Connect with us

ყვავილები

ორქიდეას სახლში გაჩერება არ შეიძლება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ცრურწმენები და ნიშნები

ოთახის მცენარეების მოყვარულებმა იციან, როგორ სწრაფად მთავრდება ფანჯრის რაფაზე ადგილი. თან თქვენ გარშემო სილამაზის და მყუდროების შექმნის სურვილი მხოლოდ იზრდება. ორქიდეა საოცრად ლამაზი ტროპიკული ყვავილია, რომელმაც ბევრ მეყვავილეს თავი შეაყვარა. როგორია მცენარეა ენერგეტიკული თვალსაზრისით? რატომ ამბობს ბევრი, რომ ორქიდეას სახლში გაჩერება არ შეიძლება? Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ცრურწმენებს და ნიშნებს, რომლებიც ორქიდეას უკავშირდება.

ვთვლით, რომ მცენარე არა მხოლოდ საცხოვრებელ ბინას ამშვენებს, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. სამწუხაროდ, ყველა მცენარე ასეთი სასარგებლო არაა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანს ზიანის მოყენება შეუძლია.

რატომ არ შეიძლება სახლში ორქიდეას გაჩერება

უძველესი დროიდან ორქიდეას საკმაოდ საკამათო რეპუტაცია აქვს, რომლის გარშემო ცრურწმენები და ნიშნები იქმნება.

ობიექტური მიზეზები

ორქიდეა მეტნაკლებად ცნობილი ეპიფიტია, ანუ მცენარე, რომელიც სხვა მცენარეზე სახლდება, მაგრამ ზიანს არ აყენებს, რადგან დამოუკიდებლად იკვებება. სწორედ ამიტომ, ორქიდეას შეცდომით პარაზიტს უწოდებენ და გარემოდან ენერგიის შთანთქმის უნარს აწერენ.

ზოგიერთი დამწყები მეყვავილე მზადაა დაიფიცოს, რომ ეს ყვავილი მის სასიცოცხლო ძალებს იწოვს და მოთენთილს და უმოქმედოს ხდის. სინამდვილეში, ორქიდეას ყვავილზე ბევრი მფრინავი მტვერია. ცნობილია, რომ მას ძილიანობის და ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია.

ყვავილის ძლიერი არომატი ზოგჯერ შემდეგ შედეგებს იწვევს:

  • ნერვიულობა, შფოთვის შეგრძნება, უმიზეზო შიში
  • მელანქოლია, დეპრესია
  • გულისრევა
  • თავის ტკივილი

სწორედ ამიტომ, სპეციალისტები საძინებელ ოთახში ორქიდეას გატანას არ გირჩევენ. სჯობს მცენარე შემინულ აივანზე, დერეფანში ან შემოსასვლელში მოათავსოთ. ერთი სიტყვით, იქ, სადაც ნაკლებ დროს ატარებთ.

ცრურწმენები და ნიშნები

არსებობს მოსაზრება, რომ ორქიდეა მამაკაცებს „აფრთხობს“ და ქალების მიმართ კეთილგანწყობილია. ქალებს ქალური საწყისის გახსნაში, ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებასა და ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში ეხმარება. თავის მხრივ, კაცებს ზედმეტ მგრძნობელობას, ქალურობას ანიჭებს. ზოგი თვლის, რომ ორქიდეა ლიბიდოს ამცირებს. სწორედ ამიტომ, ამ ყვავილით იმ შენობის დამშვენება არ ღირს, სადაც კაცები ხშირად იმყოფებიან.

ეს ტროპიკული მცენარე ყველა ქალსაც არ შეეფერება. ეჭვიანი, დამთმობი და ზედმეტად მეოცნებე ქალების ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას შეიძლება ზიანი მიაყენოს.

ორქიდეას სახლში იქონიებთ თუ არა, თავად გადაწყვიტეთ. მხოლოდ შეგვიძლია გითხრათ, რომ თუ ყვავილი მოგწონთ, მისი გაზრდით ბევრ დადებით ემოციას მიიღებთ. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ოჯახის რომელიმე წევრს მტვერზე ალერგია არ აქვს. თუ ცრურწმენებს და ნიშნებს სერიოზულად ეკიდებით, ამ მცენარისგან თავი შეიკავეთ.