ყვავილები
რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში
თითოეულ მეყვავილეს თავისი ფავორიტი მცენარე ჰყავს. სამწუხაროდ, ამ სიაში მჟაველა იშვიათად ხვდება. და სულ ტყუილად. მჟაველა არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასარგებლო ყვავილია. მისი მოვლა მარტივია: მცენარე საკმარისად ამტანი და უპრეტენზიოა. ამაში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, როცა თითქმის მკვდარი ყვავილი 1 კვირაში გაცოცხლდა.
მებაღეობის მცოდნეები მჟაველას სიფრთხილით ეკიდებიან. თუ ყვავილს ღია მიწაში დარგავთ, როგორც სარეველა, მთელი ტერიტორიის დაპყრობას დაიწყებს. სხვა საქმეა, მისი ქოთანში გაზრდა. იდეალური ვარიანტი დაკავებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ოთახის მცენარეებში დიდად ვერ ერკვევა. ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ? Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 5 კარგ მიზეზს, რატომ უნდა იქონიოთ მჟაველა სახლში.
რატომ უნდა გქონდეთ მჟაველა სახლში
1. ლამაზი გარეგნობა
მჟაველას სახეობებს შორის გამოვყოფდი „პეპელას“ მისი სამკუთხა მუქი იისფერი ფოთლებით. ფანჯრის რაფაზე უფრო მწვანე სახეობებს შორის ეფექტურად გამოიყურება. როცა მცენარე აყვავილდება, მისი პატარა ფერადი თანაყვავილედი მუქი ფოთლების ფონზე კიდევ უფრო ნაზად გამოიყურება.
2. მოვლა
მჟაველას შეიყვარებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტი მოვლა არ სჭირდება. პერიოდულად მორწყეთ და 2–3 წელიწადში ერთხელ გადარგეთ. გამოკვება არ სჭირდება, მხოლოდ სხვა მცენარეებთან კომპანიის გამო. ტემპერატურის ძლიერი დაწევისას შეიძლება მძინარე ფაზაში გადავიდეს, მაგრამ მალე ახალ ფოთლებს გამოუშვებს.
3. საჭმელად ვარგისია
ეს შეიძლება აღმოჩენა გახდეს. მაგრამ მჟაველას ფოთლები შეგიძლიათ და უნდა მიირთვათ. მისი ფოთლები სალათებს, პირველ კერძებს და დესერტებს დაუმატეთ. ხმელი მჟაველა მომჟავო გემოს სასარგებლო სანელებელი გახდება. ასეთი დანამატი ბევრ ვაშლის და მჟაუნ მჟავებს, A, C და K ვიტამინებს, ფლავონოიდებს შეიცავს. ნამდვილი საგანძური ფანჯრის რაფაზე.
4. ხალხური ცრურწმენები
მჟაველა ახალ ბინაში გადასვლის აღსანიშნავად კარგი საჩუქარია. ამბობენ, რომ მცენარეს სახლში ბედნიერება და წარმატება მოაქვს. რაც მთავარია, ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. მცენარეზე ერთი შეხედვა საკმარისია, რომ კამათის სურვილი გაქრეს.
5. ყოველდღიურობაში გამოყენება
გასაოცარია, მაგრამ მჟაველა შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო საქმეებში გამოიყენოთ. ტანსაცმლიდან ლაქებს ნებისმიერ მაღაზიის საშუალებაზე უკეთ აშორებს. რამდენიმე ფოთოლი ფერად ქსოვილს ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებს. ასევე მჟაველა ბაღში მუშაობის შემდეგ ხელებიდან ჭუჭყს მარტივად მოგაშორებთ. უბრალოდ ხელისგულებს შორის ფოთლები გასრისეთ. და ესეც ასე, ყველაფერი სუფთაა!
დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ გქონდათ, რომ ეს მოკრძალებული მცენარე ბევრ საიდუმლოს მალავს, ვიმედოვნებთ, რომ ამ ლამაზი მცენარით დაგაინტერესეთ და მალე თქვენს ფანჯრის რაფაზე საპატიო ადგილს დაიკავებს.