Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ სტრიები: 4 მარტივი ნაბიჯი

თითქმის ყველა ქალს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სტრიები უჩნდება და თითოეულ ნაწიბურს თავისი ისტორია აქვს. სტრიები ორსულობის და სასქესო მომწიფების დროს წონის სწრაფი მატების ან კლებისას კანქვეშა ქსოვილების ზედმეტი დაჭიმვის გამო ჩნდება.

თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემის გამო კორტიზოლის დონის უეცარმა ზრდამ ან კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება სტრიების გაჩენა გამოიწვიოს. ეს ვერცხლისფერი ხაზები ჩვეულებრივ მუცელზე, ხელის შიდა მხარეს ან მკერდზე ზედა ნაწილზე, გვერდებზე, დუნდულებსა და ბარძაყებზე ჩნდება.

ჩვეულებრივ, ეს პარალელური ხაზები უმტკივნეულოა და უსაფრთხოა, მაგრამ ისინი თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე, შედეგად, კი ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. სტრიების, განსაკუთრებით ძველი სტრიების მოშორება რთული, მაგრამ შესაძლებელია. სტრიების მოსაშორებლად უამრავი ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურა და მკურნალობის მეთოდი არსებობს, მაგრამ ეს ჯიუტი ნაკვალევი შეგიძლიათ უსაფრთხოდ, მარტივად და ბუნებრივი გზით სახლის პირობებში, მხოლოდ 4 ნაბიჯის შესრულებით მოიშოროთ.

ნაბიჯი 1: პილინგი

მარილი და დარიჩინი – ორი ნატურალური საშუალება, რომელიც პილინგისთვის იდეალურად გამოგადგებათ. მარილი უჯრედების ცვლას აუმჯობესებს, დარიჩინი კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს და კოლაგენის დონეს ზრდის, რომელიც კანს ელასტიკურობას ანიჭებს. ეს ორი ინგრედიენტი აურიეთ და ფხვნილის მსგავსი ფორმით გამოიყენეთ.

ამ ნარევით რეგულარული მასაჟი + ზეითუნის ზეთი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სტრიებს ამცირებს.

ნაბიჯი 2: სხეულის გაწმენდა

ჩვეულებრივ, სხეულის დასაბანად პემზას, ღრუბელს და ჯაგრისს ვიყენებთ, მაგრამ არსებობს ცნობილი ინდური ბალახი – ვეტივერიას ფესვი, რომელიც ხელმისაწვდომი საშუალებაა და ბუნებრივი სხეულის სკრაბის სახით მოქმედებს. ვეტივერიას ფესვი კანის ქსოვილების აღდგენას ხელს უწყობს. მას ძველი ჭრილობების განკურნება და დაზიანებულის ადგილას ახალი ქსოვილების ფორმირება შეუძლია. დასველებული ვეტივერიას ფესვი შეგიძლიათ კანზე წრიული მოძრაობით წაისვათ, რომ ნაწიბურების, მუქი ლაქების და სტრიების შემცირება დააჩქაროთ.

ნაბიჯი 3: დატენიანება

ნატურალური მცენარიდან მიღებული, სუფთა ალოე ვერას გელი კანზე ნამდვილ სასწაულს ახდენს. ის უხეშ და აქერცლილ, სტრიებიან კანს ატენიანებს. ბუნებრივი კოლაგენის დიდი რაოდენობის შემცველობის წყალობით ქსოვილების აღდგენას ხელს უწყობს.

ნაბიჯი 4: მასაჟის ზეთი

ყოველ ღამით მასაჟის ზეთის გამოყენება სხეულს ადუნებს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ზეთი ტოქსინების მოშორების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე კანის განკურნებაში დაგეხმარებათ.

ნაწიბურების და სტრიების მოსაშორებლად ორგანული აბუსალათინის ზეთი იდეალურად გამოგადგებათ. ის ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, ცხიმოვანი მჟავებით და E ვიტამინით მდიდარია. 75% აბუსალათინის ზეთის და 25% E ვიტამინის ნარევი ნაწიბურების მოსაშორებლად საუკეთესო ნატურალური საშუალებაა, რადგან ასე კანის ტექსტურა, მისი ელასტიკურობა უმჯობესდება და კოლაგენის წარმოება სტიმულირდება.

მორიგ ჯერზე, როცა სხეულზე ღია ფერის ზოლებს დაინახავთ, არ ინერვიულოთ, უბრალოდ ეს მარტივი ნაბიჯები რეგულარულად შეასრულეთ და ყურადღება გარეგნობის ცვლილებას მიაქციეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.