Connect with us

ჯანმრთელობა

გაწუხებთ თავის ტკივილი, დაბალი წნევა და დაღლილობა? წუწნეთ 1 მიხაკი

ჩვენ ძალიან ბევრ პროდუქტს და მათ სასარგებლო თვისებებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ერთ–ერთი ასეთი დაუფასებელი პროდუქტია მიხაკი, რომელსაც ხალხური მედიცინის მცოდნეები სამკურნალო მიზნით ხშირად იყენებენ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ და რა მიზნით გამოიყენოთ მიხაკი.

მიხაკის ხის ხმელი კოკორი აღმოსავლური სანელებელია, მას მკვეთრი არომატი და ცხარე გემო აქვს.

სანელებელი ბევრ სასარგებლო მინერალს შეიცავს, როგორიცაა: კალციუმი, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, სელენი, თუთია. მიხაკს მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. მიხაკი სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მიხაკის სასარგებლო თვისებები

ეთერზეთში შემავალი ბევრი ევგენოლის წყალობით მიხაკი ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. მისი ზეთი სტომატოლოგიური პროდუქტების თითქმის ნახევარში (40%) გვხდება. პირის ღრუს სადეზინფექციოდ და უსიამოვნო სუნის გასაქრობად, 1 მიხაკი წუწნეთ. სანელებელი უნდა წუწნოთ და არა დაღეჭოთ. რაც უფრო დიდხანს გააკეთებთ, მიხაკიდან მით მეტ მიკროელემენტს მიიღებთ.

მიხაკი დილის რუტინაში ჩართეთ: ყოველ დილით, საუზმამდე 15 წუთი ადრე მიხაკი წუწნეთ. ასე კუჭის და ნაწლავების მუშაობა გააქტიურდება და დარეგულირდება. მიხაკის აქტიური კომპონენტები ფერმენტების, კუჭის წვენის და ნერწყვის წარმოებას ხელს უწყობს, ასევე ანთებას ამცირებს. მიხაკი პათოგენების და პარაზიტების გავრცელებას აფერხებს.

კუჭის მოქმედების გაუმჯობესება საკვების ათვისებასა და მონელებაზეც გავლენას ახდენს. მიხაკი ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს. მათი წყალობით თავისუფალ რადიკალებს (მოლეკულები, რომლებიც ჟანგვით პროცესს იწვევენ და ცოცხალ უჯრედებს კლავენ) ებრძვის.

საინტერესო ხრიკი მიხაკით

მიხაკი წნევის გაზრდაში დაგეხმარებათ. სანელებელი ყავაზე უფრო ეფექტური და სასარგებლოა. დაბალი წნევის შემთხვევაში 1–2 მიხაკის კოკორი დაღეჭეთ. თავის ტკივილი, დაღლილობა და სისუსტე სწრაფად გაქრება!

გირჩევთ, დილით ყავის ნაცვლად მიხაკი წუწნოთ. ასე ტონუსს გაზრდით და კუჭ–ნაწლავის მოქმედებას დაარეგულირებთ.

მიხაკის ნახარში მენსტრუაციის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. 500 მლ წყალი, 7-8 ხახვის ფურცლები და 2 ჩ/კ მიხაკი აურიეთ, აადუღეთ და 10 წუთით ხარშეთ. ნახარში გადაწურეთ და 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ. 150 მლ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია!

სანელებელი უძილობის დროსაც გიშველით. პატარა ტომარა მიხაკით გაავსეთ და საწოლის კუთხეში შეინახეთ. მიხაკის არომატს დამამშვიდებელი თვისებები აქვს და სწრაფად და ღრმად დაძინებაში დაგეხმარებათ.