Connect with us

ყვავილები

როგორ გადავჭრათ დრაცენა, რომ ლამაზად გაიზარდოს და უფრო განტოტდეს

სამსახურში ყვავილებზე პასუხისმგებელი ბუღალტერი სვეტაა. იმის მიუხედავად, რომ ისედაც ბევრი საქმე აქვს, ფლორაზე ზრუნვას ასწრებს. სწორედ მან გვასწავლა, როგორ გავამრავლოთ ია ან გადავჭრათ დრაცენა.

ალბათ, იკითხავთ, საერთოდ რა საჭიროა მცენარეზე დაცინვა. დრაცენა ხომ ჩვენი ოფისის მთავარი დეკორაციაა. ოფისში გამოჩენიდან 6 თვეში შევამჩნიეთ, რომ  მცენარე თითქოსდა დაიღალა. მისი წვერი მოიხარა და მოსაწყენი გახდა. მაშინ სვეტამ დრაცენას გადაჭრა გვირჩია.

როგორ უნდა გადაჭრათ დრაცენა

ზრდასრული მცენარის ღეროები თხელი და გრძელია. ფოთლების სიმძიმის გამო ღეროები იღუნება. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო სანახავი არაა. საბედნიეროდ, ამის შეცვლა შეგიძლიათ. პირველ რიგში, დრაცენას წვერი ბასრი მაკრატლით ან სეკატორით გადაჭერით. მნიშვნელოვანია, რომ სწორად გადაჭრათ.

ამისთვის ფოთლებიდან 5 სმ–ს ქვემოთ გადაჭერით. როცა ღეროები ფოთლების გარეშე დარჩება, შეგიძლიათ გარეგნული სილამაზე მიანიჭოთ. ღეროები ისე დაამოკლეთ, რომ დაახლოებით ერთ სიმაღლეზე იყოს. თუმცა სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარე ღეროებიც ცუდი არაა. ასე მცენარეს უფრო მოცულობითს გახდით.

შემდეგ გადანაჭერ ადგილებს ნახშირი წაუსვით. ასე დაინფიცირებისგან დაიცავთ. ღეროებზე ახალი ყლორტები ერთ თვეში გამოჩნდება. თავიდან მხოლოდ გვერდზე, შემდეგ მაღლა აიწევს. აი, ამ მეთოდით შეგიძლიათ დრაცენას ფორმა მისცეთ. მარტივი და საიმედო.

რა ვუყოთ გადაჭრილ ნაწილებს

კალმებით გამრავლება დრაცენას გამრავლების უმარტივესი მეთოდია. გადაჭრილი წვერი წყალში ჩადეთ. რამდენიმე დღეში გაფესვიანდება. შემდეგ მიწაში გადარგეთ. რა თქმა უნდა, სწრაფი ეფექტისთვის გადაჭრილ ტოტებს ზრდის დამაჩქარებელი საშუალება დასჭირდებათ.

დარგულ კალმებს პარკები დააფარეთ, მათთვის კომფორტული ტემპერატურა შეინარჩუნოთ. სიტყვაზე, გასამრავლებლად გამოგადგებათ არა მხოლოდ წვერი, არამედ ღეროს ნაწილები. ის ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად დარგეთ. როგორც წესი, კალმები 1-1,5 თვეში ფესვიანდება, ხოლო ყლორტები მე–2 თვის ბოლოს ჩნდება.

დრაცენა ერთ–ერთი ყველაზე მოდური ოთახის მცენარეა. ის სახლის ინტერიერს ეგზოტიკურ ხიბლს მატებს, მაგრამ არ ტვირთავს. დრაცენა ფრთხილად უნდა გადაჭრათ, რომ მცენარე სტრესს მარტივად გაუმკლავდეს და ახალი ფოთლებით გაგახაროთ.