Connect with us

სხვა

ყავა, ქერქი და უბრალო წინდა – ვამზადებთ ჰაერის არომატიზატორს მხოლოდ 5 წუთში

დედაჩემის მეგობრის შვილი უკვე 5 წელია საცხოვრებლად სტამბულში გადავიდა. იქ ბიზნესი გახსნა, დამკვიდრდა და ახალ სახლში ოჯახი გადაიყვანა. დედამისი ხშირად ჩამოდის. დედასთვის საჩუქრები ყოველთვის ჩამოაქვს. ბოლო შეხვედრისას სახლში მომზადებული ჰაერის გამაჯანსაღებელი ჩამოუტანა.

თურქი დიასახლისები დიდი გამომგონებლები და სისუფთავის მოყვარულნი არიან. ეს დეიდა ანას ნათქვამიდან გავიგეთ. დეიდა ანა აღმოსავლური კულტურის შესახებ ცოდნას ყველას აღფრთოვანებით უზიარებს. თურქულ სტილში ჰაერის არომატიზატორის მომზადება მეც მასწავლა.

Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ჰაერის გამაჯანსაღებელი სახლის პირობებში მხოლოდ 5 წუთში.

რა საჭიროა ჰაერის გამაჯანსაღებელი

ნატურალური ჰაერის გამაჯანსაღებლის საკითხი ცუდი ვენტილაციის მქონე ბინის მფლობელთათვის განსაკუთრებით აქტუალურია. სახლის მუდმივად განიავება მხოლოდ ზაფხულშია რეალური. დამეთანხმეთ, ორპირი ქარი დამდგარ სუნზე უფრო საშიშია. შეძენილ ჰაერის გამაჯანსაღებლებში ძალიან ბევრი ქიმიაა, რომ მთელი დღეები ისუნთქოთ.

გარდა ამისა, რეცეპტი, რომელსაც დღეს გიზიარებთ, არა მხოლოდ სახლის მფლობელთა ყნოსვაზეა გათვლილი, არამედ ჩრჩილსაც ებრძვის. კარადაში ტანსაცმელი რომ დაიცვათ, ხელნაკეთი საშე ჩამოკიდეთ.

როგორ გავაკეთოთ არომატული საშე წინდიდან

ნატურალური ჰაერის გამაჯანსაღებლის გასაკეთებლად დაგჭირდებათ 2–3 ფორთოხალი (შეგიძლიათ მანდარინთან ან სხვა ციტრუსთან კომბინაცია) და 2 ს/კ ყავის მარცვლები. ციტრუსიდან მხოლოდ ქერქი დაგჭირდებათ. ციტრუსის ქერქი კარგად გაახმეთ, შემდეგ დაფშვენით. ყავის მარცვლებიც ასევე ან უფრო მსხვილად დაფქვით.

ციტრუსის ქერქის და ყავის ფხვნილები აურიეთ. ნარევი სუფთა წინდაში ჩადეთ. ის გარსის როლს შეასრულებს. წინდა კარადაში ან დივნის ქვეშ შეინახეთ. თუ ჰაერის გამაჯანსაღებლის საჩვენებელ ადგილას დადება გსურთ, ქილაში მოათავსეთ. ზემოდან ტომრის ნაჭერი დააფარეთ და ლენტით შეკარით! სილამაზეა!

ნატურალური ჰაერის არომატიზატორის მოსამზადებლად ძლიერი არომატის მქონე პროდუქტები უნდა გამოიყენოთ. ყავა და ციტრუსი ყველაზე შესაფერისი ინგრედიენტებია. თუმცა, თუ ეს სუნები დიდად არ მოგწონთ, შეგიძლიათ ეთერზეთები გამოიყენოთ. ექსპერიმენტებში წარმატებებს გისურვებთ!