Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოხდება, თუ კოჭას მთელი თვე ჯიუტად დაღეჭავთ

კოჭას სასწაულ ბოლქვს ტყუილად არ უწოდებენ. ბევრმა იცის, რომ კოჭის ჩაი სურდოს დროს სასარგებლოა, მაგრამ ფესვის სამკურნალო თვისებები ამით არ შემოიფარგლება. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კოჭა მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

როგორ გამოვიყენოთ კოჭა

ალბათ, გახსოვთ, რომ პანდემიის დაწყებისას კოჭა დახლებიდან გაქრა, ხოლო ფასი წარმოუდგენლად გაიზარდა. მოულოდნელად, ყველას ამ ბოლქვის სასარგებლო თვისებები გაახსენდა და მისი შეძენა დაიწყეს. თუმცა, ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს კოჭას რეგულარულად. არადა, საიდუმლო სწორედ რეგულარულ გამოყენებაშია. ეს მწველი, ყვითელი რბილობი სასიამოვნო სურნელით რაციონში 1 თვე მაინც ჩართეთ და ეფექტს ნამდვილად იგრძნობთ.

სხვათა შორის, კოჭა ჩინეთიდან შემოვიდა, სადაც ბოლქვის სასარგებლო თვისებებს ძალიან აფასებენ. მისი გამოყენების მრავალფეროვანი ვარიანტი არსებობს: შეგიძლიათ მიირთვათ უმი, ფხვნილი, დაშაქრული ან დამწნილებული. მისგან გემრიელი სასმელები მზადდება, შეგიძლიათ ჩაის და ყავას დაუმატოთ. კოჭა ცხელი კერძების, წვნიანების, სოუსების, სალათების და დესერტების მოსამზადებლად გამოიყენება. მოკლედ, ნამდვილად უნივერსალური და მრავალმხრივი პროდუქტია.

ახლა, ერთად გავარკვიოთ რაში მდგომარეობს მისი სარგებელი

1. კოჭა შეიცავს ჯინჯეროლს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. კვლევამ დაადასტურა, რომ ჯინჯეროლი ე.წ. ჟანგვით სტრესს ხელს უშლის. ჟანგვითი სტრესის დროს თავისუფალი რადიკალები გროვდება, რომლებიც ორგანიზმში ჯანმრთელ უჯრედებს აზიანებენ. სწორედ ეს პროცესი იწვევს დაბერებას. კოჭა უჯრედებს გამძლეობაში ეხმარება. ასევე ჯინჯეროლი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.

2. კოჭა მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც მადას და სისხლის მიმოქცევას სტიმულირებენ. ესაა კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, C ვიტამინი, კალიუმი, ფოსფორი და ნატრიუმი.

3. ჯადოსნური ბოლქვი კუჭის პრობლემების დროს გვეხმარება და გულისრევას აქრობს. მისი მიღება შეგიძლიათ ორსულობის დასაწყისში, ზღვის დაავადების ან წნევის რყევების დროს. ის საჭმლის მონელებას სტიმულირებს, კუჭის აშლილობის და ყაბზობის დროს გვეხმარება.

4. კოჭა სახსრების პრობლემების დროს სასარგებლოა. თუ ყოველდღე კოჭის სასმელს დალევთ, ართრიტის სიმპტომებს შეამსუბუქებთ. ოღონდ იმ პირობით, თუ მინიმუმ 1 თვე ყოველდღე მიიღებთ.

5. არომატულ ფესვს მენსტრუაციული ტკივილის გაქრობა შეუძლია. სანამ ტკივილგამაყუჩებელ აბებს დალევთ, 1 ფინჯანი ძლიერი კოჭის ჩაი მოადუღეთ.

6. თუ კოჭას რეგულარულად მიიღებთ, იმუნიტეტზე პოზიტიურ გავლენას იგრძნობთ. თბილი ჩაი კოჭით და ლიმონით ნებისმიერი სურდოს და ვირუსული დაავადების დროს შეუცვლელი სასმელია.

7. კოჭა პირის ღრუს მდგომარეობას აუმჯობესებს, ბაქტერიებს ეფექტურად ანადგურებს. დღეში ერთხელ ახალი კოჭის ნაჭერი (მთავარია, კოჭა დაშაქრული არ იყოს!) დაღეჭეთ და კბილები მადლობას გეტყვით.

8. სამკურნალო ფესვის მიღებით მეხსიერება და აზროვნების სიჩქარე უმჯობესდება. მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად, კოჭა ტვინის ასაკობრივ ცვლილებებს ანელებს. ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში კოჭის ექსტრაქტს აბების სახით იღებდნენ, აღენიშნებოდათ მეხსიერების, დასწავლის უნარის და რეაქციიების სიჩქარის გაუმჯობესება.

არ დაგავიწყდეთ, დაფქული კოჭა ყოველდღიურ კერძებს დაუმატეთ – ასე კერძი უფრო გემრიელი და სასარგებლო გახდება.

ძლიერ ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ! თავს გაუფრთხილდით!