Connect with us

ჯანმრთელობა

ერთადერთი პროდუქტი ჩვენს პლანეტაზე, რომელიც ერთდროულად ვირუსებს, სოკოებსა და ბაქტერიებს ანადგურებს

ფუტკრის საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა და სხვადასხვა მცენარეების ფისის შერევით, ჩვენ ვიღებთ წებოვან ნივთიერებას უნიკალური ფორმულით, რომელიც პროპოლისის (დინდგელის) სახელწოდებით არის ცნობილი. ფუტკრებს პროპოლისი თავდაცვისათვის და თაფლიანი ფიჭის დეზინფიცირებისთვის სჭირდებათ.

პროპოლისის, იგივე დიდგელის შესახებ კაცობრიობას ცნობები საკმაოდ შორეული წარსულიდან მოეპოვება და 21-ე საუკუნეშიც კი, ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მედიცინაში, რომელიც დღემდე განაგრძობს ამ უნიკალური ნივთიერების ახალი თვისებების აღმოჩენას.

პროპოლისის სამკურნალო თვისებები

პროპოლისის ნაყენის შინაგანად მიღება გვიძლიერებს იმუნიტეტს, ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს და მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. ამ უნიკალური ნივთიერების გარეგანი გამოყენების სპექტრი კიდევ უფრო ფართოა: ის გვეხმარება ჭრილობების სწრაფად შეხორცებაში, კანის რეგენერაციაში, ტკივილის გაყუჩებაში, სოკოს განადგურებაში და ა.შ.

პროპოლისს საკმად ხშირად უწევენ რეკომენდაციას ექიმები სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს. მაგ: ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ბრონქიტი, პნევმონია და ა.შ. ეს გასაოცარი ნივთიერება გვეხმარება ვირუსული ინფექციების დამარცხებაში და სტომატოლოგიური პათოლოგიების გამკლავებაში. პროპოლისს საკმაოდ ხშირად იყენებენ გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროსაც.

როგორც წესი, ყველაზე ხშირად გამოიყენება პროპოლისის 10%-იანი ნაყენი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ის აფთიაქებში სულ რაღაც თეთრებად.

ყველაზე ხშირად ჯანმრთელობასთან დაკავსირებული სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრზოლველად პროპოლისის 10%-იანი ნაყენი გამოიყენება. თქვენ მის შეძენას შეძლებთ აფთიაქებში ხელმისაწვდომ ფასად.

პროპოლისის ნაყენის გამოყენება

  1. ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს პირის ღრუში კარგად გამოივლეთ ფიზიოლოგირ ხსნარში გახსნილი პროპოლისის ნაყენი თანაფარდობით 10:1.
  2. იგივე ხსნარით შეგიძლიათ ისარგებლოთ სტომატოლოგიური დაავადებების დროს.
  3. სინუსიტისა და ჰაიმორიტის დროს გამოირეცხეთ ცხვირი ზემოთ მოცემული ხსნარით.
  4. ოტიტის დროს მოითავსეთ ყურში პროპოლისში ჩალბობილი ბამბა. თუ ამ პროცედურას თქვენს ბავშვს უტარებთ, აუცილებელია ნაყენის განზავება თბილი წყლით (საჭირო რაოდენობით პროპოლისი გახსენით იმავე რაოდენობით თბილ წყალში).
  5. სასუნთქი გზების დაავადებების დროს ძალზედ სასარგებლოა ინჰალაციის ჩატარება პროპოლისის ნაყენით. ყოველ 5 მილილიტრ ფიზიოლოგირ ხსნარში გახსენით 1 წვეთი პროპოლისი. მიღებული სითხე ჩაასხით ინჰალატორში.
  6. ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩაამატეთ 15 ან 20 წვეთი პროპოლისის ნაყენი 1 ჭიქა რძეში და მიირთვით ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  7. კუჭის დაავადებების დროს 15-20 წვეთი ნაყენი გახსენით 100 მილილიტრ თბილ წყალში და მიირთვით ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  8. დაზიანებული კანის, ჭრილობების, ჰერპესის, ფრჩხილების სოკოს და ქერტლის სამკურნალოდ შეიზილეთ განუზავებელი პრეპარატი.

პროპოლისის ნაყენი უკუჩვენებითია მეფუტკრეობის პროდუქტების მიმართ ალერგიულობისა და ინდივიდუალური აუტანლობის დროს. მისი შინაგანად მიღება არ არის რეკომენდებული ორსული ქალბატონებისთვის და 3 წლამდე ბავშვებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში. გისურვებთ ჯანმრთელობას!