ჯანმრთელობა
რა გვჭირდება, რომ გულმა ნებისმიერ ასაკში უპრობლემოდ იმუშაოს
თუ ტვინის გააქტიურება, ძვლების გაძლიერება ან ღვიძლის განახლება გსურთ, სასარგებლო დანამატებს გვერდს ვერ აუვლით. და გული? მეცნიერები ამბობენ რომ გულისთვის აუცილებელ მინერალებს და ვიტამინებს შეუძლიათ ქოლესტერინის დონის შემცირება, წნევის დარეგულირება და მთავარი კუნთის დაავადებების გამომწვევ ფაქტორებზე გავლენის მოხდენა.
Alltime.ge–ს რედაქცია მკვებავი ნივთიერებების სიას გთავაზობთ. ასეთი მხარდაჭერისთვის გული მადლობას გადაგიხდით!
სასარგებლო ვიტამინები და მინერალები გულისთვის
C ვიტამინი
ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმის უჯრედებს, მათ შორის მიოკარდიუმს, თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს.
ასკორბინის მჟავა მონაწილეობს უცვლელი ნივთიერების სინთეზში, რომელიც უჯრედებს ჟანგბადის შიმშილისგან იცავს. C ვიტამინი სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და მათ მოქნილობას ზრდის. ის აუცილებელია გულისთვის, რადგან სისხლის შედედებას აკონტროლებს, ინფარქტის, სტენოკარდიის და ინსულტის გამომწვევი თრომბის და ათეროსკლეროზის ფოლაქების წარმოქმნას აფერხებს.
B ჯგუფის ვიტამინები
მათ გარეშე არც ერთი ვიტამინების ნაკრები არ არსებობს, რადგან მთელი ორგანიზმისთვის უკიდურესად აუცილებელია. გულის დამხმარედ B1, B3, B5 და B6 ვიტამინები ითვლება. ისინი ტონუსსა და სისხლძარღვების გაწმენდაზე, სპაზმის პროფილაქტიკაზე, წნევის დარეგულირებასა და ქოლესტერინის დონის შემცირებაზე არიან პასუხისმგებელნი.
P ვიტამინი
C ვიტამინთან ერთად სისხლძარღვების კედლებს დასუსტებისგან იცავს, ხოლო კაპილარებს – გაწყვეტისგან.
E ვიტამინი
კიდევ ერთი ვიტამინი–ანტიოქსიდანტი. E ვიტამინი გულის კუნთებზე დადებით გავლენას ახდენს, ტაქიკარდიის და რითმის სხვა დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. სისხლძარღვების ანთებას აფერხებს.
კოენზიმი Q10
ამ ნივთიერებას თითოეული უჯრედი შეიცავს და აუცილებელია ზრდისთვის, ენერგიის გასაზრდელად და თავისუფალი რადიკალებისგან დასაცავად. კოენზიმი Q10 გულს იცავს და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენაში ხელს უწყობს. დანამატს გულის უკმარისობის დროს ნიშნავენ.
ომეგა 3
ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები ტრიგლიცერიდების წარმოებას ამცირებენ. ეს ნივთიერება გულის იშემიურ დაავადებას და ინსულტს იწვევს. კარდიოლოგები ომეგა 3–ის კურსს თითქმის ყველა პაციენტს უნიშნავენ.
მაგნიუმი
მაგნიუმს იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ დაწერა უფრო მარტივია, ვიდრე ამ მინერალის დეფიციტის შევსება. მაგნიუმის დაბალი დონე მაღალ არტერიულ წნევას, ათეროსკლეროზის ფოლაქების წარმოქმნას, სისხლძარღვების კალციფიკაციას, არითმიას და გულის ტკივილს იწვევს.
კალიუმი
მინერალი გულის სტაბილური მუშაობისთვის აუცილებელია: რიტმს აკონტროლებს, კუნთებს სრულად შეკუმშვაში ეხმარება. გულისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. მაგნიუმთან ერთად გულის სამკურნალო და პროფილაქტიკურ კომპლექსებში შედის.
პრობლემების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ წელიწადში ერთხელ მაინც გულისთვის აუცილებელ ვიტამინებს პროფილაქტიკის სახით მიიღებთ. ეს სია თერაპევტს ან კარდიოლოგს აჩვენეთ, რომ თქვენთვის შესაფერისი ნაკრები, დოზა და მიღების ნაკრები შეარჩიოთ.
ჯანმრთელად იყავით! სასარგებლო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.