამ მიზეზს ვერ აქრობს.

ნატურალური შაქრის წყარო

ალბათ, ბანანი ყველაზე ტკბილი ხილია. სწორედ ამიტომ, შაქრიანი დიაბეტიკებისთვის მისი მიღება არ შეიძლება. ჯანმრთელი ადამიანისთვის საუკეთესო წასახემსებელია. სპორტსმენები შეჯიბრების შემდეგ ბანანით ძალების აღდგენას ტყუილად არ ცდილობენ.

გემრიელი ანტისტრესი

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ბანანი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ბანანში შემავალი ტრიპტოფანები ორგანიზმში სეროტონინად, ბედნიერების ჰორმონად, გარდაიქმნება. როცა სტრესი არ გაწუხებთ და კარგ განწყობაზე ხართ, რა კუჭის აშლილობაზეა საუბარი?

როგორც ხედავთ, ბანანი და კუჭ–ნაწლავის ტრაქტი ისეა, როგორც გული და კაკალი. ერთმანეთისთვის შექმნილნი არიან. გიყვართ ბანანი? სად და რამდენად ხშირად ყიდულობთ?