Connect with us

მოდა და სტილი

2021 წლის მოდური ფერები. შეხვდით გაზაფხულს მომზადებული

ტრენდები არსაიდან არ ჩნდება. მოდის სამყაროში არსებობს ტრადიცია: ყოველწლიურად ფერის ინსტიტუტი Pantone მთავარ ჩრდილებს ასახელებს, რომლებიც ტანსაცმელში გაბატონდება. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ფერია მოდაში 2021 წელს და როგორ სამოსს ანიჭებენ მოდის მიმდევრები უპირატესობას გაზაფხული–ზაფხულის სეზონზე.

2021 წლის მოდური ფერები

2021 წლის მოდურ ოლიმპიადას ნაზი ნაცრისფერი და ღია ყვითელი დაიპყრობს, ასევე მათი კომბინაცია. თუმცა მოდა მხოლოდ ამ ფერებით არ შემოიფარგლება – სხვა ჩრდილებიც დაფასებული იქნება.

ნაცრისფერი

არ გაგიკვირდეთ, თუ დიდი ქალაქების ქუჩებში მონოქრომულ ნაცრისფერ სტილში გამოწყობილ მოდის მიმდევრებს დაინახავთ. ერთი შეხედვით მოსაწყენი ფერია და გაზაფხულს არ უხდება, თუმცა ნამდვილმა სტილისტებმა იციან, რომ ნაცრისფერი ტანსაცმლით დასამახსოვრებელი ლუქის შექმნა შეიძლება. მოდურია სხვადასხვა ელფერები: გრაფიტი, სველი ასფალტი, ნაცრისფერი ცისფერი ქვეტონით და სხვა.

განსაკუთრებით მოდურად გამოიყურება ნაცრისფერი შარვალ–კოსტუმი, ქურთუკი, პიჟაკი. საუკეთესო გამოსავალი საქმიანი ბიზნეს ქალის სტილის შესაქმნელად.

ნაცრისფერი და ღია ყვითელი ფერების კომბინაცია – ყველაზე მოდური გადაწყვეტილებაა. აქსესუარებით ექსპერიმენტები თამამად ჩაატარეთ, ნაცრისფერი მზის ფერით განაზავეთ.

ყვითელი

აი, მზის სხივი შეუღწევად ნაცრისფერში. ყვითელი ფერი სითბოსთან და სიხარულთან ასოცირდება – ის, რაც გაზაფხულზე გვჭირდება. გირჩევთ ყვითელი შარვალი ან კაბა ახლავე შეიძინოთ.

ყვითელი საწვიმარი, პალტო – საგაზაფხულო გარდერობის გასაახლებლად იდეალური გამოსავალია. ასეთი ფერად მოსაცმელით ნებისმიერ ამინდში მზესავით იბრწყინებთ.

თეთრი

გასული წლის შავი ზოლი სწრაფად რომ დაივიწყოთ, დიზაინერები თეთრი ფერის ტანსაცმლის ტარებას გირჩევენ. უძველესი დროიდან ეს ფერი სიმდიდრესთან, წარმატებასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება.

თეთრი ფერი ცნობილ ადამიანებს შორის პოპულარული ტყუილად არ არის. ის არისტოკრატიზმს ხაზს უსვამს და მდიდრული სტილის შექმნას ხელს უწყობს.

თეთრი ფერის მთავარი უპირატესობა უნივერსალურობა და ნეიტრალიტეტია. შეგიძლიათ ნებისმიერ ელფერს თამამად და წაუგებლად შეუხამოთ. ძალიან კომფორტულია.

მწვანე

აღსანიშნავია, რომ მოდაშია არა ტრადიციული მწვანე ფერი. 2021 წელს ყურადღება ლაიმისფერზე გაამახვილეთ, რადგან ახლა ის ტრენდულია. კაშკაშად და გამომწვევად გამოიყურება – შესანიშნავი ვარიანტი გაბედული ქალებისთვის.

ლაიმისფერი თეთრ და ნაცრისფერს იდეალურად უხდება (რომლებიც ასევე ტრენდულია), ასევე სხვა ნეიტრალურ ფერებს, მაგალითად, კრემისფერს ან შავს.

ვარდისფერი

ახლა, ვარდისფერი მხოლოდ თოჯინა ბარბის ფერი არაა. ვარდისფერმა მოდის ოლიმპიადა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიპყრო, პროტესტის სიმბოლო გახდა და ახალი მნიშვნელობა მიიღო. სერიოზულ ქალებსაც კი ვარდისფერი ტანსაცმელი აღარ აშინებთ.

ამ წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონზე მოდაშია ვარდისფერის ყველა ელფერი: ბინძური ვარდისფრიდან პატარძლის ყვავილამდე. თეთრთან კომბინაციაში ქალურობას ხაზს უსვამს და სტილს სიმსუბუქეს ანიჭებს.

აი, ეს არის ამ წლის მთავარი ტენდენციები ფერებში. უკვე იცით, თუ როგორ შეავსოთ გარდერობი გაზაფხულის დადგომამდე.