Connect with us

ჯანმრთელობა

ქოქოსის ზეთი თქვენი გულისთვის უფრო მავნებელია, ვიდრე ღორის ქონი

ახლა ქოქოსის ზეთი, როგორც სასარგებლო ნატურალური საშუალება, პოპულარობის პიკზეა. როგორც ჩანს, ეს პოპულარობა აგრესიულ მარკეტინგს ეფუძნება და არა რეალურ სამედიცინო კვლევებს. როგორც მინიმუმ, ამერიკის გულის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ბროშურაში ქოქოსის ზეთი ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტად არის დასახელებული.

ბროშურა ცხიმების მიღების და გულის დაავადებების რისკის ყველა ასპექტს განიხილავს. ქოქოსის ზეთის შესახებ განყოფილება მცირე, მაგრამ ინფორმაციულია. გამოცემაში ნათქვამია, რომ გამოკითხულთა 72% ქოქოსის ზეთს „ჯანსაღ საკვებად“ მიიჩნევს. ამ მოსაზრებას დიეტოლოგების 37% იზიარებს.

ტენდენცია მედია სივრცეშიც შეიმჩნევა. ჟურნალები და ბლოგები სავსეა ქოქოსის ზეთის აღწერით, როგორც ყველა პრობლემის საწინააღმდეგო საშუალება. მაგალითად, მის მიღებას გვირჩევენ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ტვინის ფუნქციების, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად  და როგორც ჰორმონალური წამლების ალტერნატივა.

ქოქოსის ზეთი სასარგებლოდ მიიჩნევა ლაურინის მჟავის მაღალი შემცველობით, რომელიც სისხლში ლიპოპროტეინების დონის სიმკვრივეს ზრდის. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები „კარგ“ ქოლესტერინს მიეკუთვნება, და ითვლება, რომ ის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს არ ზრდის.

თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ზრდას ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი არ მოაქვს. სჯობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საფრთხეზე ვკონცენტრირდეთ. ლაურინის მჟავა გაჯერებული ცხიმია და სისხლში მათ დონეს ზრდის.

გამოდის, როგორც დაბალი, ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ზრდით ლაურინის მჟავა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის. უფრო სასარგებლოა, მონო და ნახევრად უჯერი ცხიმები მიიღოთ, ვიდრე ლაურინის მჟავა.

ქოქოსის ზეთი 82% გაჯერებულ ცხიმს შეიცავს. სხვათა შორის, პალმის ზეთიც ამდენივე გაჯერებულ ცხიმს შეიცავს, მაგრამ ბევრი მის მიღებას გაურბის, ქოქოსის ზეთი კი ჯანსაღ ცხოვრების წესთან ასოცირდება. ახლა შეადარეთ: კარაქი შეიცავს მხოლოდ 63% გაჯერებულ ცხიმს, ღორის ქონი – 39%. გამოდის, ღორის ქონი გულის ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა.

ზეითუნის ზეთი შეიცავს მხოლოდ 14% გაჯერებულ ცხიმებს, ხოლო ალისარჩულის ზეთი – 6% (სხვებზე ნაკლებს). გამოდის, თუ „უცხო“ ზეთების გამოყენებას აპირებთ, არჩევანი სჯობს მათზე გააკეთოთ.

ამერიკის გულის ასოციაციამ გაანალიზა 7 კლინიკური კვლევა, რომლებიც ქოქოსის ზეთის უშუალოდ სისხლში ლიპოპროტეინების დონეზე გავლენას სწავლობდნენ. შვიდივე კვლევამ დაბალი სიმკვრივის ლიპროტეინების დონის ზრდა დააფიქსირა, რომელიც ცხიმიანი ხორცის ჭამის შედეგებთან არის შედარებული. ამ შედეგების გათვალისწინებით და იმ ფაქტით, რომ ქოქოსის ზეთის  ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენა დადასტურებული არაა, ასოციაცია გირჩევთ,რომ ქოქოსის ზეთს, როგორც მავნე პროდუქტს თავი აარიდოთ.

კიდევ ერთი სასარგებლო თვისება, რომელსაც ქოქოსის ზეთს აწერენ, – ანტიმიკრობული. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარული ბლოგერებიც არსებობენ, რომლებიც ამ ზეთით პირის ღრუს გამოვლებას გვირჩევენ. სავარაუდოდ, ეს იგივე ეფექტს იძლევა, როგორც წყლის გამოვლება – ბაქტერიების ნაწილი ირეცხება, დარჩენილი ცხოვრებით საკმაოდ კმაყოფილია.

როგორც მინიმუმ, არც ერთი კლინიკური კვლევა არ ადასტურებს, რომ ქოქოსის ზეთი პირის ღრუში მცხოვრებ ბაქტერიებს ანადგურებს. მით უფრო, ამ ზეთით ანტიბიოტიკები არ ჩაანაცვლოთ, როცა მკურნალობა გჭირდებათ.