Connect with us

ჯანმრთელობა

პროდუქტი რომელიც ერთდროულად ანადგურებს ვირუსებს, სოკოს და ბაქტერიებს

ფუტკრის საკვები ფერმენტებისა და მცენარეების ფისის, წებოვანი ნივთიერებების შერევის უნიკალური ფორმულით პროპოლისი მიიღება. ფუნტკრებს პროპოლისი თაფლის სკის დაცვისა და დაუვნებელყოფისთვის ესაჭიროებათ, ხოლო ადამიანს ის სამკურნალოდ ჭირდება.

პროპოლისი დიდი ხანია რაც მედიცინაში გამოიყენება მაგრამ, ექიმები მაინც არ წყვეტენ მისი ახალ-ახალი თვისებების აღმოჩენას. ამ პროდუქტის გამოყენება სხვადსხვა გზით შეიძლება: უბრალოდე დაღეჭვით, რძეში ჩამატებით ან სპირტის ნაყენის სახით.

პროპოლისის ნაყენის სამკურნალო თვისებები

შიდა მიღების დროს პროპოლისის ნაყენი იმუნიტეტს ამაგრებს, ხსნის ანთებით პროცესებს, მოქმედებს ანტიოქსიდანტის მსგავსად. მისი გარეგანი მოხმარებისას მოქმედების სპექტრი კიდევ უფრო ფართოა: ის ადეზინფიცირებს და ახორცებს ჭრილობებს, ახდენს კანის რეგენერაციას, აუტკივარებს, კლავს სოკოს.

ექიმები პრეპარატს სხვადასხვა მდგომარეობების და დაავადებების დროს ნიშნავენ: ტონზილიტის, ფარინგიტის, სინუტიტის, ოტიტის ტრაქეიტის, ბრონქიტის, პნევმონიის, ვირუსული ინფექციების (გრიპის, ჰერპესის) სამკურნალოდ, ყველა სტომატოლოგიური პათოლოგიების, გინეკოლოგიაში -საშვილოსნოს ყელის ეროზიის და კუჭის დაავადებების მკურნალობის დროსაც კი.

ყველ;აზე ხშირად პროპოლის 10%-იან ნაყენს იყენებენ. პრეპარატი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ, თუმცა მისი მომზადება თავადაც შეგიძლიათ.

როგორ გამოვიყენოთ პროპოლისის ნაყენი

1. ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს ყელში პროპოლისის ნაყენი გამოივლეთ, რომელსაც ფიზიოლოგიურ ხსნარში გახსნით პროპორციით 1:10.
2. ასეთი კონცენტრაციით უნდა მომზადდეს სტომატოლოგიური დაავბადებების დროს პირის ღრუში გამოსავლები ხსნარიც.
3. სინუსიტის და ჰაიმორიტის დროს: გივე პროპორციით გახსნილი პროიპოლისის ხსნარი ცხვირში უნდა ჩაიწვეთოთ და ცხვირის გამორეცხვა ჩაიტაროთ.
4. ოტიტის დროს ყურში ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონი ჩაიდეთ. თუ პროცედურად ბავშვს უტარებთ ნაყენი თბილ, ანადუღარ წყალში უნდა გახსნათ პროპორციით 1:1. უფროსებს 5%-იანი ხსნარის ორივე ყურში ჩაწვეთებაც შეუძლიათ. ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდებით
5. პროპოლისის ინჰალაციები სასუნთქი გზების დაავადებების დროს ტარდება, მომზადებული ხსნარი ინჰალატორში უნდა ჩაასხათ. ხსნარი შემდეგნაირად მზადდება: 1 წვეთ ხსნარს 5 მლ ფიზიოლოგიურ ხსნართან შეურევთ.
6. საერთო გამაჯანსაღებელი საშუალება: 15-20 წვეთი ნაყენი გახსენით კოვზ რძეში ან წყალში და კვებამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
7. კუჭის დაავადებების სამკურნალოდ 15-20 წვეთი ნაყენი 100 მილიგრამ თბილ წყალში უნდა გახსნათ და ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიოთ.
8. კანის დაზიანებები, ჭრილობები, ჰერპესული გამონაყარი, ფეხის და ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები, ქერტლი – გაუზავებელი ხსნარის სახვევების და შეზელვის მეშვეობით ხდება.

მიუხადავად პროპოლისის სარგებლისა, მის გამოყენებამდე და მისით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს!

პროპოლისი არა რის რეკომენდებული ფუტკრის ნაწარმზე ალერგიის მქონეთათვის. ბავშვების, ორსულებისა და მძღოლებისთვის პროპოლისის სპირტოვანი ნაყენის მიღება არ შეიძლება. აპირტიანი ნაყენის მიღება მხოლოდ გარეგანად არის რეკომენდებული. მაღალი ალერგიულობის გამო პროპოლისის მიღება 3 წლამდე ბავშვებში არ შეიძლება.