თავის მოვლა
5 ბუნებრივი საშუალება, რომელიც თავიდან აგარიდებთ სტრიების გაჩენას და მოგაშორებთ მათ
სტრიები – თხელი ზოლები, რომლებიც კანზე “ინტენსიური ზრდის”, მაგალითად, ფეხმძიმობის, სქესობრივი მომწიფების, წონაში სწრაფად კლების ან მატების პერიოდის შემდეგ ჩნდება. ფეხმძიმობა, როგორც ჩანს, სტრიების გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დერმატოლოგიის ამერიკული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ფეხმძიმე ქალთა 52-59% ამჩნევს სტრიებს ორსულობის პერიოდში. ზოგიერთი შეფასება გაცილებით მაღალია – 90%-მდე აღწევს.
სტრიების გაჩენაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას:
- სტეროდიები;
- გენეტიკური წინასწარგანწყობილება;
- ჰორმონალური დისბალანსი;
- მკერდის გადიდების ოპერაცია;
- სამედიცინო მდგომარეობა (მაგალითად, მარფანისა და კუშინგის სინდრომები);
- კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება;
- ქრონიკული დაავადებები;
- სიმსუქნე.
მიუხედავად ფარმაცევტული მიღწევებისა, სტრიების მოშორებისთვის საშინაო საშუალებები გაცილებით ეფექტურია.
აი, რამდენიმე საშუალება სტრიების გაჩენის შესაჩერებლად:
- ვარჯიში
წონაში სწრაფად მატება სტრიების გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ფიზიკური სავარჯიშოები, სწორ კვებასთან კომბინაციით, ხელს შეუშლის კანის არასასურველ ცვლილებებს. - მიირთვით დაბალანსებული საკვები
ფიზიკურ სავარჯიშოებთან ერთად, აუცილებლად მიირთვით საკვები ცილების, ცხიმებისა და არარაფინირებული ნახშირწყლების სწორი ბალანსით.
- ჯანსაღი ცხიმები:
ცხიმიანი თევზი, ავოკადო და ბერძნული კაკალი – 3 საუკეთესო პროდუქტი. - ჰიდრატაცია:
კანი 64%-ით წყლისგან შედგება, ამიტომ, აუცილებელია დღეში 8-10 ჭიქა სითხის მიღება.
როგორ “მოვიშოროთ” სტრიები
- სცადეთ ყავა, თაფლი და შაქრის სკრაბი
ნატურალური შინ მომზადებული სკრაბი, შესაძლოა, სწორედ ის აღმოჩნდეს, რაც ექიმმა დაგინიშნათ. არსებობს უამრავი საშინაო სკრაბი კანისთვის, თუმცა, ყავა და შაქარი საუკეთესო ვარიანტია. თაფლი შესანიშნავი ანთებისსაწინააღმდეგო და დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუმატოთ აღნიშნულ სკრაბს. - ლაზერული თერაპია
მართალია, სადაზღვევო კომპანია ამ თერაპიას კოსმეტიკურ პროცედურად მიიჩნევს და ხარჯებს არ აანაზღაურებს, თუმცა, ასეთი მეთოდი გაცილებით იაფი, უსაფრთხო და ეფექტურიცაა. - კანის პიგმენტი
ამისთვის კარგი ტატუ-მასტერის პოვნაა საჭირო. თუმცა, თუ იპოვით მას, ვინც საკმარისად კარგია, თქვენი კანის პიგმენტს შესაბამის მელანს შეუსაბამებს. თუმცა, ეს იაფი გამოსავალი არაა. - ტატუირება
ტატუირება ხელოვნების ნამდვილი ნიმუში შეიძლება იყოს. განიცილეთ ეს ვარიანტი ტატუ-მასტერებთან და გადაფარეთ კანის პრობლემური მონაკვეთი სვირინგით. - დერმატოლოგთან კონსულტაცია
სანამ სტრიების ეფექტურად მოსაშორებელი კვლევები უშედეგოა, დერმატოლოგიური პროცედურები სულ უფრო უმჯობესდება. შეგიძლიათ, დერმატოლოგს ამ საკითხით მიმართოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!