ტესტები
ნატვრის ხე: ჩაიფიქრეთ სურვილი, აირჩიეთ ხე და ნახეთ, რა გელოდებათ
ჩაიფიქრეთ სურვილი და ხეზე ერთ–ერთი ხილი აირჩიეთ. ხის ქვეშ პასუხს იპოვით.
1: თავდაჯერებული ხართ, საკუთარ შესაძლებლობებს ადეკვატურად აფასებთ. თქვენი სურვილი აუცილებლად ახდება, რადგან ოცნებების ასახდენად მთელ ძალისხმევას გაიღებთ.
2: ენერგიული, მიზანდასახული ადამიანი ხართ. გულწრფელად გჯერათ, რომ „ყველაფერი ცაში არ წყდება“, ამიტომ არა მხოლოდ „თქვენი ვარსკვლავის“ გჯერათ, არამედ „ბედნიერების ჩიტის“ დაჭერა შეგიძლიათ. ეს ერთი შეხედვით ყველაზე შეუსრულებელ ოცნებასაც ეხება!
3: თქვენ გარემოების მიხედვით მოქმედებას და ცხოვრებას ხართ მიჩვეული. სამწუხაროდ, ხშირად „ცხოვრების დინებას“ მიჰყვებით და ბედის შეცვლას არ ცდილობთ, თუმცა სურვილის შემთხვევაში ამის გაკეთება შეგიძლიათ. უფრო მიზანდასახული გახდით, საკუთარ თავს და შესაძლებლობას მეტად ენდეთ და მალე ჩანაფიქრს აისრულებთ!
4: მომთხოვნი ადამიანი ხართ როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. როგორც კი რამეს ჩაიფიქრებთ, თავს არ ზოგავთ და მთელი ძალებით ოცნებისკენ მიიწევთ. არ დანებდეთ, თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ.
5: ბუნებრივი იმპულსურობა ხშირად სურვილების მიღწევაში ხელს გიშლით. ნუ ჩქარობთ, შეჩერდით. თქვენი სურვილი ასრულდება, თუ ცოტა მოდუნდებით.
6: ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ. ამასთან ცოტა ზარმაციც. სურვილის ასასრულებლად მისი შესრულებისკენ სვლა გააგრძელეთ.
7: თქვენი სურვილი ნამდვილად ასრულდება, მაგრამ დროა საჭირო. მოთმინება მოიკრიფეთ.
8: როგორც ჩანს, სურვილზე ჩაციკლული ხართ. დროებით დაივიწყეთ და მასზე აღარ იფიქროთ. ნახავთ, შედეგი დიდხანს აღარ დააყოვნებს.
9: თქვენი სურვილი მალე ახდება, ოღონდ დიდი ალბათობით იკითხავთ: „ეს მჭირდებოდა?!“
10: სურვილებში უფრო მოკრძალებული იყავით. იქნებ, ძალიან ბევრს ითხოვთ? „სპილო ნაჭრებად შეჭამეთ“ და სამყაროს უფრო მოკრძალებული სურვილი სთხოვეთ.
11: თქვენი სურვილი დღემდე არ ასრულდა მხოლოდ ერთი მიზეზით: ამისთვის არაფერს აკეთებთ.
12: თქვენი სურვილი თითქმის უკვე ასრულდა.