Connect with us

თავის მოვლა

ქოქოსის ზეთი ძვირადღირებული კოსმეტიკის ნაცვლად: გამოყენების მეთოდები

ბევრი ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალება შეგიძლიათ ჩვეულებრივი ქოქოსის ზეთით ჩაანაცვლოთ. მის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. დღეს ქოქოსის ზეთის გამოყენების რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ, რომლის შესახებ ალბათ წარმოდგენაც არ გქონდათ.

საპარსი კრემის ნაცვლად

თუ თმას საპარსით ხშირად იშორებთ, ეს მეთოდი ნამდვილად მოგეწონებათ. უბრალოდ საპარსი კრემი ქოქოსის ზეთით ჩაანაცვლეთ. ასე ერთდროულად 4 პრობლემას მოაგვარებთ: მოიშორებთ გაღიზიანებას, სიმშრალეს, კანის მცირე დაზიანებას, რომელსაც ბლაგვი საპარსი ხშირად ტოვებს და პროცედურის შემდეგ დამატებით დამატენიანებელი კრემის წასმა არ დაგჭირდებათ.

ფეხის დამარბილებელი კრემი

ნახეთქები შეგიძლიათ ჩვეულებრივი პემზით მოიშოროთ, ხოლო ქუსლის მშრალი კანის მოშორებას და მის დარბილებას ქოქოსის ზეთით შეძლებთ.

სხეულის სკრაბი

1:1 პროპორციით ქოქოსის ზეთი და ყავისფერი შაქარი აურიეთ. ამ სკრაბის ინგრედიენტებს ისეთი თვისებები აქვთ, რომლებიც არა მხოლოდ კანის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ, არამედ კანს დაატენიანებს.

ჰაილაითერის ნაცვლად

კანზე მსუბუქი სველი ეფექტი გასული და ახალი წლის მთავარი ტრენდია. ამას ქალები ჩვეულებრივ ჰაილაითერის დახმარებით აღწევენ, თუმცა კანისთვის უფრო სასარგებლო მეთოდიც არსებობს. ქოქოსის ზეთში დასველებული ნეკა თითის წვერით სახის საჭირო ადგილას კანს შეეხეთ, შემდეგ ოდნავ რეტუშირება გაუკეთეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.