Connect with us

საკითხავი

როგორ გავწმინდოთ წყალი სპეციალური ფილტრის გარეშე: ხალხური მეთოდი

ონკანის წყალი, რომელიც ჩვენს სახლში ხვდება, დიდი ხანია ნდობას აღარ იმსახურებს. ასეთი წყლის დალევით ორგანიზმს მხოლოდ ზიანს მიაყენებთ. ადუღების შემდეგაც წყალში ბევრი მავნე ნივთიერება რჩება. საზიზღარ გემოზე არაფერს ვამბობ. ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ძვირადღირებული ფილტრები დააყენოს ან მუდმივად წყალი იყიდოს. ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა წყლის გაწმენდა სახლის პირობებში ყოველგვარი ხარჯის გარეშე?

სინამდვილეში ბევრი ხალხური მეთოდი არსებობს. მათი დახმარებით ცუდი ხარისხის წყალს საკვებად ვარგისს გახდით. მეთოდები საკმაოდ მარტივი და ეფექტურია. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად კომბინაციაში გამოიყენეთ. სხვაობას დაუყონებლივ იგრძნობთ. Alltime-ს რედაქცია გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ შინაურულ მეთოდებს წყლის გასაწმენდად.

წყლის გაწმენდა მარტივად სახლის პირობებში

წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველაზე გავრცელებული მეთოდია – დაყენება. რამდენიმე საათში მძიმე ნარევები ფსკერზე ილექება. ეს გაწმენდის პირველი ეტაპია.

დაყენებული წყალი ბოთლში გადაასხით და 1–2 საათით საყინულეში შეინახეთ. დააკვირდით, რომ სითხე ბოლომდე არ გაიყინოს. რაც უფრო სუფთაა წყალი, მით უფრო სწრაფად იყინება. აი, მინარევების მქონე წყალი საკმაოდ დიდხანს თხევადი რჩება.

ასეთი წმენდის მეთოდი მოსახერხებელი დიდად არაა. წყალს ყურადღება მუდმივად უნდა მიაქციოთ, რომ საჭირო მომენტი დაიჭიროთ. უპირატესობას უფრო პრაქტიკულ ვარიანტს ვანიჭებ – ვერცხლით გაწმენდა.

თავდაპირველად, წყალი აადუღეთ და შესაფერის ჭურჭელში გადმოიტანეთ, მაგალითად, ქილაში ან გრაფინში. შემდეგ მასში ვერცხლის ნივთი ჩადეთ. მაგალითად, მავთული, კოვზი ან სპეციალური იონიზატორი.

ალბათ, გსმენიათ, რომ ვერცხლის იონები ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობენ. წყალში ჩადებული ლითონი პარაზიტების განვითარებას აფერხებს. არ ელოდოთ, რომ აყვავებული მდინარის წყალი ცრემლივით გამჭვირვალე გახდება, მაგრამ ონკანის წყალს კარგად წმენდს.

ქიმიური შემადგენლობის გაუმჯობესების გარდა იონიზირებული წყლის გემოც ბევრად უკეთესი, სასიამოვნოდ მოტკბო ხდება. მართალია, ფილტრებზე დაფიქრება მაინც ღირს. კომპლექსური მიდგომით სახიფათო ონკანის წყლის ნაცვლად ენერგიის წყაროს მიიღებთ.

არსებობს სხვა მსგავსი მეთოდები, რომლებშიც მინერალები გამოიყენება: შუნგიტი, სილიციუმი და კვარცი. წყალში აქტივირებულ ნახშირსაც ამატებენ. მოკლედ, შეგიძლიათ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი შეარჩიოთ.