Connect with us

ჰოროსკოპი

თუ ხელზე მფარველი ანგელოზის ხაზი გაქვთ, იღბლიანი ხართ

ხელზე მფარველი ანგელოზის ხაზი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. მის მფლობელებს შეუძლიათ თავი ნამდვილ იღბლიანად ჩათვალონ. ეს ხომ კარგ სიმბოლოდ ითვლება.

ქირომანტიაში მფარველი ანგელოზის ხაზი ძლიერ დაცვას გულისხმობს. ის ამბობს, რომ ადამიანს მაღალი ძალები იცავენ და ანგელოზი მფარველობს. ამ ხაზს რამდენიმე სახელწოდება აქვს – მარსის ხაზი ან დის ხაზი.

ძლიერი დამცავი სიმბოლო ყველას არ აქვს. თუ საკუთარ ხელზე მსგავსი ნიშანი დაინახეთ, დარწმუნებული იყავით, რომ ზეციური ძალები გეხმარებათ.

სად მდებარეობს მფარველი ანგელოზის ხაზი

ნიშნის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერია მფარველი ანგელოზის დაცვა. თუ სიცოცხლის ხაზის პარალელურად მდებარეობს და პრაქტიკულად მის ხაზს იმეორებს, ეს ძლიერ ამულეტს განასახიერებს. ზეციური ძალები ასეთი ნიშნის მფლობელს ყოველთვის იცავენ.

ზოგჯერ სიმბოლო სიცოცხლის ხაზის გასწვრივ, ოღონდ მცირე სეგმეტნზე მდებარეობს. თუ ამასთან სიცოცხლის ხაზი სადღაც გაწყვეტილია, სუსტად ჩანს, ეს უბედურების სიმბოლოა. თუმცა დის ხაზის ქონა ამ ნეგატივს ანეიტრალებს. ის ამბობს, რომ ადამიანი მაღალი ძალების წყალობით საფრთხესთან გამკლავებას შეძლებს.

თუ ნიშანი მარჯვენა ხელისგულზე გაქვთ, ეს მფლობელის პირად დამსახურებაზე მიუთითებს. კეთილი საქმეების წყალობით ადამიანმა ანგელოზის მფარველობა მიიღო, ამიტომ ახლა მისი დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეს.

თუ ხაზი, პირიქით, მარცხენა ხელისგულზე მდებარეობს. ეს მემკვიდრეობით ნიშანზე საუბრობს. ასეთ ადამიანზე ზეციური ძალების მფარველობა წინაპრებიდან გადმოვიდა.

ქირომანტიაში მარსის ხაზის მფლობელებს იღბლიანებს უწოდებენ. ასეთი ხალხი ყველაფერს უპრობლემოდ აღწევს. მათ არა მხოლოდ რთული სიტუაციიდან გამოსვლა, არამედ ისეთი დაბრკოლებების მარტივად გადალახვა შეუძლიათ, რომლებიც სხვებს ანგრევენ.