Connect with us

ჰოროსკოპი

როგორიც თითია, ისეთი ქარიზმა გაქვთ: რას ამბობს ნეკა თითი თქვენს ხასიათზე

ქირომანტიაში ნეკა თითი ურთიერთობას უკავშირდება. არა მხოლოდ მასზე არსებული ხაზები, არამედ მისი ფორმა ადამიანის ხასიათს განსაზღვრავს.ზოგჯერ მარცხენა და მარჯვენა ხელზე ნეკა თითები განსხვავდება. თუ საკუთარი თავის უკეთ გაგება გსურთ, Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ ნეკა თითის სიგრძეს და ფორმას დააკვირდეთ.

ნეკა თითის სიგრძე და ადამიანის ხასიათი

A – გრძელი ნეკა თითი

ქირომანტების აზრით, რაც უფრო გრძელია თითი, ადამიანს მით უკეთესი კომუნიკაციის უნარი აქვს. ისინი თვლიან, რომ ასეთი ნეკა თითის მფლობელი მომხიბვლელი და ქარიზმატული ადამიანია. უბრძოლველად დანებებას მიჩვეული არ ხართ, ყოველთვის დასახულ მიზანს აღწევთ. გარდა ამისა, საკმაოდ შრომისმოყვარე ხართ, მუშაობა არ გაშინებთ.

მჭერმეტყველება იმ დონემდე განავითარეთ, რომ ნებისმიერის დარწმუნება შეგიძლიათ. როგორც ჩანს, პოლიტიკოსის კარიერაზე უნდა დაფიქრდეთ. გაყიდვების სფეროშიც თქვენს ნიჭს ადვილად გამოავლენთ.

B – საშუალო სიგრძის ნეკა თითი

საშუალო სიგრძის ნეკა თითი თქვენს მდგრადობაზე საუბრობს. თქვენი ხასიათი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა, ამიტომ ყველა მიმდინარე მოვლენაზე საკუთარი შეხედულება გაქვთ. ზოგჯერ თქვენს გადარწმუნებას ცდილობენ, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენ არ ხართ ის, ვინც საკუთარ იდეალებს მარტივად ღალატობს.

ეს ფორმა ამბობს, რომ სხვებთან კონტაქტს ადვილად ამყარებთ. თქვენთვის საერთო თემის პოვნა პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ ბევრი მეგობარი გყავთ.

C – მოკლე ნეკა თითი

ეს ფორმა მიგანიშნებთ, რომ თითის მფლობელი ძალიან მეგობრულია. შეიძლება ახალი ადამიანების გაცნობა გრცხვენოდეთ, მაგრამ ეს ცუდი არაა. სხვებზე ეს დამამშვიდებლად მოქმედებს, თქვენში კარგ ადამიანს დაუყონებლივ ხედავენ. თავად ნამდვილად ასეთი ხართ.

ნეკა თითის მოკლე სიგრძე ცოტა იმპულსურობაზე გაფრთხილებთ. სწორედ ამიტომ, ფრთხილად იყავით და ტყუილად არ გარისკოთ. ეს განსაკუთრებით მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებთ.

რას ამბობს ნეკა თითის ფორმა თქვენს ხასიათზე

ნეკა თითს ფართო სახსარი აქვს

გარშემომყოფებს თქვენი იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რადგან საიმედო ხართ. სამყაროს შეცნობისკენ ისწრაფვით. ბევრი რამ იცით, ამიტომ ახლობლებს დახმარებაზე უარს არასდროს ეუბნებით.

ნეკა თითის წვეტიანი ფორმა

თუ ნეკა თითის წვერი ოდნავ წვეტიანია, ეს თქვენს ნიჭზე საუბრობს. თქვენ შემოქმედებითი პიროვნება ხართ, მომრგვალებული ფორმა რთულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარზე საუბრობს.

მოხრილი ნეკა თითი

არც მთლად სწორი ფორმა მიგანიშნებთ, რომ გარემოებებს ადვილად ეგუებით. ყოველთვის კომპრომისზე მიდიხართ, რადგან ცდილობთ ნებისმიერი სიტუაცია მშვიდობიანად მოაგვაროთ.

რას ამბობს ნეკა თითის ფალანგები

თითოეულის ფორმას ყურადღება მიაქციეთ. ზედა ფალანგი ვერბალური კომუნიკაციის სფეროს ასახავს. სწორედ ის არის პასუხისმგებელი სიტყვებზე, ასევე სწორად მეტყველებაზე. რაც უფრო გრძელია ფალანგი, მით უფრო განვითარებულია თქვენი ორატორული უნარები. ხშირად ეს იმაზე საუბრობს, რომ ასეთი ნეკა თითის მფლობელი ცხოვრებაში საკუთარი ხმით და კომუნიკაციის უნარით გამოიმუშავებს.

საშუალო ფალანგი წერით მეტყველებას განსაზღვრავს. ხშირად ის სხვებთან შედარებით მოკლეა, ამიტომ ბევრ ადამიანს ქაღალდზე სიტყვის გამოხატვა უჭირს. თითის გრძელი შუა ნაწილი წერით ნიჭზე საუბრობს. ჩვეულებრივ, ასეთი გრძელი შუა ფალანგი აქვთ მწერლებს, ჟურნალისტებს და იმ ადამიანებს, ვინც ბიზნეს ანგარიშებს ხშირად წერენ.

თითის ყველაზე ქვედა ნაწილი მატერიალურ ურთიერთობას მიეკუთვნება. ის მიზნების მიღწევაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ რაც უფრო გრძელია, მით უკეთესი. მოკლე ფალანგი ამბობს, რომ სასურველის მისაღწევად უფრო შეუპოვარი უნდა იყოთ.