Connect with us

ჯანმრთელობა

ჭიქა წყალი მარილით და ძმრით სასწაულებს ახდენს: უბრალოდ ოთახში დადგით

თუ დაღლილობა გაწუხებთ, გაღვიძებისთანავე სისუსტეს გრძნობთ, გამოძინებას ვერ ახერხებთ, ყველაფერი უინტერესოა, რაც გარშემო ხდება და უბრალოდ მარტო ყოფნა გსურთ, აფთიაქში დამამშვიდებელი საშუალების ყიდვა არ იჩქაროთ. ასეთ მდგომარეობასთან გასამკლავებლად ჭიქა წყალი მარილით და ძმრით ოთახში დადგით: ზუსტად 1 დღეში პირველ შედეგებს იგრძნობთ, რომელიც გაგაოცებთ და გაგახარებთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნეგატიური ენერგიისგან გამწმენდი საშუალება და როგორ გამოიყენოთ კარგი შედეგის მისაღებად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ნეგატიური ენერგიის მოშორება

გაოცდებით, მაგრამ ძმრის და წყლის მარტივი ხსნარით სახლს დაგროვებული ნეგატიური ენერგიისგან სწრაფად გაწმენდთ.

ერთგვარი თილისმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გამჭვირვალე მინის ფინჯანი, თეთრი ძმარი, მსხვილი მარილი და სუფთა წყალი.

წინასწარ გარეცხილ ჭიქაში 1 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ მარილი კარგად აურიეთ, სანამ მარილი ბოლომდე არ გაიხსნება. ხსნარით სავსე ჭიქა იმ ადგილას დადგით, რომლის გაწმენდაც გსურთ. ან იმ ოთახში გაიტანეთ, სადაც ბევრ დროს ატარებთ. მაგალითად, ჭიქა წყალი საწოლის ტუმბოზე შეგიძლიათ დადოთ.

როგორ მუშაობს

საქმე იმაშია, რომ მარილი ჰაერში უარყოფით იონებს ქმნის, რომლებიც, თავის მხრივ, დადებით ვიბრაციებს იძლევიან და შენობას ნეგატივისგან წმენდენ.

ზუსტად 24 საათში ცვლილებები დაიწყება. ახალი მარილის ხსნარი ყოველდღე მოამზადეთ სანამ, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით კმაყოფილებას და სასიცოცხლო ძალების ზრდას არ იგრძნობთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა: გჯეროდეთ, რომ ყველაფერი მუშაობს. ასეთი თილისმის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი არ უნდა იყოთ. კარგ შედეგს მხოლოდ დადებითი განწყობა მოგიტანთ.