Connect with us

სხვა

მეგობარმა ოთახის მცენარეები გააჩუქა. ვაპირებ, მივბაძო და ასე მოვიქცე

ბევრი ყვავილი ყველაზე მოკრძალებულ სახლსაც დაამშვენებს. ნათელი ფერები, სიჯანსაღე და არომატი განწყობას წამებში აგიმაღლებთ და გაგაღიმებთ. ოღონდ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოთახის მცენარეები სწორად შერჩეულია და მათზე სათანადოდ ზრუნავენ.

პირველი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრმა არ იცის, რომელი ყვავილის ქონა არ შეიძლება სახლში. მხოლოდ გარეგნობაზე დაკვირვებით შეიძლება შეცდომა დაუშვათ და სახლში სახიფათო ყვავილი მოიტანოთ. სწორედ ამიტომ, Alltime-ის რედაქცია გთავაზობთ სახლისთვის არასასურველი მცენარეების სიას. ასევე გიამბობთ, თუ რატომ არ აქვთ თანამედროვე ადამიანებს ყვავილების გაზრდის სურვილი.

რომელი ყვავილის ქონა არ შეიძლება სახლში

1. აზალია

ასეთი ლამაზი ყვავილი თქვენს გულს წამებში დაიპყრობს. ყველამ არ იცის, რომ ამ მცენარის ღეროში შხამიანი წვენია, რომელსაც როგორც ადამიანებისთვის, ასევე შინაური ცხოველებისთვის ზიანის მოყენება შეუძლია. სწორედ ამიტომ, თუ სახლში ცნობისმოყვარე ბავშვები და ცხოველები ცხოვრობენ, აზალია სახლში არ გააჩეროთ. ძლიერი არომატის გამო შენობა რეგულარულად უნდა გაანიავოთ.

2. სპარსული ყოჩივარდა

ამ ოთახის ყვავილს ალპურ იასაც უწოდებენ. საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ ბუნებაში სილამაზე ყოველთვის უსაფრთხო არაა. მცენარის ბოლქვები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას მხედველობის სერიოზულ პრობლემებს იწვევენ. რა უნდა ვთქვათ, თუ ყოჩივარდის მოსავლელად ნებისმიერი მოქმედება ხელთათმანებით უნდა შეასრულოთ.

3. პუანსეტია

ულამაზესი მცენარე, რომელსაც ბეთლემის ვარსკვლავსაც უწოდებენ. პრობლემა იმაშია, რომ პუანსეტიას ღერო შეიცავს განსაკუთრებულ წვენს, რომელიც საყლაპავში მოხვედრისას ძლიერ დამწვრობას იწვევს. ყვავილი ლატექსზე ალერგიულ ხალხსაც არ გამოადგება.

4. ტრიქოცერეუსი

ეს სამხრეთ ამერიკული ყვავილი კაქტუსების მოყვარულებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია. ფართოდ გავრცელებულია ქათქათა თეთრი ყვავილების და შროშანის არომატის მქონე მცენარე. მთელი თავისი სინატიფის მიუხედავად საშიშ ალკალოიდ მესკალინს შეიცავს. ეს ნივთიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამანგრევლად მოქმედებს, მხედველობით ჰალუცინაციებს და კანის ზოგიერთი ნაწილის გაშეშებასაც იწვევს.

5. კლივია

მდიდრული ყვავილი, რომელიც ფიტოდიზაინში პოპულარობას იძენს. უნდა გახსოვდეთ, რომ მცენარე საფრთხის შემცველ ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ ბავშვებისგან და შინაური ცხოველებისგან მოშორებით უნდა შეინახოთ. თუ კლივიათი ბინის გაფორმება ძალიან გსურთ, სპეციალურ თაროებზე იზრუნეთ, სადაც მცენარეს ვერავინ მიწვდება.

6. ბროვალია

ლამაზი ბუჩქი ღია ფერის ყვავილებით ისეთი უვნებელი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მცენარის წვენი შხამიანია. ორგანიზმში ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას მოწამვლას იწვევს. ბროვალიაზე ზრუნვისას ხელთათმანები ყოველთვის უნდა გეკეთოთ, შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.

7. მონსტერა

პოპულარული ოთახის მცენარე, რომელიც დიდ ზომებს აღწევს. სანამ ასეთ ყვავილს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით. მონსტერას წვენი კანზე მოხვედრისას დამწვრობას იწვევს. ხოლო თვალში მოხვედრისას შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

რა თქმა უნდა, სხვა ბევრი მცენარე არსებობს, რომელთა სახლში ქონა არასასურველია. სანამ ლამაზი ყვავილის შეძენას გადაწყვეტთ, მასზე ინფორმაცია კარგად შეისწავლეთ, რომ მოულოდნელი შედეგებისთვის მზად იყოთ.

სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ და ადეკვატურად შეაფასოთ. ასე, შეიძლება წაიკითხოთ, რომ საყვარელი ორქიდეა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არ შეგეფერებათ, ან მამაკაცებს აფრთხობს და ბინიდან შორს გაგაქვთ. თუმცა ადრე ასეთი ეჭვიანი არ ყოფილხართ: მოგეწონათ ყვავილი – სახლში მოიტანეთ და გაზარდეთ.

ახლა მებაღეობის შესახებ ინფორმაციის სიმრავლე მხოლოდ გვაშინებს. სხვა მცენარეებთან თავსებადობა გაითვალისწინე, ჰაერის ტემპერატურა დაიცავით, ხელოვნური განათება შეიძინე. ასეთ რჩევებს კითხულობთ და რწმუნდებით, რომ სახლის პირობებში ყვავილის გაზრდა რთული და მტანჯველი პროცესია. ადრე როგორ ზრდიდნენ? ჰოროსკოპების და გაჯეტების გარეშე.

სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ სახლის ყვავილებით გაფორმების სურვილი გაქვთ, დიდხანს არ იყოყმანოთ. მთავარია, რომ მცენარე უსაფრთხო იყოს და სიხარულს გვრიდეს. დანარჩენი – წვრილმანია, რომელთანაც გამკლავება სირთულეს არ წარმოადგენს.