Connect with us

ჯანმრთელობა

ნივრის ლიქიორი, რომელიც ასობით დაავადებისგან გიხსნით: ენდეთ ხალხურ მედიცინას

ნიორი არაჩვეულებრივი საკვები პროდუქტია: იგი აძლიერებს მადას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებში ფერმენტების გამოყოფას, ხელს უწყობს საკვების უკეთეს მონელებასა და ათვისებას. ასევე, აქვს მძლავრი ბაქტერიციდული მოქმედება, ამიტომ ნიორს მადეზინფიცირებელი თვისებაც აქვს.

ასევე, ეს პროდუქტი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მისი სარგებელი ფასდაუდებელია! გარდა ამისა, ნიორი სასარგებლოა მომატებული წნევის დროსაც: იგი აფართოებს სისხლძარღვებს, რაც წნევის შემცირებას უწყობს ხელს.

თავისი თვისებების წყალობით, ნიორი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სამკურნალო საშუალებების ინგრედიენტად. გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ ეფექტურ ხალხურ პრეპარატს, რომელიც აძლიერებს გულს, წმენდს სისხლს და ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში, ასევე, აშორებს ჭარბ ცხიმებს და აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლას. ეს წამალი რბილად წმენდს მთელ ორგანიზმს მავნე ნაერთებოსგან.

ნივრის ლიქიორი

მომზადება

  1. გამჭვირვალე ბოთლში მოათავსეთ 12 კბილი ნიორი, თითოეული დაჭრილი 4 ნაწილად.
  2. დაასხით 3 ჭიქა წითელი ღვინო.
  3. დაახურეთ და დადგით ფანჯრის რაფაზე, მზიან მხარეს, ორი კვირით.
  4. ყოველდღე შეანჯღრიეთ 2-3ჯერ. შემდეგ გაწურეთ და გადაასხით მუქი ფერის ბოთლში.

მიირთვით ეს ელექსირი დღეში სამჯერ, 1 ჩ.კ. ოდენობით, 1 თვის მანძილზე. იგი დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!