Connect with us

ჯანმრთელობა

თუ მხრის სახსარში ტკივილმა შეგაწუხათ, მარტივი ვარჯიშით მას მყისიერად გაუმკლავდებით

45+ ასაკში, ადამიანები, ხშირად, შეიგრძნობენ ტკივილს მხრების არეში, რაც სახსრების მოძრაობის დაქვეითებითაა გამოწვეული. ხანდახან, მათ ხელების წამოწევაც კი არ შეუძლიათ. შუახნის ასაკის ადამიანებს შორის, ეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა.

ხშირ შემთხვევაში, იგი თავს 45-50 წლის ასაკში იჩენს, ამიტომაც უწოდებენ მას “50 წლის მხრებს”. ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, მხრის სახსრებში ანთების წარმოქმნის მთავარი მიზეზია მათზე ქარისა და სიცივის ზემოქმედება.

როცა ადამიანები 40-50 წლის ასაკს აღწევენ, მათი აქტიურობის უნარი შესამჩნევად მცირდება, განსაკუთრებით, თუ მათ რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვთ და არავითარ ფიზიკურ სავარჯიშოს არ ასრულებენ. იმის შედეგად, რომ მხრები და ზედა კიდურები ნაკლებადმოძრავ მდგომარეობაშია, მათში მცირდება სისხლის ცირკულაცია, მათი კვება არასაკმარისი ხდება, რაც მხრის სახსრისა და მის ირგვლივ რბილი ქსოვილების რეგრესიას იწვევს. გარდა ამისა, შუა ხნის ასაკში, ნივთიერებათა ცვლა იწყებს შენელებას, რაც მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზეც აისახება.

ტკივილს მხრებში, ხშირად, წნევაც ახლავს თან. თამით მდგომარეობა, შესაძლოა, გაუარესდეს და ძილის ხარისხიც დააქვეითოს. ტკივილი მწვავდეა ხელის წამოწევის ან მობრუნების დროს. ეს ყველაფერი ცხოვრებაში დისკომფორტს იწვევს. არსებობს სავარჯიშოები ამ მომაბეზრებელი მდგომარეობისგან გასათავისუფლებლად:

1. ხელების მოქნევა

გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე, მოიქნიეთ ხელები მსუბუქად, წინ-უკან, თანდათან გაზარდეთ მოძრაობის ამპლიტუდა. შეასრულეთ სავარჯიშო ყოველდღე, დილა-საღამოს, 50-100ჯერ(ნახატი 1)

2. მოხრა

გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე, დაიხარეთ წინ, ხელები დაუშვით გვერდებიდან ქვემოთ, თითქოს რაღაცას აგროვებთ. შეასრულეთ სავარჯიშო ყოველდღე, დილა-საღამოს, 30-50ჯერ(ნახატი 2).

3. წრიული მოძრაობები

დადგით ტერფები მხრების სიგანეზე, კორპუსი ადგილზეა, ხელებით კი შემოხაზეთ წრეები წინ და უკან, თანდათან გაზარდეთ ამპლიტუდა. შეასრულეთ დღეში ორჯერ, 30-50ჯერ(ნახატი 3).

4. კედელთან შეხება

დადექით კედელთან, შეეხეთ მტკივანი ხელის ფუნჯით და შეასრულეთ მსუბუქი შეხებები ქვემოდან მაქსიმალურად ზემოთ, სადამდეც წვდებით. ამის შემდეგ, ჩამოუშვით ხელი. შეასრულეთ 20-50ჯერ(ნახატი 4).

5. მხრების შეკუმშვა

დადექით ან დაჯექით. მოხარეთ ხელები იდაყვებში სწორი კუთხით, შეკუმშეთ მხრები. ჯერ მსუბუქად, შემდეგ მთელი ძალით. შეასრულეთ დღეში ორჯერ, 50-100 მისვლით(ნახატი 5).

6. უმაღლეს წერტილთან შეხება

დაიხმარეთ ხის ტოტი ან დაკიდეთ რამე ოთახში. მთელი ძალისხმევა გამოიყენეთ, რათა მაღალ წერტილს მისწვდეთ მტკივანი ხელით, თანდათან წამოწიეთ ორიენტირი. შეასრულეთ დღეში ორჯერ, 50-100 მისვლით(ნახატი 6).

7. ცაში სროლა

დაჯექით ან დადექით. გადააჯვარედინეთ ორივე ხელის თითები თავზემოთ და თანდათან გაწელეთ ხელები, რამდენადაც შეგიძლიათ. გაიმეორეთ 30-ჯერ(ნახატი 7).

8. ხელების გაშლა

გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე და გაწელეთ ხელები გვერდებზე, იატაკის პარალელურად. როცა ხელები საკმარისაც იქნება გაშლილი, გაჩერდით 5-10 წამით, შემდეგ დაუშვით. შეასრულეთ ყოველდღე, 30-50ჯერ(ნახატი 8).

9. კისრის დაზელა

დაჯექით ან დადექით და დაიზილეთ კისერი ხელით. გაიმეორეთ 50-100ჯერ, დღეში ორჯერ(ნახატი 9).

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.