Connect with us

სხვა

საახალწლო ასტროლოგიური რიტუალები: როგორ მოვიზიდოთ ბედნიერება და სიმდიდრე 2021 წელს

დეკემბერი ჯადოსნობების თვეა! ეს ნიშნავს, რომ დროა დღესასწაულისთვის მოვემზადოთ და სამომავლო გეგმები დავაწყოთ. სულ ცოტა ჯადოქრობაც არ გვეწყენდა… ამ სტატიაში ყველაზე მარტივი და ეფექტური საახალწლო რიტუალები მოვაგროვეთ რომლებიც თეთრი მეტალის ხარის წელში ბედნიერების, სიყვარულისა და სიმდიდრის მოზიდვაში დაგეხმარებათ!

წლის დასაწყისი საკრალური პერიოდია რომელიც არა მხოლოდ სეზონის შეცვლას არამედ ძლიერ ენერგეტიკულ ცვლილებებსაც ნიშნავს. 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში კაცობრიობა ახალ ეპოქაში გადადგის და შესაბამისად 2021 – არა მხოლოდ მომდევნო კალენდარული წელი არამედ სამყაროს ახალ კანონებთან ადაპტაციის წელიც იქნება. დამდეგი ახალი წელი თეთრი მეტალის ხარის მფარველობის ქვეშ გაივლის: ეს აღმოსავლური ჰოროსკოპის ყველაზე ჯიუტი ნიშანია, ის კონსერვატიულობითაც გამოირჩევა და ტრადიციებს აფასებს, რაც ნიშნავს, რომ მისი ფასეულობების გამზიარებელ ადამიანებს გულიხვად დაასაჩუქრებს.

ვასრულებთ სურვილებს

ეს სურვილების ასრულების ყველაზე პოპულარული რიტუალია. დაგჭირდებათ: A4 ფორმატის თეთღი ფურცელი, შავი კალამი, სანთელი (თეთრი ან რძისფერი), მეტალის სასანთლე და მთავრის ფაზა (30 დეკემბრის სავსემთავრეობა). განმარტოვიდით, დაჯექით მაგიდასთან, აანთეთ სანთელი, დადევით ფურცელი და კალმით დაიწყეთ თქვენი სურვილების წერა, რთულიდან უფრო მარტივისკენ. როდესაც წერას მორჩებით სამჯერ გაიმეორეთ ფრაზა: “როგორც კი სანთელი ჩაიწვება, ჩემი სურვილები ასრულდება”. ფურცელი ოთხად გადაკეცეთ და შეინახეთ. სავსემთავრეობის გასვლის შემდეგ თქვენი სურვილები ასრულებას დაიწყებს.

ვიზიდავთ სიმდიდრეს

იმისთვის, რომ სახლში მთელი წლის განმავლობაში კეთილდღეობა სუფევდეს, ახალწლამდე ერთი კვირით ადრე გადაყარეთ და გააჩუქეთ ყველა უსარგებლო ან დაზიანებული ნივთი. გაცემის ან გადაყრის პროცესში სამყაროს მადლობა მოუხადეთ იმ სარგებლისთვის რაც თავის დროზე ამ ნივთმა მოგიტანათ. თუ ნივთს ვინმეს ჩუქნით მის ახალ მეპატრონეს წარმატება და ბედნიერება უსურვეთ.

სახლის შესასვლელის წინ ღია ფერის ხალიჩა დააგეთ, მის ქვეშ კი ვერცხლისფერი მონეტა მოათავსეთ. ყოველ ჯერზე როდესაც სახლიდან გადიხართ და ხალიჩას გადააბიჟებთ წარმოიდგინეთ თქვენი მონეტა როგორ იზრდება. პირველი იანვრის დილას კი ეს მონეტა აიღეთ და საფულეში მოათავსეთ – სხვა ხურდისა და მონეტისგან მოშორებით. ეცადეთ ეს ამულეტი არც დაკარგოთ და არც დახარჯოთ და მთელი წელი ბარაქა არ მოგაკლდებათ.

ახლობლების ჯანმრთელობა

იმისთვის, რომ თქვენც და თქვენი საყვარელი ადამიანებიც მთელი წელი ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობდეთ თავს – 31 დეკემბრის დილას სახლში არსებული ყველა ბრჭყვიალა ნივთი ისე გააპრიალეთ რომ ზედაპირი გარემოს ირეკლავდეს. რაც უფრო ნაკლები ლაქა იქნება სახლში მით უფრო ნაკლები ავადმყოფობა და ცუდი მოვლენა მოხდება თქვენს ცხოვრებაში 2021 წელს, ასე რომ საახალწლო დალაგებას დიდი გულისწყურით მიუდექით!

ჩაიფიქრეთ სიყვარული

გასათხოვარმა გოგონებმა 29 დეკემბერს სამი ცალი ფუთუშა უნდა გამოაცხონ. დატოვონ სახლში 1 ღამით, 30 დეკემბერს კი ქუჩაში გადით და პირველ შემხვედრ მამაკაცს ან ბიჭს აჭამეთ, გაიგეთ მისი სახელი – თქვენს მეორე ნახევარს იგივე სახელი ერქმევა. თუ მეორე ადამიანი ვისაც შეხვდებით ქალბატონი იქნება – ესეიგი ამ წელს ვერ გათხოვდებით, მეორე ფუნთუშა ქუჩაში დატოვეთ ჩიტებისთვის, მესამე კი სახლში წამოიღეთ. თუ მეორე ადამიანი რომელსაც შეხვდებით მამრობითი სქესის წარმომადგენელი იქნება – მასაც ფუნთუშით გაუმასპინძლდით. მესამე ფუნთუშა კი სახლში წამოიღეთ და რძით ან ჩაისთან ერთად მიირთვით.

გაიუმჯობესეთ ოჯახური მდგომარეობა

თუ თქვენი მეორე ნახევარი უკვე იპოვეთ მაგრამ პარტნიორის ღალატში გაქვთ ეჭვი ან თქვენს ურთიერთობაში რაომე ბზარი გაჩნდა, აჯობებს ამ პრობლემის მოგვარებას შეუდგეთ. აიღეთ თქვენი საყვარელი ადმაიანის საყვარელი თეფში, მასში თაფლი და რძე თანაბარი პროპორციებით დაასხით. თაფლი თეფშის მარჯვენა მხარეს დაასხით, რძე კი ამრცხნივ. ეს პროდუქტი თავისით არ შეერევა ერთმანეთს, ისინი კოვზთ აურიეთ და ჭიქაში გადაასხით. ნარევი ერთი ღამით გააჩერეთ, თეფში კი გარეცხეთ და სადილზე მეუღლეს საკვები ამ თეფშით აჭამეთ. როდესაც თქვენი მეუღლე დასაძინებლად წავა – რძისა და თაფლის ნარევი გააცხელეთ და დალიეთ. მას შემდეგ რაც ნარევს დალევთ (ბოლომდე) საძინებელში წადით და მეუღლესთან სექსით დაკავდით. ამის შემდეგ თქვენს ურთიერთობებში არსებული ყველა პრობლემა გაქრება.